კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის გამო გაიმეტა მოსაკლავად მეგობრები ჩელემ და ვინ დატოვებს ცოტა ხანში მას „ტრუსიკ-მაიკის“ ამარა

იშვიათად მინახავს ადამიანი, რომელიც თავის ოთხფეხა მეგობრებს შვილებივით უვლიდეს, ეფერებოდეს და ყველა „კაპრიზს” უსრულებდეს. სწორედ ასეთია ჩელე, იგივე დათუნა გელაძე, რომელიც საზოგადოებამ მისი თბილი, უშუალო ბუნებით გაიცნო და შეიყვარა. წარმოიდგინეთ, სახლში ორი ტაქსას ჯიშის, მოცუცქნული ლეკვი და მათი უსაყვარლესი დედა-ტაქსა ჰყავს.  ახლა კი, კიდევ ერთი ძაღლის „შვილებასაც” გეგმავს. როგორც ამბობს, ეს არსებები მისთვის ძალიან ძვირფასია, მათი მოვლა სიამოვნებას ანიჭებს და ვერავის მისცემს უფლებას, მის ოთხფეხა მეგობრებს, თუნდაც წარბაწეული მზერა გააყოლოს.

 

ჩელე: ბავშვობაში კატები მყავდა, მაგრამ რომ გითხრა, მათზე ისე ვზრუნავდი, როგორც ჩემს ახლანდელ შვილობილებზე-მეთქი, მოგატყუებთ. ბოლოს, ერთი კატა მყავდა, სახელად „ფეფო”. საწყალს მანქანამ დაარტყა და მოკვდა. ეს ნამდვილი ტრაგედია იყო ჩემთვის. ჩემს ვეტერინარ მეგობარს დავურეკე და დამწუხრებულმა შევჩივლე: ასე დამემართა-მეთქი. მირჩია, ერთი თვის ტაქსა რომ იყოლიო და გაზარდო, არ გინდაო? აი, სწორედ აქედან დაიწყო, ჩემი და „ლილუს” მეგობრობა. „ფეფოს” ტკივილი, ლილუმ გადამატანინა და ახლა მაგარი საჩუქარიც გამიკეთა – ორი უსაყვარლესი, ლეკვი, ცუგრიკო მაჩუქა. 

– ლეკვებს რა დაარქვი?

– ორივეს ერთნაირი სახელი დავარქვი – „სუსუ.” რომ დავუძახებ, ორივე ერთად მორბის და არ მჭირდება ცალ-ცალკე დაძახება. საქმე გავიიოლე. ვხუმრობ ხოლმე, ლილუ ჩემი შვილია და რა ადრიანად გამხადა ბაბუა-მეთქი (იცინის). სხვათა შორის, იცით, რა მაგარი მამა ჰყავთ ჩემს შვილიშვილებს? მოკლედ, ჩემი სიძეა, საბურთალოელი, კარგი ტიპი-ბიჭი, ყავისფერი ტაქსა „პეპე”. კარგი სიძესიმამრობა გვაქვს. რომ დამინახავს, ისე ცუცნდრუკებს, ვხვდები, ძალიან უხარია ჩემი ნახვა. ორი წელია, რაც ლილუ ჩემი სახლის ბინადარი და ოჯახის წევრი გახდა და ისე „ვრეკავ,” რომ მის გარეშე ვეღარც წარმომიდგენია ცხოვრება. ასე შემეყარა ძაღლომანია, რომელიც ძალიან კარგად მოვირგე და ისეთი ყურადღებიანი, თბილი პატრონი და მომვლელი ვარ, ბარე ორი ვერ დაიკვეხნის. ლილუს და ჩემი გაცნობა კურიოზით დაიწყო. რომ მივედი სანახავად, ჩემი ახლანდელი მეუღლე და მაშინ შეყვარებულიც გავიყოლე. რომ დავინახეთ, მოგვეწონა, ხელში ავიყვანეთ და ვეფერეთ. ესეც გათამამდა, ჩემს შეყვარებულს კისერზე ააბობღდა და არ გაუშვა პირდაპირ კისერში? (იცინის) ისე შემიყვარდა პირველივე დანახვისას, რომ სოფოს კისერში ჩაფსმაც კი ვაპატიე, არ გავბრაზებივარ. დღესაც სულ ვეფერები, ლმობიერი ვარ ამათ მიმართ, ვერიდები დაყვირებას.  სხვათა შორის, ძალიან განვიცადე ლილუს მშობიარობა. ისეთი განცდა მქონდა, თითქოს, ნამდვილად ბაბუა ვხდებოდი.

