კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას მიხვდა ირაკლი ვახტანგიშვილი პირველი კურსის პირველივე სემესტრში და როგორ შეიცვალა ამის შემდეგ მისი ცხოვრება

სცენარისტი, იუმორისტი... და, უბრალოდ, საინტერესო პიროვნება, ირაკლი ვახტანგიშვილი, ტელევიზიაში მოსვლამდე ფიზიკოსის კარიერაზე იყო ორენტირებული. თუმცა, როგორც ამბობს, პირველივე კურსის პირველივე სემესტრში მიხვდა, რომ სხვა სამყაროში მოხვდა და დაიწყო ახლის ძიება. ალბათ, ყველას აინტერესებს,  როგორ განვითარდა ამის შემდეგ მისი კარიერა და ცხოვრება  და, სად უფრო კომფორტულად გრძნობს ის თავს – კამერის წინ თუ კადრს მიღმა.

 

– ირაკლი, ალბათ, ძნელია მაყურებლის სიყვარულის მოპოვება. სულ ბეწვის ხიდზე უნდა იარო, რომ ზედმეტი არ მოგივიდეს, მით უმეტეს, როცა იუმორს ეხება საქმე. 

– დიახ, რა თქმა უნდა, ასეა. ვცდილობთ და, თუ გამოგვდის, რომ ბეწვის ხიდზე ვიაროთ და მაყურებელი არ გავაღიზიანოთ, ამაზე კარგი არაფერია.

– პროფესიით ვინ ხართ?

– პროფესიით ვარ ფიზიკოსი. 

– ანუ, კარგი მოსწავლე უნდა ყოფილიყავით.

– დიახ, ზომიერად ცელქი, მაგრამ, მთლიანობაში კარგი მოსწავლე ვიყავი. 

– როგორი ბავშვი იყავით, რა საჩუქარი გახარებდათ?

– საერთოდ, საჩუქარი ზოგადად მიყვარს. ნებისმიერი საჩუქარი მახარებს ახლაც და მახარებდა ნებისმიერ ასაკში: ბავშვობაში – კანფეტები; ცოტა მერე – სათამაშოები; მერე – უფრო პრაქტიკული ნივთები, ახლა კი ყველაფერი – კანფეტებიც, სათამაშოებიც და პრაქტიკული ნივთებიც (იცინის). 

– ოჯახზე მიამბობთ?

– მყავს მეუღლე და ორი შვილი. 

– როგორი მამა ხართ?

– მკაცრი, მაგრამ, ძალიან კარგი მამა ვარ. ვცდილობ, რომ უფრო კარგი ვიყო.

– რა ასაკის არიან ბავშვები?

– უფროსი, ნიცა, 3 წლისაა, ნიკო – 2 თვის.

– ესე იგი, გოგოზე მოდის მთელი სიმკაცრე.

– ასე გამოდის. მაბრაზებს, ცელქია. ისეთი მკაცრი კი არ ვარ... ჩვეულებრივად, რაც არ შეიძლება, ვუხსნი, რომ არ შეიძლება.

– მეუღლე რა პროფესიისაა და თუ აქვს მას ტელევიზიასთან კავშირი?

– მეუღლე, დადუნა, მხატვარია და ამჟამად ჩვენს სტუდიაში მუშაობს. გავიცანი „ღამის შოუს” სტუდიაში. 

– როგორი შეყვარებული იყო ირაკლი ვახტანგიშვილი?

– რა ვიცი, კარგი... დაფრინავდა... პრინციპში, ახლაც დაფრინავს. 

– ზოგი აღნიშნავს, რომ შეყვარებულობის წლები განსაკუთრებულია, მაგრამ, მეტი ხიბლი ემატება წყვილის ურთიერთობას თანაცხოვრების პერიოდშიო.

– რა თქმა უნდა, აუცილებლად. ერთიორად გაიზარდა ყველაფერი: გრძნობაც, ოჯახური თანაცხოვრებიდან მიღებული სიამოვნებაც. მე ძალიან კმაყოფილი ვარ და მომწონს.

– ტრადიციულად დაქორწინდით?

– არა, ვიქორწინეთ ძალიან მარტივად. ჩემი მანქანით მივედი, ჩამიჯდა გვერდით, წავედით და მოვაწერეთ ხელი.

