კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მითქმა-მოთქმა გამოიწვია „ცეკვავენ ვარსკვლავების” ბოლო ტურმა და რა მოხდა სინამდვილეში

მიშა მესხი რომ საყვარელი და პოპულარული მსახიობია, ამაზე არავინ არ დავობს, მაგრამ, როგორც მაყურებელთა დიდი ნაწილი აღნიშნავს, ალბათ, პოპულარულ პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში” მონაწილეობით არ ასწევია მას რეიტინგი ისე, როგორც ამ პროექტის დატოვებით.

უკვე სარეკლამო ჭრის მომენტიდან ატყდა განხილვა, განსჯა და ვერსიების კორიანტელი იმის შესახებ, თუ რატომ მოიქცა ასე მიშა მესხი.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ წინა ტურში მიშა და მისი მეწყვილე, ჯულიანა ბარგ-ნარი, „ვეტოს” უფლებით დატოვეს პროექტში, რადგან, როგორც აღნიშნეს, აუტსაიდერებში მოხვდნენ და ხმათა უმრავლესობა ვერ დაიმსახურეს. იმ კადრებში აშკარად ჩანდა, რომ ამ გადაწყვეტილებამ მიშაც და ჯულიანაც გაახარა. ერთი კვირის თავზე კი, ისევ აუტსაიდერებში აღმოჩენილი მიშა მესხი ხმის მიცემის პროცესს არ დაელოდა და განაცხადა, რომ ყველას ყველაფრისთვის მადლობას უხდიდა და პროექტს ტოვებდა. პროექტის ერთ-ერთმა წამყვანმა, დუტა სხირტლაძემ ურჩია – ნუ ჩქარობ, ჯერ ხმის მიცემის პროცესს დაელოდე, რას გადაწყვეტს მაყურებელიო, რაზეც მიშამ უპასუხა – არ მაინტერესებს თქვენი „სიაფანდი“ ხმის მიცემაო და სცენა დატოვა. მას უკან გაჰყვა მისი მეწყვილე – ჯულიანა. 

„თბილისელები” შეეცადა, კულისებში შეეხედა, თუ რა ხდებოდა ამ პროექტის დაწყებამდე ან რა მოხდა მის შემდეგ. ამ მიზნით, ჩვენ დავუკავშირდით მიშას მეწყვილეს პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში” – ჯულიანა ბარ-გნარს, მიშას დას – მარი მესხს, თავად მიშა მესხსა და მის მეუღლეს – ია სუხიტაშვილს, მარიამ კუბლაშვილს, რომელიც სწორედ მიშას გვერდით იდგა აუტსაიდერებში ამ მოვლენების დროს და, ბოლოს, პროექტის პროდიუსერს – ნოე სულაბერიძეს.

– ჯულიანა, რა კომენტარს გააკეთებ შენი და მიშას მიერ პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების” დატოვებასთან დაკავშირებით?

ჯულიანა ბარ-გნარი: ამ თემაზე არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ.

– მიგაჩნია, რომ მიშა სწორად მოიქცა?

– სანამ ხმის მიცემის პროცესი დაიწყებოდა, მე მივეცი მიშას რჩევა. მართალია, მომისმინა მაგრამ, მოიქცა ისე, როგორც მას მიაჩნდა სწორად. მე პატივს ვცემ მიშას გადაწყვეტილებას. მიშა არის ჩემიანი და, ყოველთვის, როცა ჩემიანი იღებს გადაწყვეტილებას, რომც მიმაჩნდეს, რომ ეს გადაწყვეტილება არასწორია, მე მაინც ყოველთვის გვერდში დავუდგები. სხვას ვერაფერს გეტყვით.

– მარი, რა მოხდა, რატომ არ დაელოდა მიშა ხმის მიეცემის პროცესს, რას გვეტყვი ამასთან დაკავშირებით?

მარი მესხი (მიშა მესხის და): რაც სათქმელი ჰქონდა მიშას ამ თემასთან დაკავშირებით, თვითონვე თქვა, სანამ კადრიდან გავიდოდა. მე არაფერს დავამატებ, გარდა იმისა, რომ, მიმაჩნია, ჩემი ძმა სწორად მოიქცა.

– სიტყვა „სიაფანდი” რატომ იყო ნახსენები?

