კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისთან შევიდა კოლონიაში ელენე ყიფშიძე ხრუშჩოვის ბანკეტზე მოსაწვევი ბარათით და რატომ აღმოჩნდა ხანმოკლე მისი და ეროსი მანჯგალაძის ბედნიერება

„ლენა ყიფშიძის საკურთხეველი თეატრი იყო,  თეატრი და ზურა – მხოლოდ ეს ორი რამ აღელვებდა მას ცხოვრებაში. ჩვენ სკოლის მერხიდან ვმეგობრობდით, პირველ საცდელ სკოლაში ვსწავლობდით. ღონისძიება ისე არ ჩაივლიდა, რომ ლექსი ან პროზა არ წაეკითხა. საინტერესო გოგო იყო. შემდეგ თეატრალურ ინსტიტუტში შევიდა. თეატრალურში იმდენად დაკავებული იყო, რომ იშვიათად ვხედავდი, თუმცა, ყოველ მის სპექტაკლზე დავდიოდით თანაკლასელები.  პირველი როლი „ხარატაანთ კერაში“ ნუცკიას როლი იყო და, მას შემდეგ წავიდა და წავიდა როლები. 29 წლისამ ვასო გოძიაშვილის მოხუცი დედის როლი ითამაშა და მარჯანიშვილის პრემია დაიმსახურა. განუმეორებელი იყო „მაია წყნეთელშიც“. ბავშვობაში ლენა წლების განმავლობაში ცეკვავდა ქორეოგრაფიულ სტუდიაში. მისი პარტნიორი კოტე მახარაძე იყო და სპექტაკლებში იღებდნენ მონაწილეობას. ვასო გოძიაშვილმა ეს „ძველ ვოდევილებში“ გამოიყენა,” – ასე იხსენებს მას ბავშვობის მეგობარი, გალაკტიონ ტაბიძის ქალიშვილი, ქალბატონი ნუნუ ებანოიძე. ალბათ, დამეთანხმებით, თუ ვიტყვი, რომ ლენა ყიფშიძე იმ თაობის მსახიობი იყო, რომლსაც ყოველთვის აურაცხელი მაყურებელი ჰყავდა. ის ბრწყინავდა თავისი ნიჭიერებით როგორც სცენაზე, ისე ეკრანზე. მე დღეს სწორედ ამ არაჩვეულებრივი მსახიობის დღიურებს წარმოგიდგენთ, რომლის წაკითხვაც, დარწმუნებული ვარ, ბევრჯერ მოგინდებათ.  

მაია წყნეთელი

„მაია წყნეთელი“ ანშლაგებით მიდიოდა. ერევანში რომ მიიწვიეს, ლენამ იქ სომხურ ენაზე ითამაშა „მაია წყნეთელი“,  მაგრამ, კინოში არ გაუმართლა. იმ პერიოდში რეზო ჩხეიძე ფილმს იღებდა. ლენასთვის ნათქვამი ჰქონდა, რომ მაია მას უნდა ეთამაშა. ეტყობა, ლენამ რაღაცას მოჰკრა ყური, რეზოსთან მივიდა და უთხრა: თუ მე არ მათამაშებ, ნუ დამიმალავ, პირდაპირ მითხარიო. რეზომ დარწმუნებით უთხრა, ფილმში შენ გიღებო. ცოტა ხნის შემდეგ ლენა ისევ მივიდა რეზოსთან და იგივე ჰკითხა. ბოლოს ლენამ უთხრა: აბა, შენი ბიძინა (შვილი) დაიფიცეო და რეზომაც დაიფიცა. ადგა ლენა და ხელი გაარტყა სახეში. ფეთქებადი ხასიათის იყო, თუმცა, მოთმინების დიდი უნარიც ჰქონდა. ამოუვიდა ყელში და ვეღარ შეიკავა თავი...

იყო და არა იყო რა... 

ლენა თეატრალურ ინსტიტუტში ახალი ჩარიცხული იყო. ერთ დღეს, მირეკავს და მეუბნება: შეყვარებული ვარ და მინდა გაგაცნო, ეს ბიჭი ეროსი მანჯგალაძეა და დღეს მოდიო. რომ მივედი და ლენას გვერდით ეროსი დავინახე, სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა. ლენა ულამაზესი გოგო იყო, ეროსი კი აბსოლუტურად არ გამოირჩეოდა გარეგნობით. მოლაპარაკებულები იყვნენ, ინსტიტუტს რომ დაამთავრებდნენ, უნდა დაქორწინებულიყვნენ, მაგრამ… ლენა და ეროსი ერთ სპექტაკლში მონაწილეობდნენ და არაჩვეულებრივი ტანდემი ჰქონდათ. მოულოდნელად ეროსი მოსკოვში წავიდა (მაშინ მან პირველად წაიყვანა ფეხბურთის რეპორტაჟი – ავტორი), ჩაიშალა სპექტაკლი, რომელზეც ლენა დიდ იმედებს ამყარებდა და ეს არ აპატია ეროსის. გავიდა წლები, ლენა და ეროსი შერიგდნენ, დაქორწინდნენ, ხელი მოაწერეს და დიდი ქორწილი გადაიხადეს. ეროსი შინდისის ქუჩაზე ცხოვრობდა. მას ჰყავდა ლოგინად ჩავარდნილი დედა და და – ბელა. ლენას ძალიან უყვარდა ეროსის ოჯახი და ისინიც ასევე პასუხობდნენ. ამის მიუხედავად, რამდენიმე თვეში დაშორდნენ ერთმანეთს, თუმცა, რძალთან ბოლომდე მეგობრობდნენ. ბოლოს ისე იყო საქმე, თითქოს უნდა შერიგებულიყვნენ, მაგრამ, მოულოდნელად, ეროსი გარდაიცვალა. შემდეგ ლენა ბონდო მაჭავარიანს გაჰყვა ცოლად.   

