კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამი და ევა

კონსტრუქციულად,

ნაბიჯ-ნაბიჯ...

 

ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ურთიერთობაში ლიდერი ხდება ის, ვინც უფრო დიპლომატია. ქალები უკეთ უნდა ვფლობდეთ ამ ხელოვნებას, მაგრამ, უფრო ხშირად გამოუსწორებელ შეცდომებს ვუშვებთ. ერთ-ერთი მთავარი შეცდომა პარტნიორის გადაკეთების სურვილია. ყველაზე დიდი და სერიოზული კონფლიქტები სწორედ აქედან იწყება. თუმცა ცხოვრების თანამგზავრის „გადაკეთება“ რეალურად შესაძლებელია, მაგრამ, ძალიან რთულია და, ისევ და ისევ დიპლომატია თუ გიშველით.

დაიწყეთ იმით, რომ წამოიწყეთ საუბარი იმაზე, რაც რეალურად გაწუხებთ, მაგრამ, ყოველგვარი საყვედურის, ირონიული შენიშვნის, ბრალდების გარეშე. პრეტენზიული ტონიც არ უნდა გქონდეთ. არც იფიქროთ მისი გაყრით ან სახლიდან წასვლით შეშინება. მამაკაცი თითქმის ყოველთვის დარწმუნებულია საკუთარ სიმართლეში. ის ფიქრობს, რომ მარტო არ დარჩება და ყოველთვის იპოვის თქვენს შემცვლელს. მიაღწიეთ საწადელს ტკბილი სიტყვითა და მოფერებით. ხშირი შექება საუკეთესო იარაღია. ნუ დაგეზარებათ, წაახალისოთ. რაც არ უნდა გააკეთოს, თუნდაც უმნიშვნელო რამ, აუცილებლად აღნიშნეთ და შეაქეთ. სასურველია, თუ ამ შექების დროს მოწმეებიც იქნებიან, მაგალითად, მისი მეგობრები, თქვენი ახლობლები... მთავარია, მამაკაცი დაარწმუნოთ, რომ გულწრფელად ხართ მისით აღფრთოვანებული – მერე უკვე ბევრ რამეზე დაგეთანხმებათ.

 

გადამდები პოზიტივი

 

ადამიანური სიკეთე – ერთი შეხედვით ამაში არაფერია განსაკუთრებული, თუმცა დღეს ეს მაინც გვიკვირს. საქმე ისაა, რომ სიკეთე მარტო არ „დადის“ – სიკეთეს ყოველთვის თან სდევს ხასიათის სირბილე და სინაზე. ეს ერთი მთლიანობაა. მამაკაცები ქალში ჯერ სიკეთეს და სინაზეს ანიჭებენ პრიორიტეტს, მერე უკვე სილამაზეს. თუმცა, შესამჩნევი უპირველესად სილამაზეა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ გადამდები პოზიტივი სიკეთეა და არა სილამაზე. მამაკაცებისთვის „კარგი“ და „კეთილი“ საერთოდ სინონიმებია. არსებობს კიდევ ერთი მთავარი ნიუანსი:  თუ სხვების მიმართ კეთილი არ ხარ, ვერც საკუთარი თავის მიმართ იქნები ნაზი, მიმტევებელი და კეთილი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე, ან საკუთარი თავი უნდა გეცოდებოდეს. პირიქით, სწორედ ამის გაკეთება არ არის საჭირო. ქალები ბუნებით მებრძოლი და უფრო ქმედებისკენ მიდრეკილი არსებები არიან, ვიდრე მამაკაცები. დიახ, სწორედ მამაკაცებს ახასიათებთ იმედგაცრუება, გულგატეხილობა, ხელის ჩაქნევა და უბედობაზე წუწუნი. ქალის ფსიქოლოგიის მკვლევრები ერთხმად ამტკიცებენ, რომ თუ ქალი საკუთარ თავს შეიცოდებს და წაიტირებს, მხოლოდ იმიტომ, რომ მეორე წუთს ახალი ენერგიით აივსოს პრობლემის ეფექტური გადაჭრისთვის... კიდევ, გადაწყვეტილება, რომელსაც ქალი საკუთარი თავის შეცოდების შემდეგ მიიღებს, ორმაგად უფრო შემოქმედებითი და სიტუაციის ადეკვატური იქნება. ყოველ შემთხვევაში, ქალს თითქმის ყოველთვის ყოფნის ძალა, მტკივნეული მარცხის შემდეგაც გააგრძელოს ცხოვრება...

 

სადავო სილამაზე...

 

