მხოლოდ ფაქტები
* ამელია ერჰარტი იყო პირველი ქალი, რომელმაც 1928 წელს ატლანტის ოკეანეს გადაუფრინა.
* ქორწინება, როდესაც კანადელი ანა სავონი გათხოვდა მარტინ ბეითსზე, 1871 წელს დარეგისტრირდა. არაფერი მნიშვნელოვანი, რომ არა მათი სიმაღლე, რამაც ეს წყვილი რეკორდსმენი გახადა: ცოლი 227 სანტიმეტრი იყო, ქმარი – 221 სანტიმეტრი.
* ძველ ჩინეთში ღარიბები, მდიდრებისგან განსხვავებით, ლითონის ჭურჭელს იყენებდნენ, მდიდრები კი მაშინ ძვირად ღირებული ფაიფურის ჭურჭლიდან მიირთმევდნენ საჭმელს.
* როგორც ცნობილია, ოპერაციის დროს საოპერაციო ადგილიდან სისხლდენის შესაწყვეტად ექიმები ბამბის ან დოლბადის ტამპონს იყენებენ. მაგრამ, ვეტერინარებისთვის ასეთი მასალა ხშირად არასაკმარისი ან საერთოდ მიუწვდომელია. მათ შესანიშნავი შემცვლელი იპოვეს – ტამპონები ჰიდროსკოპიული მასალით ჩაანაცვლეს, რომელსაც ის უპირატესობაც აქვს, რომ ოპერაციის შემდეგ საჭირო არ არის მისგან ჭრილობის გასუფთავება – ჭრილობაში შაქრის ფხვნილს აყრიან.
* მუშაობის მეთოდი, რომელსაც „ავრალს” უწოდებდნენ და სამუშაო საათების შემდეგ, დასვენების დროს სავალდებულო შრომას ნიშნავდა, ინგლისის ფლოტში იყო დამკვიდრებული, ხოლო საბჭოთა კავშირში ის თითქმის ყველა წარმოებაში, სოფლის მეურნეობასა და სხვა დარგებში გამოიყენებოდა.
* პირველი დისკი – 33 ბრუნვით წუთში, 1948 წელს ფირმა „კოლუმბიამ“ გამოუშვა.
* 1990 წელს ჩრდილო-დასავლეთ ირანში მოხდა რიხტერის სკალით 7,3-ბალიანი მიწისძვრა. დაიღუპა 50 ათასი ადამიანი, დაშავდა 200 ათასი, ხოლო უსახლკაროდ დარჩა 500 ათასი ადამიანი.
* როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, შოკოლადი მცირე რაოდენობით შეიცავს შხამიან ნივთიერებას – თეობრომინს, რომელიც ადამიანის ორგანიზმში სწრაფად გადამუშავდება. მასზე, დაახლოებით ისე, როგორც ნიკოტინზე, ამბობენ: ერთი ნატეხი შოკოლადი ცხენს კლავსო.
* საერთაშორისო ენაზე – ესპერანტოზე – „მადლობა” გამოითქმის, როგორც „დანკო” – ესპერანტომ ეს სიტყვა გერმანულიდან აიღო.
* შუა საუკუნეების მონოლითურ ხელთათმანებს, რომლებიც თითებსა და იდაყვისკენ ფართო, ხოლო მაჯასთან ძალიან შევიწროებული იყო, „ქვიშის საათს” ეძახდნენ.
* როსტოველმა მკვლელმა ანდერძი დატოვა, რომ სიკვდილის შემდეგ მისი ნეშტი დაეწვათ და ფერფლისგან ქვიშის საათი გაეკეთებინათ.
* ამერიკელებისთვის მნიშვნელოვანია ფიბონაჩის რიცხვი, რაც მათ მეტრულ სისტემაში გამოსახული მონაცემების ინგლისურ საზომ ერთეულებში გადაყვანის საშუალებას აძლევს.