– არ მინდა ზედმეტი ლაპარაკი, ყველამ ყველაფერი იცის, რას გულისხმობდა მიშა ამ სიტყვაში. ხალხი დამიკავშირდა, ახლაც მიკავშირდება და ყველა ეთანხმება მიშას გადაწყვეტილებას. ამ შოუში არ უნდა გასულიყო მიშა. მიმაჩნია, რომ ამით რეიტინგი დაიგდო.

– მიშა, როგორ ხარ?

მიშა მესხი: ცუდ ხასიათზე ვარ.

– რატომ დატოვე პროექტი „ცეკვავენ ვარსკვლავები”?

– no comment!

– ეს უცაბედი გადაწყვეტილება იყო თუ ამაზე მანამდეც ფიქრობდი?

– არ მინდა ამაზე ლაპარაკი.

– ია, რას მეტყვით მიშას მიერ პროექტის დატოვებასთან დაკავშირებით?

 ია სუხიტაშვილი: როცა გავიგე, რომ მიშა უნდა გასულიყო ამ პროექტში, თავისთავად, მხარი დავუჭირე. სხვა ქვეყნის შოუებიც მაქვს ნანახი და ძალიან მომწონს. „ცეკვავენ ვარსკვლავები,” ზოგადად, ძალიან ლამაზი შოუა. რაც მოხდა გუშინ, იმასაც მხარს ვუჭერ, რადგან, მიშა არ არის ის ტიპი, რომ რაღაც გადაწყვეტილება ცხელ გულზე მიიღოს და შემდეგ ეს გადაწყვეტილება გაახმოვანოს. ეტყობა, რაღაცა იყო, თუმცა, არ ვიცი რა – ეს, ალბათ,  მერე გაირკვევა, მაგრამ, მიშას გადაწყვეტილებას ნამდვილად პატივს ვცემ. სხვას მართლა ვერაფერს გეტყვით, იმიტომ, რომ რაღაც-რაღაცეები ბოლომდე არ ვიცი. გაირკვევა, ყველაფერი დალაგდება ცხოვრებაში. უბრალოდ, არ შემიძლია, არ აღვნიშნო, რომ ცოტა ნაწყენი ვარ ჟიურის წევრებზე, ზოგზე – მეტად, ზოგზე – ნაკლებად, რადგან, მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი ცეკვები აჩვენა მიშამ. ბევრს ნიშნავს კიდევ ის, რომ მიშა არის კინოს მსახიობი და არ არის სცენას შეჩვეული. ადამიანისთვის, რომელიც არ არის სცენაზე მუშაობას მიჩვეული, ძალიან რთულია, გამოვიდეს ამხელა აუდიტორიის წინაშე. შეიძლება, კარგად ცეკვავდე დისკოტეკებზე, მაგრამ, სამეჯლისო ცეკვები სულ სხვა რამაა, ურთულესია. მიმაჩნია, რომ მიშამ თავის მოვალეობას ძალიან კარგად გაართვა თავი და, მგონია, რომ ბევრად მეტ თუნდაც შექებას იმსახურებდა ჟიურისგან, ვიდრე ეს მათგან მესმოდა. ამიტომ, ცოტა ნაწყენი ვარ ჟიურიზე... ძალიან ნაწყენი ვარ... 

რაც შეეხება მიშას წამოსვლას პროექტიდან, ჩვენ ამ გადაწყვეტილებაზე წინასწარ არ გვისაუბრია.

– თქვენ მანამდე მონაწილეობდით ამ პროექტში, სანამ მიშა გავიდოდა „ცეკვავენ ვარსკვლავებში” და, ასე თუ ისე ჩახედული იყავით ამ პროექტის, ასე ვთქვათ, სამზარეულოში. როდესაც მიშა ამ პროექტში მონაწილეობის მიღებას გეგმავდა, თქვენც ურჩიეთ ამის გაკეთება?