ბედნიერება, სახელად – ზურა

მახსოვს, ლენამ რომ იმშობიარა, პირველ დღეს მე და ჩემი მეუღლე მივედით მოსანახულებლად. შავი, გამხდარი, უშნო ბავშვი იყო ზურა. მიგვიყვანა ლენამ ბავშვის საწოლთან და გვეუბნება: ნახეთ, რა ლამაზი ბავშვია, გინახავთ ასეთი სილამაზეო? ზურიკოს გვარი და მამის სახელი ბაბუამ მისცა. ლაპარაკობდნენ, ვითომ, ზურა ეროსის შვილიაო; თვითონ ზურაც გაურკვევლობაში, დაბნეული იყო. მამა გვიან გაიცნო და ბოლომდე მეგობრობდნენ. ლენას ზურა მსახიობ ავთო ვერულეიშვილისგან შეეძინა, რომელთან ერთადაც იდგა სცენაზე წლების განმავლობაში. იმ დროისთვის ეს თამამი ნაბიჯი იყო, მაგრამ, ლენას ოჯახიდან ამას არანაირი წინააღმდეგობა არ მოჰყოლია, პირიქით, ბავშვის დაბადებას ყველა დიდი სიხარულით შეხვდა. ზურიკო დეიდების გარემოცვაში იზრდებოდა, ვინაიდან ლენა ძალიან დაკავებული იყო თეატრში.

ლენა ისეთი დედა იყო, რომ მათ დედაშვილობაზე ანეკდოტები დადიოდა. ერთხელ, გენერალური რეპეტიციაა. უცებ დგება ლენა და ამბობს, უნდა წავიდეო. ყველას გაუკვირდა – როგორ, გენერალური რეპეტიციაა და სად მიდიხარო. არა, უნდა წავიდე, ზურა ჩამოდისო... ზურასაც არანორმალურად უყვარდა დედა. მე არ მინახავს, დედა-შვილი სულიერად ისე ახლოს ყოფილიყო ერთმანეთთან, როგორც ესენი იყვნენ. შენიშვნას რომ მისცემდა, ზურა აღტაცებული უსმენდა. მერე მომიტრიალდებოდა ლენა და მეტყოდა: ხედავ, რა ჭკვიანია? ჩემზე ჭკვიანია. იმის ნაცვლად, რომ სწყენოდა, გაუხარდაო. 

არ გადმოვარდეთ, ქალბატონო! ესეც მე ვარ, ისიც მე ვარ… 

 ის გამოირჩეოდა ზებუნებრივი შრომისმოყვარეობით, ოცდაოთხი საათი მუშაობდა თავის თავზე. დაიდგა სპექტაკლი „ძუნწი“, რომელშიც ლენა კაცის – სომეხი კარაპეტას როლს თამაშობდა. თეატრში ლაპარაკობდნენ, რა გაჭირვებაა, ლენამ რომ არ ითამაშოს კაცის როლიო, მაგრამ, საოცრება გამოვიდა. ლენა მიყვებოდა: „ვნერვიულობდი, თვითონაც არ ვიცოდი, რა გამოვიდოდა. სახლში ჩავიკეტე და სარკესთან დავიწყე რეპეტიციები ბოხ ხმაზე, სომხური აქცენტით. თურმე, ჩემი მეზობელი ჩასაფრებულია, ერთი სული აქვს, ნახოს, ვინ დაიარება ჩემთან ყოველდღე. ვეღარ მოვითმინე, კარი გავაღე და აივნიდან გავძახე: – არ გადმოვარდეთ, ქალბატონო, ესეც მე ვარ და ისიც მე ვარ-მეთქი.” ჯერ კიდევ შეეძლო თამაში, მაგრამ, რატომღაც, აღარ მისცეს როლები. 

