კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

45 წლის ჩეჩენი კაცი ჩეჩნების ტყეში ათეული წლების წინ დაკარგული ორი ქართველი ძმის ისტორიასა და თავადი გუგუშვილის გვართან დაკავშირებულ ამბავს იძიებს

45 წლის ალიკ მუსას ძე ტოვსულტანოვი ეძებს წინაპრებს – გუგუშვილებს.

ჟურნალისტის შენიშვნა: როგორ დაუჯერებლადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ამბავი, რომელსაც ჩემი რესპონდენტი ყვება, სინამდვილეა და ჩეჩნეთში ის ბევრმა იცის. დიდი იმედი მაქვს, რომ, მიუხედავად ამ ისტორიის სიძველისა, მას მაინც ექნება თავისი ლოგიკური დასასრული – გამოხმაურება ქართველების მხრიდან. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოშიც აღმოჩნდება ადამიანი, ვისაც იგივე ამბავი მოსმენილი ან გაგონილი ექნება თავისი წინაპრისგან).

ალიკ ტოვსულტანოვი: მე მინდა ჩემი წინაპრების, უფრო სწორად კი, ჩემი ფესვების პოვნა. საქმე ისაა, რომ, მას შემდეგ, რაც თქვენ ჯარის მეგობრის პოვნაში დამეხმარეთ, მოსვენება დავკარგე და სულ იმ ისტორიაზე ვფიქრობ, რომელიც ბაბუაჩემმა მიამბო თავის დროზე. დარწმუნებული ვარ, რომ ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება. ამიტომაც, მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო თქვენი რუბრიკით და გიამბოთ ძალიან უცნაური, მაგრამ, ნამდვილი ისტორია. ჩეჩნეთში ბევრია, საქართველოს ტერიტორიიდან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ქართველები არიან, თუმცა, ჩვენთან ქართველებიც ცხოვრობენ. საქართველოში ცხოვრობს ხალხი, რომელსაც გენეტიკოსები და ისტორიკოსები ეგრეთ წოდებულ „ვაინახის“ ხალხს მიაკუთვნებენ, ანუ, ჩეჩნებად და ინგუშებად მიიჩნევენ. ესენი არიან წოვა-თუშები და მათ  ბაცბებსაც უწოდებენ. ჩვენი ენები მიმსგავსებულია და გენეტიკური კოდიც ერთი და იგივეა. პირადად ჩემი წინაპრებიც სწორედ ამ ადამიანებიდან იღებენ სათავეს. ბაბუასგან ვიცი დაუჯერებელი ისტორია, რომლის მოყოლასაც თქვენთან ვაპირებ. ბაბუაჩემმა 106 წელი იცოცხლა, სწორედ მან მიამბო მე ეს ამბავი: თურმე, ჩემი წინაპარი ჩეჩნეთში, სრულიად შემთხვევით, საქართველოდან მოხვედრილა. ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ, ან კახეთიდან, ან დუშეთიდან. ეს ასე მომხდარა: რაღაც მიზეზის გამო, არავინ იცის რა მიზეზით, ორი ძმა, 5 და 6 წლის ბავშვები აღმოჩნდნენ ჩეჩნეთის ტყეში და იქ ჩეჩნებს გადაეყარნენ. იმ ძმებს, თურმე, მათი ენა ესმოდათ და ჩეჩნებს თავისი გასაჭირი უამბეს – თუ როგორ დაიკარგნენ და როგორ აღმოჩნდნენ ამ ტყეში. ისინი იშვილა ერთმა მდიდარმა ჩეჩენმა, რომელსაც საკუთარი შვილები არ ჰყავდა. ათი წლის შემდეგ კი ბიჭებს მოაგნო მამამ, რომელიც იქ ამალით მივიდა. ორი ძმის მამა ქართველი თავადი და საკმაოდ შეძლებული ადამიანი აღმოჩნდა. მას წამოღებული ჰქონდა ერთი ტომარა ოქრო და ერთი ტომარა ვერცხლი და ეს განძი ჩეჩენს მისცა მადლობის