– ახლა, არ მითხრა, მის მშობიარობასაც დავესწარიო.

– მინდოდა, მაგრამ ვერ შევძელი. მეგობარმა ვეტერინარმა ამშობიარა, საკეისრო კვეთა ჩაუტარა და მან მითხრა: შენ არ შემოხვიდე, ცუდად არ გამიხდე, ვერ გაუძლებო. ვიდექი კორიდორში და ისე განვიცდიდი მის მშობიარობას, როგორც ნამდვილი მამა. ისეთი კარგი გრძნობაა მრავალშვილიანობა, რომ უახლოეს მომავალში, კიდევ ვაპირებ ერთი გერმანული ჯიშის ძაღლის აყვანას, რომელიც საკმაოდ დიდი იზრდება. მერე კი გავჩერდები. ისიც ლეკვია და ჯერ ლილუ მიხედავს, გაზრდის. მერე კი ის იზრუნებს ლილუზე. იმდენი ცხოველი უნდა გყავდეს, რამდენსაც მოუვლი. მე ამათ სიამოვნებით ვუვლი და მოვუვლი. უნდა ნახოთ, სახლში რომ ვბრუნდები, რა რეაქცია აქვთ, ამ საყვარლებს, სიხარულისგან ჩაფსმამდე მიდიან (იცინის). ღამით კი, საწოლში, სამივე ჩემს ფეხებთან წევს და ისე ვიძინებთ. არანაირ დისკომფორტს არ მიქმნიან. არც ბეწვი სცვივათ, ცოტას ჭამენ და არიან ძალიან მოსიყვარულეები ჩემს მიმართ. მეტი რა მოვთხოვო ამ ცუცქნებს? ჩემი რემონტი ამათ ცელქობას შეეწირა, მაგრამ არც კი მისაყვედურია მათთვის. ჯერ პატარები არიან და რა მოვთხოვო? არ დამავიწყდება, გავარემონტე ბინა და ლილუ დავტოვე სახლში. რომ დავბრუნდი, შპალერი არ დამხვდა კედლებზე. რას იზამ? მოსწყინდა მარტო და იცელქა. ახლა კი სუსუები აგრძელებენ დედის დაწყებულ საქმეს და ემტერებიან ჩემს რემონტს. 

– შენს ნივთებს არ იპარავენ და აფუჭებენ?

– როგორ არა! ამათი გადამკიდე, ერთ დღესაც, თუ ტრუსიკ-მაიკით მიხილეთ, არ გაგიკვირდეთ (იცინის). ჩემს ნასკებს და ჩუსტებს იპარავენ, ღრღნიან და ჭამენ. ჩემს „კარლიკებს” ფულიც უყვართ, ოღონდ ხურდა კი არა, მსხვილი კუპიურები, ორმოცდაათ ან ოცლარიანი. ვხუმრობ ხოლმე, ერთი ყულაბა უნდა ვუყიდო, რომ ფულის ყადრი იცოდნენ, არ შეჭამონ და იქ დააგროვონ-მეთქი. ერთხელ, ჩემი მეგობარი დარჩა ჩემთან და დილით რომ წავიდა, მერე დამირეკა: პატრულმა გამაჩერა, მართვის მოწმობა აღარ მიდევს ჯიბეში და აბა, კარგად მოძებნე, მანდ ხომ არ დამივარდაო. ეგრევე მივხვდი, ლილუს თათი ერია ამ საქმეში. მოკლედ, მოუპარავს და შუაზე გაუგლეჯია. ასე რომ, თუ ერთ დღესაც, ჩემი ტაქსა საჭესთან სხვისი, მოპარული მართვის მოწმობით იხილეთ, არ გაგიკვირდეთ. სიგარეტიც უყვარს, იპარავს, ნამცეცებად აქცევს და ოთახში, ყველგან ყრის. შეიძლება, საწოლში ჩამილაგოს ნაგავი. მერე მელოდება, მაკვირდება, რა რეაქცია მექნება და კმაყოფილია, რომ ვნახულობ და ვბრაზობ (იცინის). 