მძიმე წუთები

ლენა ენის სიმსივნით გარდაიცვალა, რაც პროთეზის არასწორად გაკეთებამ გამოიწვია. სულ დაკავებული იყო, კბილის ექიმთანაც ვერ მიდიოდა. ერთი-ორჯერ ენაზე ცუდად იკბინა. ერთხელაც, ერთ-ერთ სპექტაკლში ასეთი სცენა ჰქონდა – იატაკიდან ამოდიოდა. უცებ მძიმე სარქველი თავში მოხვდა და მაშინაც ენაზე იკბინა საშინლად. არ მიაქცია ყურადღება და სიმსივნე განვითარდა. დაახლოებით რვა წელი ებრძოდა მძიმე სენს. მის გვერდით მხოლოდ მე და ზურა ვიყავით, სხვას არავის უშვებდა თავისთან. ყოველდღე დავდიოდი, ვუვლიდი. რამდენჯერაც შევიდოდი, იმდენჯერ გააღებდა პირს და ენას მაჩვენებდა – აბა, ერთი ნახე, დღეს როგორ მაქვსო. მეც რაღაცეებს ვიგონებდი: უი, ლენაჩკა, დღეს სულ სხვა ფერია-მეთქი. ზურა გადაყოლილი იყო დედაზე. გაიგებდა, სადღაც ვიღაც კარგ წამალს ამზადებსო და მაშინვე გარბოდა მოსატანად. არაფერი დააკლო დედას. არ ვიცი, უნდა ვთქვა თუ არა, მაგრამ, ბიძინა ივანიშვილი ძალიან ეხმარებოდა. რომ გამატანდნენ ფულს და რაღაცეები მიმქონდა, სიხარულით წამოიძახებდა: „გაუმარჯოს ბიძინას!” გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე მითხრა: „ვკვდები, გოგო, ხო იცი!..“ მე ვუთხარი: ვინ გაგიშვებს. იცოდე, აქედან ყველანი კოლექტიურად მივდივართ-მეთქი და ამაზე ხარხარებდა. ამბობდა – ნახე, როგორ მაცინებს, სიცილის უნარი თუ კიდევ შემრჩებოდა, არ მეგონაო. ერთ დღეს მეუბნება: ნუნუ, იცი, ბავშვები მოვიდნენ და ბურთით გამიფუჭეს ტელევიზორი. ვუყვირე, გადით აქედან-მეთქი, მაგრამ, არ დამიჯერესო. მივხვდი, რომ აურია – რაღაცეები ეჩვენებოდა. გავედი და ნაცნობ ტელევიზორის ხელოსანს დავურეკე. ვუთხარი, რაშიც იყო საქმე და გავაფრთხილე: რომ მოხვალ, არ თქვა, რომ არაფერი სჭირს ტელევიზორს, ვითომ მართლა დაზიანებულია, ეჭვი რომ არ შეეპაროს-მეთქი. ამ დროს ზურაც მოვიდა და ეს ამბავი ვუამბე. ცოტა ხანში ლენას მწარედ დაასხა ოფლმა. ზურას ვუთხარი, პირსახოცის საბანი მაქვს და, წამოდი, გამოგატან, გამოუცვალე-მეთქი. არაფრით არ წამომყვა – წავალ და ვიშოვიო. რას იშოვი ამ შუაღამისას, დაკეტილი იქნება ყველაფერი-მეთქი. ნახევარ საათში მირეკავს და მეუბნება: აი, შენს ჯინაზე გადასარევი ლურჯი საბანი ვიშოვეო. მეორე დღეს ისევ მირეკავს – ლენა აღარ არისო. მთელი ღამე საწოლში დედამისთან ჩახუტებული იწვა და ტიროდა. 

ხრუშჩოვის გადახეული პორტრეტი და სახიფათო მოსაწვევი ბარათი  

ლენას ძმა, გიგა ყიფშიძე, 24 წლის ასაკში სევასტოპოლის მთავარი არქიტექტორი იყო. რესტორანში ნასვამმა დანით დაჭრა ხრუშჩოვის სურათი, ისევ ქართველმა „ჩაუშვა” და ციმბირში უკრეს თავი. ეს სწორედ ის პერიოდი იყო, როცა ჭაბუა ამირეჯიბი იყოფებოდა იქ. მოსკოვში ოლიმპიადაზე იყო ლენა ჩასული, იქ თამაშობდა და ხრუშჩოვის ბანკეტზე დაპატიჟეს,  მაგრამ, ხრუშჩოვის ხელმოწერილი მოსაწვევით ბანკეტზე კი არა, ძმასთან წავიდა. კოლონიის უფროსი გადაირია – ხრუშჩოვის სურათის დახევის გამო ზის გრიშკა, მის დას კი ხრუშჩოვი საქეიფოდ ეპატიჟებაო.

რთული გადაწყვეტილება

წოპე ლენას ძმის ახლო მეგობარი იყო და მან ურჩია:  ხომ ხედავ, ცხვირი ხელს გიშლის. მოდი, მოვჭრათ და კინოშიც გადაგიღებენ, თანაც, კიდევ უფრო გაგალამაზებსო. ლენა მიყვებოდა: ვასო გოძიაშვილი გადაირია, რომ დამინახა, კინოსტუდიაში რომ მივედი გუგული მგელაძესთან. ჯერ ვერ მიცნო და მერე იმხელა მიყვირა – სად არის შენი ქართული ცხვირი, რომ, კინაღამ გული გამისკდაო.

 

скачать dle 11.3