კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი დაავადების დროს, რა საკვები უნდა ჭამოთ და რომელი ვარჯიშები ჩაიტაროთ

რომელი დაავადების დროს, რა საკვები უნდა ჭამოთ და რომელი ვარჯიშები ჩაიტაროთ

ათეროსკლეროზის დროს თქვენს სისხლძარღვებს ვარჯიში სჭირდება. ამისთვის ყოველდღიურად უნდა აკეთოთ ბუქნები და მიიღოთ გრილი შხაპი. ასევე, კარგია სწრაფი სიარული. სისხლის მიმოქცევას ასტიმულირებს ისეთი ბოსტნეული, როგორებიცაა: ნიორი, წიწაკა, ხახვი და ბოლოკი. ეს ბოსტნეული მნიშვნელოვნად აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს.

მეტეორიზმის დროს მოერიდეთ ისეთი პროდუქტის მიღებას, რომლებიც გაზების წარმოქმნას უწყობს ხელს. ასეთი საკვებია ის, რაც კუჭში დიდხანს ჩერდება. რძის შაქრის ანუ ლაქტოზას ინდივიდუალური აუტანლობა, ასევე, იწვევს მეტეორიზმს. ასეთ დროს ლაქტოზა არ იშლება ნაწლავებში მასში დამშლელი ფერმენტების არარსებობის გამო. მენიუში შეიტანეთ უხსნადი ბოჭკოების შემცველი პროდუქტები. დაიცავით კვების რეჟიმი. ნუ გადაიტვირთავთ კუჭს ზედმეტი საკვებით. წვნიანი, ხილ-ბოსტნეული, კენკროვნები, ატამი, ნესვი, ალუბალი, ქლიავი და პომიდორი ხელს უწყობს საკვები მასის სწრაფ გადაადგილებას ნაწლავებში, რაც თავისთავად ამსუბუქებს მეტეორიზმს. მცირე რაოდენობით მჟავე ხილის, კერძოდ, მჟავე ვაშლის, ლიმონის ან გრეიპფრუტის მიღება ჭამის წინ აძლიერებს კუჭის ლორწოვანი გარსის მიერ სიმჟავის გამოყოფას, ეს კი ხელს უწყობს საჭმლის მონელების შემსუბუქებას და აფერხებს მეტეორიზმის განვითარების რისკს.

დაბალი წნევის დროს დაგეხმარებათ ფიზიკური ვარჯიში, რომელიც ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უწყობს კუნთების ტონუსის შენარჩუნებას. ასევე, ეფექტური შედეგი აქვს მასაჟსა და კონტრასტულ შხაპს.

ჰიპოტონიკებისთვის სასარგებლოა მარილიანი საკვების მიღება. სისხლის წნევის ამწევი მსუბუქი საშუალებაა მაგარი, ახალმომზადებული ჩაი, რომელიც ბუნებრივი მატონიზებელია. ამ დროს კარგია სოია, ხილი, ბოსტნეული – ეს პროდუქტები ვიტამინებითაა მდიდარი; ასევე, კარგია, თუ მიირთმევთ თხილეულს, მზესუმზირასა და მარცვლეულს.

ვენების ვარიკოზულ გაგანიერებასთან საბრძოლველად აუცილებელია სისტემატური ფიზიკური ვარჯიში, სეირნობა სუფთა ჰაერზე, ცურვა. დაწექით ზურგზე, ასწიეთ ფეხები ზევით, დაახლოებით, 30-40 წუთის განმავლობაში. ეს ვარჯიში ყოველდღე რამდენჯერმე შეასრულეთ. ასევე, მოერიდეთ დიდხანს ფეხზე დგომას. ზედმეტმა წონამ, შესაძლებელია, ეს დაავადება კიდევ უფრო გაამწვავოს. ამიტომ, აკონტროლეთ სხეულის წონა. თუ ვენების გაგანიერება გაწუხებთ, აუცილებლად შეიტანეთ საკვებ რაციონში თუთიის შემცველი პროდუქტები: სიმინდი, კომბოსტო, სოია, ისპანახი, ახალი მჟავე ხილი და წიწიბურა.