– მაგას გაპარვა არ ჰქვია?

– არა. მშობლებმა იცოდნენ, უბრალოდ, ისინი სახლში დარჩნენ და ქეიფობდნენ.

– რაზე შეიძლება გაბრაზდეს ირაკლი?

– გაბრაზებით შეიძლება ყველაფერზე გავბრაზდე, კონკრეტულ მომენტს გააჩნია, მაგრამ, გაბრაზებული ვარ ყოველთვის ცოტა ხნით. ვერ ვიკავებ გაბრაზებას დიდხანს, არ შემიძლია, იმიტომ რომ, რაც უნდა მართალი ვიყო, რომ გავბრაზდი, ამ ჩემი გაბრაზებით ვიღაცას ხომ ვაწყენინე?! არ შემიძლია, რომ ვიღაცას ვაწყენინო. როცა ვბრაზდები, ხმას ვუწევ და მკაცრი ვარ, თუმცა, გაბრაზება ეგრევე გადამდის. არ მიყვარს გაბრაზება და არ მიყვარს დაძაბული ფონი არანაირ შემთხვევაში და არსად.

– ვისგანაც კი ინტერვიუ ავიღე, თქვენი ტელევიზიის სახეებისგან, ყველას საქმიანობის მიღმა თქვენი ოთხეულის შრომა იკვეთება და, მათ შორის, ყველაზე აქტიურად – თქვენი: ირაკლი დამეხმარა, ირაკლიმ მირჩია...

– ყველას ფუნქცია ეგ არის ამ ტელევიზიაში, ჩვენ ძალიან პატარა ტელევიზია ვართ და, ჯერჯერობით, „ყველა ყველაფერს ვაკეთებთ” ჰქვია ამას, როგორც სცენარში, ისე სხვა მხრივ დახმარება, პროდიუსერობა თუ რაც საჭიროა.

– თქვენ ყველაზე კარგად რა გამოგდით?

– ეს სხვამ უნდა თქვას (იცინის). ეკრანზე გამოჩენა არ არის ჩემი კოზირი, ჩემი კოზირია კამერის მეორე მხარეს ყოფნა. იქნება ეს სცენარი თუ, უბრალოდ, გადაღების პროცესში მონაწილეობის მიღება – ამას მნიშვნელობა არ აქვს. კადრს მიღმა უფრო კომფორტულად ვარ და, ვფიქრობ, უფრო პროდუქტიულიც. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ კამერის წინ არ გამომდის მუშაობა.

– საინტერესოა, როგორ მოხვდით ტელესივრცეში ფიზიკოსი კაცი? 

– უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე, სხვათა შორის, ჩავაბარე უგამოცდოდ. იყო რაღაც მოსამზადებელი კურსი – ფიზიკის ფაკულტეტს ჰქონდა, სადაც მივედი მეთერთმეტე კლასის პარალელურად, რის შემდეგაც იყო გამოცდები ფიზიკასა და მათემატიკაში. ვინც კარგ ქულებს მოაგროვებდა, უგამოცდოდ სვამდნენ ფიზიკის ფაკულტეტზე. მე კარგად ჩავაბარე. სკოლა რომ დავამთავრე, ფაქტობრივად, ერთ კვირაში უკვე სტუდენტი ვიყავი, ანუ, მისაღები გამოცდები არ გამივლია. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკა ძალიან მიყვარდა და, პრინციპში, ახლაც მიყვარს, პირველივე კურსის პირველივე სემესტრში მივხვდი – რომ მთლად ჩემს სამყაროში ვერ მოვხვდი, ეტყობა სხვა რაღაცას ველოდი და სხვა დამხვდა. არ ვიცი, ეს ჩემი ბრალია თუ რეალობის. ამიტომ, სხვა გზების ძებნა დავიწყე, რომ რაღაცა მეკეთებინა. ამ ძიებაში აღმოჩნდა, რომ უნივერსიტეტში არსებობს ძალიან კარგი „მხიარულთა და საზრიანთა კლუბი,” „კავეენს” რომ ეძახიან და იქ დავიწყე ჩემი ძალების მოსინჯვა. ნელ-ნელა მივხვდი, რომ ჩემს ადგილზე ვიყავი. მერე უნივერსიტეტის ნაკრებმაც რაღაც გარკვეულ წარმატებებსაც მივაღწიეთ დსთ-ს მასშტაბით. ამასობაში, ჩემი მეგობრები გახდნენ ირაკლი კაკაბაძე და ვანო ჭელიძე. „რუსთავი 2-ში“ მაშინ კეთდებოდა „ჩვენი ეზო” და მიხვდნენ, რომ რაღაცა მეც შემიძლია. მერე დათო გოგიჩაიშვილი ჩამოვიდა ამერიკიდან და ჩამოიტანა პროექტი – „ღამის შოუ”. როცა იკითხეს ვის შეუძლია წერა და ვინ მომეხმარებაო, ერთ-ერთი მეც აღმოვჩნდი მათ შორის. ეს იყო 2003 წელს. მაშინ დავიწყეთ და მოვდივართ აქამდე. ვფიქრობ, აბსოლუტურად ჩემს ადგილზე ვარ და ჩემს სამყაროში.

