დაბალანსებული დიეტა
ეს დიეტა 4-კვირიანია. წინა ნომერში თქვენ გაეცანით მის პირველ კვირას. ახლა კი გთავაზობთ გაგრძელებას.
მეორე კვირა
საუზმე – მთელი კვირის განმავლობაში, ყოველ დილით, 1 ცალი კვერცხი და ნახევარი ფორთოხალი ან გრეიპფრუტი.
ორშაბათი
სადილი – 1 ცალი მოხარშული კვერცხი, უმი ბოსტნეულის სალათა.
ვახშამი – მოხარშული ხორცი, 1 ცალი ფორთოხალი ან გრეიპფრუტი.
სამშაბათი
სადილი – უცხიმოდ შემწვარი მჭლე ხორცი (ცხვრისა და ბატის გარდა), უმი ბოსტნეულის სალათა.
ვახშამი – 1 ცალი მოხარშული კვერცხი, 1 ცალი ფორთოხალი ან გრეიპფრუტი.
ოთხშაბათი
სადილი – უცხიმოდ შემწვარი მჭლე ხორცი, კიტრი.
ვახშამი – 1 ცალი მოხარშული კვერცხი, 1 ცალი ფორთოხალი ან გრეიპფრუტი.
ხუთშაბათი
სადილი – 1 ცალი მოხარშული კვერცხი, უცხიმო ყველი, მოხარშული ბოსტნეული.
ვახშამი – მოხარშული ხორცი, უმი ბოსტნეულის სალათა.
პარასკევი
სადილი – უცხიმოდ შემწვარი თევზი ან კრევეტები და პომიდორი, 1 ცალი ფორთოხალი ან გრეიპფრუტი.
ვახშამი – ხილის ასორტი.
შაბათი
სადილი – მოხარშული ხორცი და პომიდორი; ფორთოხალი ან გრეიპფრუტი.
ვახშამი – ხილის ასორტი.
კვირა
სადილი – კანგაცლილი ქათმის ხორცი (მოხარშული ან უცხიმოდ შემწვარი), პომიდორი, მოხარშული ბოსტნეული; 1 ცალი ფორთოხალი ან გრეიპფრუტი.
ვახშამი – იგივე, რაც სადილი.
(შესწორება: წინა ნომერში, დიეტის პირველ კვირაში გაიპარა უზუსტობა: ნაცვლად სიტყვისა – „ტოსტი“, დაბეჭდილია – „ტორტი“).