 

როგორ გავათავისუფლოთ ნაწლავები ტოქსინებისგან

იმ შემთხვევაში, თუ ნაწლავები არარეგულარულად და არასათანადოდ იცლება, ტოქსინები სისხლში გაედინება, რაც ცუდად აისახება კანის მდგომარეობასა და ადამიანის ხასიათზე.

თუ გსურთ, ახალგაზრდობა გაიხანგრძლივოთ, გქონდეთ ლამაზი კანი და თავიც კარგად იგრძნოთ, საჭიროა, ნაწლავები ტოქსინებისგან გაწმინდოთ. თუ ნაწლავები პრობლემებს არ გიქმნით, გაწნენდის პროცედურა სამ თვეში ერთხელ უნდა ჩაიტაროთ, სხვა შემთხვევაში კი – თვეში ერთხელ.

დასვენების დღეებში აადუღეთ 200 მილილიტრი წყალი და ჩაუმატეთ ნახევარი ჩაის კოვზი მარილი – ეს ფიზიოლოგიური ხსნარია, რომელსაც ორგანიზმი არ შეიწოვს. ის ნაწლავებს გარეცხავს და მავნე ნივთიერებებს გარეთ გამოიტანს. ამ ხსნარის დალევის შემდეგ, დაახლოებით ნახევარ საათში, უნდა ჭამოთ წინასწარ მომზადებული საუზმე, კერძოდ, ერთი მუჭა ბრინჯი მოხარშეთ უმარილო და უშაქრო წყალში, დაუმატეთ ცოტა კარაქი და საუზმეც მზად იქნება. შეგიძლიათ, ოდნავ დამტკბარი ჩაიც მიაყოლოთ. ბრინჯის ჭამიდან ორი საათის შემდეგ მიირთვით, რაც გსურთ.

ასეთი წესით ნაწლავების გაწმენდა ძალიან ეფექტურია და არ არღვევს ნაწლავების მიკროფლორას. იმ შემთხვევაში, თუ შეშუპებისკენ ხართ მიდრეკილნი, უმჯობესია, ფიზიოლოგიური ხსნარი აფთიაქში შეიძინოთ.

ხანდახან ადამიანი მსხვილი ნაწლავის პათოლოგიური სიგრძით იბადება, რაც ადვილი გამოსავლენია მსხვილი ნაწლავის რენტგენოლოგიური საშუალებით. ასეთ ადამიანებს ნაწლავების დაცლის პრობლემა ბავშვობიდანვე აწუხებთ.

ნაწლავების დაცლის რეგულირება ყველაფერი როდია. დაცლა შვებას უნდა ჰგვრიდეს ადამიანს და ეს იოლად უნდა ხდებოდეს. თუ ასე არ არის, ეს უკვე პათოლოგიაა.

დეფეკაციის დროს არსებული ტკივილები, ბუასილის გამწვავების შემთხვევაში რომ იჩენს თავს, ბლოკავს ნაწლავების დაცლის პროცესს და საშინელ დისკომფორტს იწვევს. თუ ეს პრობლემა გაწუხებთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ სპეციალური რჩევები. კერძოდ:

* გაღვიძებისთანავე დალიეთ ოთახის ტემპერატურის მქონე ერთი ჭიქა წყალი;

* სანამ ადგებით, საწოლში გაიკეთეთ მუცლის მასაჟი: თითებით შეასრულეთ წრიული მოძრაობები საათის ისრის მიმართულებით;

* დილით გააკეთეთ მუცლის პრესის ვარჯიშები;

* დილით, უზმოზე, მიირთვით ასეთი ნარევი: დააქუცმაცეთ გარგარის, შავი ქლიავისა და ლეღვის ჩირი. 200 გრამ ნარევს შეურიეთ 1 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი და 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი. შეგიძლიათ, მიაყოლოთ 1 ჩაის ჭიქა წყალიც; 

* ხშირად მიირთვით ზღვის კომბოსტო, უმი ბოსტნეულის სალათები, მაგალითად, კომბოსტოს, სტაფილოს, ჭარხლისა და ვაშლის სალათა, შეზავებული მცენარეული ზეთით; ასევე, კიტრის, სალათის ფურცლების, პომიდვრის, ბოლოკისა და მწვანილების სალათები;

* მიირთვით ღერღილი. ეს უკანასკნელი B ვიტამინის საბადოა და ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნისგან იცავს ადამიანს.