– მიშამ, უბრალოდ, თქვა, ხომ არ წავიდე „ცეკვავენ ვარსკვლავებშიო”. მე ავუხსენი, რომ მართლა ძალიან შრომატევადია ამ შოუში მონაწილეობა. ყველას კარგად ახსოვს, რომ პროექტის ბოლოს სომალელ ბავშვს დავემსგავსე. მიხარია, რომ მაინც არსებობს ეს პროექტი, რადგან, აღმოჩნდა, რომ გვყავს სამეჯლისო ცეკვის ძალიან კარგი მოცეკვავეები, რომლებიც აქამდე არ ჩანდნენ. მიხარია, რომ ისინი გაიცნო ხალხმა და შეიყვარა. მე, რაც ზუსტად მახსოვდა, ის ვუთხარი მიშას, რომ ნამდვილად რთული და სანერვიულო იყო ამ შოუში მონაწილეობა. თან, შეიძლება, კარგად ცეკვავდე, მაგრამ, სამეჯლისო ცეკვები მართლა სხვაა – აქვს ძალიან რთული, არასტანდარტული თვლები. მიშამ – მე ამას გავაკეთებო. მე ვუთხარი, შენ თუ ამას გააკეთებ, ჩვენ შენ გვერდით ვართ-მეთქი. და ასეცაა.

– სიტყვა „სიაფანდში” რას გულისხმობდა?

– არ ვიცი. ამაზე თვითონ თუ არ აკეთებს კომენტარს, მე ნამდვილად ვერ გადავახტები თავზე ჩემს მეუღლეს.  

– მარიამ, მიშა მესხის მიერ პროექტის დატოვებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე მინდა შეგეკითხოთ.

მარიამ კუბლაშვილი: პროექტის ფარგლებიდან გამომდინარე, იმის გამო, რომ ჩვენ ამ პროექტში მონაწილეობას დავთანხმდით და, რადგან პატივს ვცემთ სხვა მონაწილეებს, მსგავსი განცხადებები, ალბათ, არ არის მოსაწონი, თუმცა, მიშა ერთი მართალი ბიჭია, მართალი ადამიანია. ჩვენ ყველანი ბევრ რაღაცაში ვგრძნობთ უსამართლობას, მიშამ ვეღარ მოითმინა. შესაძლებელია, მან რაღაც იცის. მე ველაპარაკე დღეს და, მითხრა – პირიქით, მე შენთან მოვედი და პირველი შენ გადაგკოცნე, იმიტომ, რომ ძალიან მიყვარხარ და ეს ხალხს დავანახვეო. უბრალოდ მე ჩემი ვთქვი. მე მიშას ინდივიდუალიზმსა და მის პიროვნებას ვცემ პატივს, ის ძალიან მაგარი ტიპია. რაღაცა არ მოეწონა და პირდაპირ თქვა, თუმცა, შოუს ფორმატიდან გამომდინარე, მაინც არ უნდა გაეკეთებინა ეს, იმიტომ რომ, ეს შოუა და პატივს ვცემთ ამ შოუს და თვითონ „იმედის” ტელევიზიას ვცემთ დიდ პატივს. ძალიან მაგრები არიან, კარგი ატმოსფეროა და ამას არ იმსახურებენ, მაგრამ, იქ რა ხდება, უკვე არ ვიცი. ისე, რაღაც მითქმა-მოთქმა არის.

– არასამართლიანობას აქვს ადგილი, შენი აზრით?

– რაღაც მომენტში არის უსამართლობა.

– ნოე, მიშას პროექტიდან წასვლაზე რა კომენტარს გააკეთებთ? თვითონ მიშამ არანაირი კომენტარი არ გააკეთა ამასთან დაკავშირებით.  

ნოე სულაბერიძე: მე მგონია, ისეთი არაფერი, ძალიან აღელვებული იყო და მაგის ბრალია. იმის იქით წყენა აღარ გაგრძელებია. 

– თქვენ დაილაპარაკეთ ამ პროექტის შემდეგ ერთმანეთთან?

– კი, რა თქმა უნდა. 

– ანუ, მიშას წყენა აღარ აქვს?

– რა თქმა უნდა, როდესაც პროექტს ტოვებ, ხანდახან, შეიძლება, ნერვებმა გიმტყუნოს – ასეთი რამე ყველას შეიძლება მოუვიდეს.

– უსამართლობას არ ჰქონია ადგილი?

– ჯერჯერობით არ ჰქონია.

– ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა „ცეკვავენ ვარსკვლავების” ამ საკონკურსო დღეს და, არ შემიძლია, არ გადავამოწმო ერთი კომენტარი, კერძოდ, ითქვა, რომ ნოე სულაბერიძე მიშა მესხის პროექტიდან წასვლის ინციდენტს შეეწირაო. ეს სიმართლეა?

– არა, რა თქმა უნდა!

– ნოეს სულაბერიძე არის პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების” პროდიუსერი!

– ასეა.

 

скачать dle 11.3