კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ ვარგა ჯიბეებში ხელებჩაწყობილი დიდხანს დგომა და რაზე მეტყველებს ონკანიდან წყლის წვეთ-წვეთად ჟონვა

თუ სახლში შესვლისთანავე ცუდ განწყობაზე დგებით, უფულობა და უიღბლობა გახსენდებათ და ყოველ წვრილმანზე ნერვები გეშლებათ, ნუ შეაწუხებთ წუწუნითა და ბუზღუნით სხვებს, ამას ჯობია, დაფიქრდეთ და გამოსავალი თავადვე მოძებნოთ.

როგორც პარაფსიქოლოგი, ქალბატონი ნინო ამბობს, უიღბლობასა და ცუდ განწყობას ადვილად დააღწევთ თავს. ასევე, საკუთარი ძალებითვე შეძლებთ მატერიალური კეთილდღეობის მოპოვებას, თუ საცხოვრებელს სწორად მოაწყობთ.

 

ნინო: სახლი ის ადგილია, სადაც სულიერ განტვირთვას, ძალების მობილიზებას, დასვენებასა და სიმშვიდეს ვპოულობთ. თუმცა, ბევრს, ზღურბლს გადააბიჯებს თუ არა, მაშინვე ახსენდება უიღბლობა და პრობლემები. არადა, სახლი თანამედროვე ადამიანისთვის არა მარტო საცხოვრებელი ადგილი, არამედ, წინასწარმეტყველური მინიშნების საშუალებაცაა. ყველამ ისე უნდა მოაწყოს საცხოვრებელი, რომ თავი კომფორტულად და ენერგეტიკულად დაცულად იგრძნოს. ისიც მართალია, გემოვნებაზე არ დავობენო, მაგრამ, მერწმუნეთ, ყველაზე მეტად სწორედ ეს არის სადავო საკითხი. თუ ადამიანის ემოციები და გუნება-განწყობა უარყოფითი ენერგიით არის დამუხტული, ამას სახლიც გრძნობს და, შესაბამისადაც რეაგირებს. ამიტომ ვურჩევ ყველას, ცუდი განწყობა და უგუნებობა სახლის კარს იქით დატოვონ და შინ ხალისითა და ღიმილით შეაბიჯონ. ასევე, გირჩევთ, გაითვალისწინოთ ის მინიშნებები, რომლებიც უბარაქობას იწვევს.

– კონკრეტულად, რისი გათვალისწინებაა საჭირო ამისთვის, იქნებ დაგვიკონკრეტოთ და გვასწავლოთ?

– მაგალითად, თუ გსურთ, ფული არ გამოგელიოთ ჯიბიდან, ნუ ჩაიყოფთ შარვლის უკანა ჯიბეებში ხელებს და ასე ნურც ივლით და ნურც დადგებით დიდხანს. თუ ონკანიდან წყალი წვეთ-წვეთად ჟონავს, ამას თქვენი ოჯახის ბარაქაც ასევე ნელ-ნელა გაჰყვება თან, ამიტომ, სასწრაფოდ მოაწესრიგეთ ეს პრობლემა. ასევე, არ დადოთ ჩანთა, გასაღები და ცარიელი ბოთლი მაგიდაზე მზის ჩასვლის შემდეგ, არც ნაგავი გადაყაროთ და არც სახლი გამოგავოთ. 

– გეთანხმებით, ეს რჩევები არც ისე რთული შესასრულებელია, მით უმეტეს, თუ იცი, რომ ამით უბარაქობას აირიდებ თავიდან, მაგრამ, დავიჯერო, ეს ყოველთვის შედეგიანია?