– ესე იგი, შენთან სტუმრობა სახიფათოა.  გაქურდული და უფულო გამოხვალ ბინიდან, ანდა მართვის და პირადობის მოწმობის გარეშე?

– ასე გამოდის (იცინის). სხვათა შორის, ბავშვები უყვართ ლილუსაც და სუსუებსაც. დაუჯდებიან გვერდით და მათთან ერთად თამაშობენ. მათ გვერდით ყოფნით ხვდები, რომ უყვარხარ, შენიანია, ერთგულია და გული შესტკივა შენზე. 

– ძალიან ყურადღებიანი ხარ მათ მიმართ. დავიჯერო, ასეთი ცელქები, ერთხელაც არ გაპარულან სახლიდან?

– გაპარვით არა, მაგრამ ლილუ მყავდა მეგობრის „დაჩაზე” წაყვანილი. საქმე გამომიჩნდა, მე წამოვედი და ჩემი ძაღლები მათ მივაბარე. კაკლის ჩრდილში ნებივრობდა ლილუ და ეტყობა, მოსწყინდა, გაიპარა და დაიკარგა. ამას მე როგორ მეტყოდნენ? ხომ დავხოცავდი? თურმე, ენაგადმოგდებულები ეძებდნენ. ბოლოს, როგორც იქნა, იპოვეს და გადარჩნენ ჩემი ხელით დახოცვას. ზოგადად, ყველა ცხოველი მიყვარს და ვერ ვიტყვი: ფუ, ეს რას ჰგავს-მეთქი. ამას წინათ, აივანზე ვიდექით მე და ლილუ. გამვლელმა ტიპებმა ამოხედეს და ზიზღით თქვეს: ფუ, რას ჰგავსო. ათი წამი „ვიდუღე”, ბოლოს ვერ მოვითმინე და ისეთი გინება ავუტეხე, სულ მოვუკითხე კეთილ-კარგები. ახლა, ცხოვრებაში აღარ იტყვიან მსგავს რამეს. ზოგი ცხოველი კი ისეთი აგრესიულია, თუ საფრთხე იგრძნო, არ დაგინდობს. არ დამავიწყდება, გურიაში ვიყავი და გოჭებს მოვეფერე. გავიხედე, დედა ღორი არ გამოვარდა?! ძაღლივით იყეფებოდა და თან, ჩემკენ გამორბოდა. ალბათ, იფიქრა იმ ღორ-ძაღლამ, შვილებს ვპარავდი და იმდენი მარბენინა, ძლივს გადავურჩი დაგლეჯას. კარგა ხანი ღორების მეშინოდა ერთხელ კი, მამალი შემომაკვდა. არ მინდოდა მისი სიკვდილი. რომ აიფოფრა, თავი დავიცავი, ჯოხი მოვუქნიე და კისერი დააგდო. ეს ცოდვა კარგა ხანს არ მასვენებდა. ახლახან, ერთი იდეა გამიჩნდა, გადავწყვიტე, ჩამოვაყალიბო ორგანიზაცია, რომელიც ინადირებს მონადირეებზე.

– ეს როგორ გავიგოთ?

– მონადირეები ხომ „კაიფობენ” ცხოველების მოკვლით, ჰოდა, კარგი იქნება, ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებულმა ადამიანებმა, მათზე რომ „იკაიფონ”?! ასე რომ, ვფიქრობ, ჩემს ორგანიზაციაში, ბევრი გაწევრიანდება, ვიქნებით არმია  და დავიცავთ ცხოველთა უფლებებს.

 

скачать dle 11.3