 

გარკვეული ალკოჰოლიანი სასმლის მცირე დოზით მიღება სასარგებლოა ორგანიზმისთვის

სამკურნალო თვისებები გააჩნია ღვინოს, ლუდს და არაყსაც კი.

მცირე დოზით მიღებული არაყი ააქტიურებს ორგანიზმს, აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, განაპირობებს ორგანიზმის ყველა ორგანოს სისხლით მომარაგებას, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, ხსნის ორგანიზმში ნერვულ დაძაბულობას, ამაღლებს გუნება-განწყობას.

მაღალი ხარისხის არაყი ამარაგებს ადამიანის ორგანიზმს არომატული, აქროლადი ნივთიერებებითა და ნაერთებით, რომლებიც ქოლესტერინის დონეს დაბლა სწევს.

არსებობს საკვები, რომელზეც არყის დაყოლება მავნეა ორგანიზმისთვის, ასეთებია: მწვანილი, ბოსტნეული, ხილი, სუპები, თევზი. ზემოთ ჩამოთვლილი საკვების ჭამის დროს თუ არაყს დალევთ, მიღებული საკვები ვერ შეითვისება ორგანიზმის მიერ. არაყთან რეაქციაში მწვანილსა და ბოსტნეულში არსებული ორგანული მჟავები წარმოქმნის მავნე ნივთიერებებს, რამაც შეიძლება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოშლა გამოიწვიოს.

არყის მიყოლება სასარგებლოა ხორცთან და ცხიმიან საკვებთან.

 

კიტრის წვენი წნევას არეგულირებს, ჭარხლის კი – სისხლს წმენდს

ჭარხლის წვენი ყველაზე კარგია სისხლის წითელი ბურთულებისა და მთლიანად, სისხლის შემადგენლობის გასაუმჯობესებლად. ასევე, სასარგებლოა ის, სტაფილოს წვენთან ერთად. დღეში ერთ ჭიქაზე მეტი ჭარხლის წვენი არაჩვეულებრივად წმენდს ორგანიზმს. თავდაპირველად, უმჯობესია, დალიოთ ჭარხლისა და სტაფილოს წვენის ნარევი, შემდეგ კი ნელ-ნელა გაზარდოთ ჭარხლის წვენის რაოდენობა. ასეთ შემთხვევაში, ორგანიზმი გაცილებით სწრაფად და კარგად იწმინდება. საკმარისია დღეში ორჯერ, ერთი ჭიქა წვენის მიღება. ეს განსაკუთრებით კარგია იმ ქალებისთვის, ვისაც კლიმაქსური პერიოდი უდგათ. 

ჭარხლის წვენში ბევრია ნატრიუმი და კალციუმი. ეს ორივე ნივთიერება ძალზე სასარგებლოა ორგანიზმისთვის. ჭარხალში შემავალი ქლორი წმენდს თირკმელებსა და ნაღვლის ბუშტს. 

ჭარხლისა და სტაფილოს წვენის ნარევი ორგანიზმს ამდიდრებს საჭირო რაოდენობის ფოსფორით, გოგირდით, კალციუმითა და სხვა ტუტე ლითონებით. 

კიტრი და მისი წვენი კი კარგი შარდმდენი საშუალებაა, თუმცა მას კიდევ სხვა ბევრი სასარგებლო თვისებაც აქვს. მასში შემავალი დიდი რაოდენობით გოგირდი და სილიციუმი ხელს უწყობს თმის ზრდას. 

კიტრი შეიცავს 40 პროცენტამდე კალციუმს, 10 პროცენტამდე ნატრიუმს, 20 პროცენტამდე ფოსფორს და 8 პროცენტამდე ქლორს. 

კიტრის წვენით, სტაფილოს წვენთან ერთად, მკურნალობენ რევმატულ დაავადებებს. კიტრში კალციუმის შემცველობა არეგულირებს წნევას, ასევე, კარგია კბილებისა და ღრძილების დაავადებების დროს. ადამიანის ფრჩხილსა და თმას სწორედ იმდენი მიკროელემენტი ესაჭიროება, რა რაოდენობითაც მათ კიტრის წვენი შეიცავს. 

კიტრის, სტაფილოსა და მწვანე სალათის ფურცლების წვენის ნარევი კანის ბევრი დაავადებისთვის უებარი წამალია. 