ნიშნად, რომ მისი შვილები შეიკედლა და გაზარდა. ჩეჩენმა კი ამ ტომრებზე უარი თქვა და უპასუხა: წაიყვანე შენი შვილები და შენი სიმდიდრეც თან გაიყოლეო. მაგრამ ბიჭებმა იმ ადამიანის მიტოვება, ვინც ასეთი სითბოთი უვლიდა და ზრდიდა, არ მოინდომეს. როდესაც თავადმა ნახა, თუ როგორ პატივს სცემენ ჩეჩენს მისი შვილები და მის მიტოვებას არ აპირებენ, ბიჭები მამობილთან დატოვა და ოქრო-ვერცხლიც არ წაუღია. ჩეჩენს კი უთხრა, დღევანდელი დღიდან ჩვენ ერთი ოჯახი ვართო. როდესაც თავადი თვალსაწიერიდან გაქრა, ამბობენ, ბიჭები მას აცრემლებულები გაეკიდნენ, მაგრამ, სოფლის განაპირას შეჩერდნენ. მაშინ ჩეჩენმა მამამ მათ ჰკითხა: თუ მამათქვენს გაჰყვებით, დავეწევი და მოვაბრუნებო, მაგრამ მათ კვლავ უარი თქვეს მამობილის მიტოვებაზე. მათგან წარმოიშვა ჩემი გვარი. როგორც ვიცი, იმ თავადის გვარი გუგუშვილი იყო. ჩეჩენმა მამამ იმ ბიჭებს თავისი გვარი დაუტოვა იმ დრომდე, სანამ სტალინის ბრძანებით ჩეჩნები ყაზახეთში გადაასახლეს. ზოგიერთი ჩემი წინაპარი ამ გვარს ატარებდა, მაგრამ დღეს არც ერთი აღარ არის ამ გვარზე. ბაბუა და  მოხუცი ნათესავები ცდილობდნენ, საქართველოსთან კავშირი ჰქონოდათ, მაგრამ დღესდღეობით ის კავშირებიც აღარ არსებობს. მე კი მოსვენება მაქვს დაკარგული, ისე მინდა ჩემი წინაპრების პოვნა, რადგანაც ვიცი, რომ ეს ამბავი არის ისტორიული რეალობა და, დარწმუნებული ვარ, სისხლით ვგრძნობ, რომ საქართველოშია ჩემი ფესვები. მინდა იმ ადამიანების მოძებნა, რომლებისთვისაც ეს ამბავი (ბაბუას მიერ მონაყოლი) ისტორია უცხო არ იქნება, რომლებსაც იგივე სმენიათ თავისი წინაპრებისგან და, იქნებ, ამდენი წლის შემდეგ მე მაინც შევძლო და ვიპოვო ჩემი წინაპრები და აღვადგინო ჩვენ შორის დაკარგული კავშირი, მით უმეტეს, რომ ამ ზაფხულს, კერძოდ კი ივნისში, საქართველოში ვიქნები. ისტორიიდან, ასევე, ვიცი, რომ ბევრი ჩეჩენი იმყოფებოდა ქართველ მეფეებთან კარზე მსახურებად და შემდგომ ისინი გაქართველდნენ. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ბევრ ჩეჩენს ქართველები ყველაზე ახლობელ ხალხად მიაჩნია, ანუ, ბევრი საერთო გვაქვს ჩვენ და ქართველებს. ვერაფრით ვერ დავიჯერებ, რომ საქართველოში ვინმემ მაინც არ იცოდეს ეს ისტორია, რომელიც ქართველ თავადს, გვარად გუგუშვილს შეემთხვა; ან, ორი ბიჭის ისტორია, რომლებიც ტყეში დაიკარგნენ და მერე ჩეჩენმა გაზარდა. ჩვენთან, ჩეჩნეთში, ეს ისტორია ბევრმა იცის და ჩვენ დღემდე გვეძახიან „გურჯი-ნახჩოს“, რაც ნიშნავს  „ქართველ ჩეჩნებს.”  სასწაულის მჯერა და ვიმედოვნებ, რომ ამ ძველ ისტორიას, როგორც იქნება, აეხდება ფარდა და მე ვიპოვი ჩემს წინაპრებს.

თუ გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიასთან დაკავშირებით ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 239-23-52; 239-23-53; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

 

скачать dle 11.3