კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლორის სამყაროში

კითხვა: სად შეიძლება მოვათავსო ქლოროფიტუმი?

პასუხი: ეს ოთახის მცენარე ძალიან პოპულარულია, მაგრამ, დაჩაგრულია, რადგან, გამოიყენება ჩაბნელებული ოთახის გასაფორმებლად. თუ სათანადო პირობებს შეუქმნით, ქლოროფიტუმი ორჯერ უფრო ლამაზი იქნება. შეგიძლიათ, ის დადგათ მაღალ ტუმბოზე, უმზეო ოთახში. 

კითხვა: ბარაქის ხე მილპება. რისი ბრალია?

პასუხი: საერთოდ, ეს არის ოთახის ერთ-ერთი ყველაზე გამძლე მცენარე. მისი მთავარი მტერი ზედმეტი წყალია. ალბათ, მორწყვა ბევრი მოგივიდათ, ამიტომ, წყალი შეუმცირეთ – იქნებ, გადაარჩინოთ. თუ გსურთ, რომ უხვად დაიტოტოს, ტოტებს წვეროები წააჭერით და მისი ფოთლებიდან მტვერი მოაშორეთ – ასე უფრო ლამაზი სანახავი იქნება.

კითხვა: როგორ გავახარო სპარსული ია?

პასუხი: სპარსული ია, ანუ, ეკზაკუმი, შეგიძლიათ, თესლით გაახაროთ: უნდა დათესოთ ადრიან გაზაფხულზე და შემდეგ გადარგათ. მართალია,  ახალგაზრდა ეკზაკუმი კოხტა და კომპაქტურია, მაგრამ, თანდათანობით იშლება და ფორმას კარგავს. ამიტომ, გირჩევთ, ზრდასრული მცენარე შეიძინოთ. 

კითხვა: რთული მოსავლელია თუ არა ჰოვეა?

პასუხი: ჰოვეა პალმის ერთ-ერთი სახეობაა, თუმცა, მასთან შედარებით ერთი დიდი უპირატესობა აქვს: ის ძალიან გამძლე მცენარეა და მოუვლელობასაც იტანს. იზრდება დაბალი ტენიანობის პირობებში. თუ მას სინათლეზე დადგამთ და ცოტათი დაატენიანებთ, უკეთეს ჰოვეას მიიღებთ.

კითხვა: ოთახის პირობებში ვზრდი ზეთისხილის ხეს, რომელმაც იყვავილა და შემდეგ ნაყოფი მოისხა. მაინტერესებს, შეიძლება თუ არა ამ ნაყოფის ჭამა?

პასუხი: ოთახის პირობებში გაზრდილმა ზეთისხილის ხემ დაყვავილების შემდეგ, შესაძლოა, მართლაც მოისხას მცირე ზომის ნაყოფი, მაგრამ, სპეციალური დამუშავების გარეშე მისი ჭამა არ შეიძლება.

კითხვა: როგორ უნდა მოვიქცე, რომ დეკემბერამ უხვად იყვავილოს?

პასუხი: ეს ჩვენთვის ნაცნობი კაქტუსი შლუმბერგერას ორი სახეობის ჰიბრიდია. მისი ღეროები ლამაზად დაკიდებული დიდი ზომის ყვავილებით ბოლოვდება. ბოტანიკოსებმა მრავალწლიანი შრომის შედეგად მიიღეს ახალი ფორმები წითელი, თეთრი, ვარდისფერი, ყვითელი და ნარინჯისფერი ყვავილებით. თუ ამ მცენარის უხვი ყვავილობა გსურთ, დასვენების პერიოდში აუცილებლად სიმშრალესა და სიგრილეში ამყოფეთ და დეკემბერა ლამაზი ყვავილებით გადაიშლება.

კითხვა: გამძლე მცენარეა თუ არა სოლია და როგორ პირობებში ხარობს ის უკეთ?

პასუხი: სოლია გამძლე მცენარეა და 2-3 გრადუს ტემპერატურასაც იტანს, თუმცა, მოსწონს მზის გულზე ყოფნა. ზაფხულში საკმარისია ოთახის ნორმალური ტემპერატურა, მიწა კი ტენიანი უნდა ჰქონდეს, ხოლო ზამთარში, როცა ტემპერატურა დაბალია, მორწყვაც უნდა შეამციროთ. ორ კვირაში ერთხელ ბალანსირებული თხევადი სასუქით მორწყეთ. დიდი მცენარე კარგად უნდა გასხლათ და გაზაფხულზე გადარგოთ, რათა კომპაქტურობა და სიჯანსაღე შეინარჩუნოს. მისთვის უკეთესია, თუ საკიდ კალათაში მოათავსებთ და ზამთრის ბაღში ჩამოკიდებთ.

 

скачать dle 11.3