 

თავბრუხვევა საშიში სიმპტომია

ყველას გამოუცდია თავბრუხვევის შეგრძნება. ამ დროს, ირგვლივ ყველაფერი ბრუნავს, სუსტად ხარ, გული გერევა, თავს ძალიან ცუდად გრძნობ. ამ სიმპტომების გამოვლენისთანავე, აუცილებელია ექიმთან ვიზიტი და მკურნალობა, რათა შემდგომ, მთელ რიგ გართულებებს აარიდოთ თავი. 

თავბრუხვევა შუა ყურის პათოლოგიის შედეგად განვითარებული ვესტიბულარული სისტემის, ანუ სხეულის წონასწორობის შენარჩუნების, მდებარეობისა და მოძრაობის აღქმის სისტემის დარღვევის პირველი ნიშანია. ასევე, ის შეიძლება ნევროლოგიური დაავადებების, ჰიპოგლიკემიის ანუ დაბალი შაქრიანობის პირველი ნიშანი იყოს, ან თან ახლდეს გულის რიტმის დარღვევას, ოსტეოქონდროზს და სხვა ბევრ დაავადებას. 

თავბრუხვევის ორი კატეგორია არსებობს, კერძოდ, ცენტრალური და პერიფერიული. ცენტრალური თავბრუხვევა ხშირად თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის, ქალატვინის ტრავმის, გაფანტული სკლეროზის, შაკიკის და ტვინის იმ სხვა დაავადებების შედეგად ვითარდება, რომლებიც ვესტიბულარულ აპარატს პათოლოგიურ პროცესში ჩაითრევს ხოლმე. 

პერიფერიული თავბრუხვევა შეიძლება, გამოიწვიოს შიდა ყურის ფუნქციის დარღვევამ, რაც შესაძლოა იყოს შუა ყურის ბაქტერიული ან ვირუსული ანთების, ქალატვინის ტრავმის, სმენის ნერვის სიმსივნის, აუტოიმუნური დაავადების შედეგი. 

ასევე, თავბრუხვევას იწვევს ზოგიერთი პრეპარატის მიღებაც: ასეთებია ოტოტოქსიკური ანტიბიოტიკები, ზოგი ანტიარითმიული საშუალება, ტრანკვილიზატორები, ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატები და სხვა. 

შუა ყურის პათოლოგიით გამოწვეული თავბრუხვევის კლასიკური მაგალითია მანიერის დაავადება, ანუ, როგორც მას უწოდებენ „ლაბირინთის წყალმანკი.” მისი განვითარების მიზეზი შეიძლება, გახდეს ემოციური ან ფიზიკური სტრესი. ამ დაავადების დროს, თავბრუხვევა საათების ან დღეების განმავლობაში გრძელდება და იმდენად ძლიერია, რომ შესაძლოა, ადამიანი დიდხანს ფეხზე ვერ დადგეს. აღინიშნება ამ დროს გულისრევის შეგრძნება და პირღებინება, ასევე, სისუსტე. დაავადების სხვა ნიშნები კი ასეთია: სმენის დაქვეითება, ხმაური ყურებში, ყურებში დაგუბების შეგრძნება. თუ დროულად არ მიაქციეთ ყურადღება, შეიძლება სრულ სიყრუემდე მიხვიდეთ. 

თავბრუხვევა ზოგჯერ გრიპის ან მწვავე რესპირატორული დაავადების გართულების შედეგადაც ვითარდება. ასეთ დროს, ადამიანი გრძნობს წონასწორობის დარღვევას, უეცარ თავბრუხვევას. 

ფსიქოგენურ თავბრუხვევას კი საფუძვლად შიშები ან დეპრესიული დარღვევები უდევს. 

აუცილებლად მიმართეთ ექიმს შემდეგი ჩივილების დროს: 

*თუ გაქვთ მძიმე თავბრუხვევა, რომელიც იწვევს შრომისუუნარობას; 

*თუ თავბრუხვევა მეორდება ან გრძელდება რამდენიმე დღის განმავლობაში; 

*თუ თავბრუხვევას თან ახლავს სმენის დაქვეითება, თვალის უჩვეულო მოძრაობები, ცენტრალური ნერვული სისტემის თანამდევი დარღვევები.

скачать dle 11.3