– დამიჯერეთ, სამყაროში თითოეულ ქცევას თავისი შედეგი მოაქვს. მინდა, აქვე გითხრათ ისიც, რომ კარმული ჩავარდნის პერიოდში ადამიანი უბარაქობის მსხვერპლი ხდება, შემდეგ კი აუცილებლად დგება კარმული აღმასვლის პერიოდი და სიტუაციაც გამოსწორდება. კარმული დაღმასვლის პერიოდში მეტად აკონტროლეთ სიტყვები, აზრები, ფინანსები და სურვილებიც კი. როცა მოზღვავებულ ენერგიას გრძნობთ, ეს აღმასვლის კარმული პერიოდია და ის მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ წარმატების მისაღწევად. კოსმოსში ადამიანი საკუთარი თავისა და ბედის პროგრამას კარმული დაღმასვლის დღეებში გზავნის. სწორედ ამიტომ გითხარით, რომ ამ დროს მეტად ყურადღებით უნდა იყოთ და მეტი სიფრთხილით უნდა გაიაროთ ეს პერიოდი.

– ქალბატონო ნინო, თუ არსებობს რჩევები ეზოთერიკაში, რომელიც ადამიანს წარმატების მიღწევაში ეხმარება და ამ მხრივ საქმეს უიოლებს?

– რასაკვირველია, არსებობს, მაგრამ, გაითვალისწინებთ თუ არა ამ რჩევებს, ეს თქვენი საქმეა. თითოეული ჩვენგანის სახლში, კერძოდ, ოთახში, არსებობს ადგილი, რომლებიც ფინანსებზეა პასუხისმგებელი. მაგალითად, ასეთი ადგილია შემოსასვლელი კარიდან მარცხენა კუთხე, ამიტომ, მას მეტი ყურადღება უნდა დაუთმოთ, სულ მოწესრიგებული უნდა გქონდეთ და არ უნდა დადოთ იქ ჭუჭყიანი ნივთები. კარგია ამ კუთხეში ცოცხალი ხის დადგმა. დღეს თითქმის ყველგან იყიდება ქოთანში ჩარგული დეკორატიული ხეები, შეიძინეთ ისინი და დადგით შესასვლელში – ლამაზიც არის და ბარაქაზეც დადებითად მოქმედებს. მინიატურული, ცოცხალი მწვანე მცენარეები ადამიანს სასიცოცხლო ენერგიით ავსებს, წარმატებისკენ მიმავალ გზას უხსნის და, აქტიური მოქმედების შედეგად, კარგ შემოსავალსაც უქადის. ასევე, ასეთი მინიატურული ხეების დადგმა კარგია მისაღებ და საძინებელ ოთახებში – ამით ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრასა და ნეგატიური ენერგიის განეიტრალებას შეძლებთ. გეტყვით იმასაც, რომ მინიატურულ მცენარეებთან სიახლოვის შემდეგ ადამიანებს წინასწარმეტყველური უნარი და ინტუიცია უვითარდებათ.

– ეზოთერიკოსებს თუ დავუჯერებთ, თუ ონკანიდან წყალი წვეთავს, ეს უფულობაზე მიგვანიშნებს. გამოდის, რომ სანტექნიკა თუ მწყობრიდან გამოდის, უიღბლობისთვის უნდა მოვემზადოთ?

– ჩემი მოთხოვნა და არა თხოვნაა, სახლში მთავარი ყურადღება სწორედ წყალგაყვანილობას მიაქციოთ. შეიძლება, ბევრს გაეღიმოს და თქვას, ეს ჩემს უფულობასთან რა კავშირშიაო, მაგრამ, მერწმუნეთ, ასეა. სხვათა შორის, ეს არა მარტო მატერიალურზე, არამედ, ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. თუ შენიშნავთ, რომ თქვენს ბინაში წყალსადენი მილები, ონკანი ან კანალიზაცია ხშირად გამოდის მწყობრიდან, ესე იგი, თქვენ სურვილის დონეზე არასწორად მართავთ გრძნობებს, ანუ თქვენი ემოციები შეზღუდულია და გამოვლინების საშუალებებს ეძებს. როცა ადამიანის ემოციები და გუნება-განწყობა უარყოფითი ენერგიით არის დამუხტული, ამას საცხოვრებელი სახლიც შეიგრძნობს. თუ სრული ჰარმონიისა და ბარაქა-იდილიის შექმნა გსურთ, სახლს მეტი ყურადღება მიაქციეთ და გაითვალისწინეთ ზემოთ მოყვანილი რჩევები.

 

скачать dle 11.3