დაკვირვებიხართ, როგორი გარეგნობა ჰქონდათ გასული საუკუნის ლამაზმანებს?! – დღეს ზოგიერთი მათგანის მშვენიერება, შეიძლება, სადავოც კი იყოს. დიახ, სილამაზეც განიცდის ტრანსფორმაციას. ის იცვლება... დღეს ვის მოეწონება პუტკუნა და ქათქათა გოგო, წითელი ლოყებითა და გრძელი ნაწნავით?! სექსუალურ ქალად გარუჯული სხეული, წვრილი წელი და სიგამხდრე აღიქმება. ცოტათი ავადმყოფური, „გაცრეცილი“ გარეგნობაც ძალიან მოდურია და რაც მთავარია – ინდივიდუალიზმი. რაღაცით მაინც არ უნდა ჰგავდე სხვას. სხვათა შორის, ძველი კრიტერიუმი სილამაზის შეფასებისა, ბევრად მარტივი იყო. ძველი დროის ლამაზმანები ძირითადად ერთმანეთს ჰგვანან. ახლაც ასეა? – სულაც არა. შეიძლება, ქალის გარეგნობა არ აკმაყოფილებდეს არანაირ პარამეტრს, მისი ფიზიკური მონაცემები არ ჯდებოდეს სტანდარტებში, მაგრამ მაინც ძალიან, ძალიან ლამაზი იყოს.. ანუ, ამით იმის თქმა გვინდა, რომ ყველას შეუძლია იყოს ლამაზი, მათ შორის, თქვენც. მთავარია, დაინახოთ საკუთარი ღირსებები და ისწავლოთ მათი წარმოჩენა. ჩვენ ხომ სხვა გზა არც გვრჩება – უნდა ვიყოთ ლამაზები. ვინმესთვის კი არა, ისევ და ისევ საკუთარი თავისთვის... როცა ფიქრობ, რომ ლამაზი ხარ, ხდები თავდაჯერებული და ახერხებ იმას, რომ ექცევი მამაკაცებისა და არა მხოლოდ მათი ყურადღების ცენტრში... ეს კი ის არის, რაც ქალებს ყველაზე ძალიან მოგვწონს...

 

ტრადიციულობა და ხასიათი

 

თანაგრძნობის უნარი, განცდა იმისა, რასაც სხვა განიცდის, მაქსიმალური ყურადღება სხვა ადამიანის მიმართ, ზოგჯერ სრულიად დაუმსახურებლად, მხარში დგომა მაშინ, როცა ყველაზე ძალიან გჭირდება – ეს ქალის დამახასიათებელი თვისებებია. მამაკაცები აუცილებლად გააპროტესტებენ ამას და შემოგვედავებიან: როგორ, ჩვენ თანაგრძნობა არ შეგვიძლიაო?!

დამშვიდდით. თანაგრძნობა ძლიერ სქესსაც შეუძლია, მაგრამ ისე უანგაროდ, თავდადებით, გულწრფელად და ზოგჯერ სრულიად გაუაზრებლად, როგორც ამას ქალი აკეთებს, მამაკაცი ვერასოდეს შეძლებს. თუმცა, ქალს ასევე, შეუძლია – ზუსტად ისე, როგორც მამაკაცს, ბოლომდე გაუკეთოს იგნორირება ადამიანს, რომელიც მას თავს მოაბეზრებს. თუ მოთმინების ძაფი გაუწყდება, ადგება და იტყვის: „ეს ჩემი პრობლემა არ არის“ და ზურგს შეაქცევს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ხასიათისთვის ასეთი ქცევა უცხოა. სხვათა შორის, ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ქალისთვის გულგრილობა დღეს ძალიან აუცილებელია. მას უკვე იმდენი საქმე და იმხელა პასუხისმგებლობა აქვს, ყველას ვერ ეყოფა. ზედმეტი გულკეთილობა კი თანამედროვე ქალისთვის ფუჭი ბარგია.  ის არ „ჯდება“ ჰიპერაქტიური, საქმიანი, მოუცლელი ქალის იმიჯში... უკეთესია, ქალებმა გავააქტიუროთ ისეთი თვისებები, როგორიც არის წარმატებისკენ ლტოლვა, ოპტიმიზმი, მიზანდასახულობა. აჯობებს, ვიაროთ მაღლა აწეული თავით და თავდაჯერებული ღიმილით... იმათ, ასეთები ვუნდივართ და ვჭირდებით...

 

არც მთლად მართალი...

 

მამაკაცებისგან ხშირად გაიგებთ საყვედურს – ქალებმა ქალურობა დაკარგესო. ეს არ არის მართალი. ქალები, როგორც არასდროს, ისე ზრუნავენ საკუთარ ქალურობაზე. მართალია, ზოგიერთი არასწორად, მაგრამ ეს არ არის მთავარი – მთავარია, რომ სურვილი, იყოს ქალური, პრაქტიკულად, ყველა ქალს აქვს. ახლა რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქალურობა არ მიიჩქმალოს და ძლიერი სქესისთვის თვალსაჩინო გახდეს... იცვლება ურთიერთობები ადამიანებს, შესაბამისად, ქალებსა და მამაკაცებს შორისაც. ამ ყველაფერს გარემო პირობები განაპირობებს. ბუნებრივია, რომ ჩვენ ვერ დავრჩებით ისეთებად, როგორებიც ვიყავით ადრე. თუმცა, სრულიად ვინარჩუნებთ ძირითად ქალურ ღირსებებს, რაც აუცილებელია ჩვენი სქესის იდენტიფიკაციისთვის. ანუ, რამდენიც უნდა გვისაყვედურონ, რომ ქალურები ნაკლებად ვართ – მაინც ყოველთვის დავრჩებით ნაზ, მომხიბვლელ არსებებად რთულ, მაგრამ მშვენიერებით სავსე სამყაროში... სილამაზე ისედაც პირობითი ცნებაა და ვერავის შეედავები, რატომ არ მიაჩნია ლამაზი ლამაზად... მაგრამ, არსებობს საერთო კრიტერიუმები და სანამ ქუჩაში ისევ გვაყოლებენ თვალს მამაკაცები, მტკიცდება ის, რომ მამაკაცების წუწუნი ჩვენს ქალურობასთან დაკავშირებით, არ შეესაბამება სიმართლეს...

скачать dle 11.3