– სულ ძიების პროცესში ხართ.

– გვიწევს, სამსახური და ჩვენი პროფესია ასეთია, რომ სულ რაღაც უნდა ვეძებოთ, რაღაცა ახლისკენ და წინ-წინ უნდა ვიაროთ. ეს ძალიან საინტერესოა ჩემთვის.

– არა დამღლელი?

– დაღლა არ არის ცუდი. სასიამოვნოდ დაღლა ძალიან კარგია.

– „ოთხი ოთხზე” მინდა გკითხოთ: როგორ მოვიდა იდეა, რომ თქვენ ოთხნი დაესვით ეთერში?

– რაღაც ახლის გაკეთება გვინდოდა. ვიფიქრეთ, რა გავაკეთოთ ისეთი, სადაც, შეიძლება, რომ ნაკლები რესურსი დაიხარჯოს და გადაცემა გამოვიდესო. მივედით იქამდე, რომ რაღაც ცოცხალი და ექსპრომტი იუმორი ყოფილიყო. ბევრი ადამიანი გამოვცადეთ და ბოლოს ეს ოთხეული შემოვრჩით. 

– რაზე ეცინება ყველას?

– ყველას ეცინება უბოროტო და ჯანსაღ იუმორზე, როცა ვიღაცას არ ვნებ, შეურაცყოფას არ აყენებ. ბევრი თემაა ასეთი, საყოფაცხოვრებო – გადასახადები, მეზობლობა, მეგობრობა, სუფრა.

– მინდა, „TV 11-ის” ფორმატს გადავავლო თვალი, სადაც ბევრი ყოფითი პრობლემა კარგადაა დაჭერილი, მაგალითად, რძალ-დედამთილის,  ცოლ-ქმრის, „ქართველი ვაჟკაცის”… ვინ მუშაობს ამ თემებზე?

– ჩვენ, სცენარისტების ჯგუფი. ეს ის თემებია, რომლებსაც არ სჭირდება ჩაჭერა, ან ძებნა, ეს თემები დევს. გადავწყვიტეთ: რადგან ეს თემები დევს, ამიტომ, ჩვენ ავიღოთ და ამაზე ვიხუმროთ. აღმოჩნდა, რომ ბევრს ძალიან მოსწონს, თუმცა, ზოგი ღიზიანდება. ნებისმიერ თემაზე შეიძლება არსებობდეს ორი აზრი: ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას – არა. მაგრამ, მთავარია, უმრავლესობას მოსწონდეს, თორემ უარყოფითი და მოწინააღმდეგე ყოველთვის ყველაფერს ეყოლება.

– დასვენებას, როგორ აპირებთ?

– არ ვიცი, თუმცა, ძალიან მინდა, რადგან, ბავშვების გამო ორი წელი ვერ დავისვენე. უფროსი პატარა იყო, ახლა მეორეა პატარა... 

 ვფიქრობთ, რომ წელს მაინც დავისვენებთ და აღვიდგენთ ძალასა და ენერგიას.

– სად წახვალთ?

– რა თქმა უნდა, ყოველთვის ფიქრობ, რომ წახვალ ქვეყნის გარეთ და ზღაპრულად დაისვენებ, მაგრამ, ბოლოს ისევ ქობულეთი ან ბათუმი შეგრჩება ხელში, თუმცა… ვნახოთ, იმედია, გამომივა კარგი დასვენება.

 

скачать dle 11.3