კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალი პოლიტიკოსები

მსოფლიოში რამდენიმე ქვეყანაა, სადაც პირველი პირი ქალია. მათ შორის ანგელა მერკელი, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქალბატონად სახელდება უკანასკნელი რამდენიმე წელია. არიან სხვა პოლიტიკოსი ქალებიც, რომლებსაც, შესაძლოა, ისეთი გავლენა არ აქვთ, როგორც მერკელს, მაგრამ, თავიანთ ქვეყნებში ისინი ნომერ პირველები არიან.

ლაურა ჩინჩილია – კოსტა-რიკის პრეზიდენტი

ლაურა ჩინჩილია ნარკომაფიასთან მებრძოლი ქალის სახელით არის ცნობილი. 1994 წელს ის კოსტა-რიკის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმა გაატარა ამ კუთხით. მან მთლიანად გარდაქმნა პოლიცია და მას ხალხის ნდობა დაუბრუნა. შემდგომში ლაურა იუსტიციის მინისტრი იყო, თანაც, არანაკლებად წარმატებული, ხოლო 2010 წლიდან ლაურა კოსტა-რიკის პრეზიდენტია და მის ერთ-ერთ მიღწევად სახელდება ქალებისთვის კვირაში ორის ნაცვლად სამი არასამუშაო დღის შემოღება. 

კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერი – არგენტინის პრეზიდენტი

კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერი არგენტინის პრეზიდენტი მას შემდეგ გახდა, რაც თანამდებობიდან მისი მეუღლე, ნესტორ კირშნერი გადადგა.  კრისტინა არგენტინის ისტორიაში მეორე ქალი პრეზიდენტია და პირველია, რომელიც საყოველთაო არჩევნებში აირჩიეს. კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერი  მსოფლიოს ყველაზე სექსუალური ქალი პოლიტიკოსების რეიტინგის მუდმივი წევრია.

დილმა რუსეფი – ბრაზილიის პრეზიდენტი

დილმა რუსეფი პირველი ქალი პრეზიდენტია ბრაზილიის ისტორიაში. დილმას პოლიტიკური კარიერა 1960-იან წლებში დაიწყო, როდესაც ის სამხედრო ხუნტას ებრძოდა და რამდენიმე წელი ციხეშიც კი გაატარა, სადაც აწამებდნენ. რუსეფის კანდიდატურას  ღიად უჭერდა მხარს მისი წინამორბედი, ლუის ინასიუ და სილვა. 

დალია გრიბაუსკაიტე – ლიტვის პრეზიდენტი

დალია გრიბაუსკაიტე 2009 წელს ლიტვაში „წლის ადამიანად” დაასახელეს. გარდა ამისა, ის ლიტვის პირველი ქალი პრეზიდენტია. რომელიც პირველივე ტურში აირჩიეს ამ თანამდებობაზე. დალია ერთ-ერთი იმ იშვიათთაგანი ქალი პრეზიდენტი გახლავთ, რომელიც არ გახლავთ გათხოვილი. პროფესიით ეკონომისტი დალია გრიბაუსკაიტე საბჭოთა კავშირის დროს ლენინგრადში სწავლობდა და „როტ-ფრონტის” ქარხანაში მუშაობდა.

ელენ ჯონსონ-სერლიფი – ლიბერიის პრეზიდენტი

ჯონსონ-სერლიფი პირველი ქალი პრეზიდენტია არა მარტო ლიბერიაში, არამედ, მთლიანად აფრიკის კონტინენტზე. თავისი დემოკრატიული ხედვის გამო, ჯონსონ-სერლიფი იდევნებოდა წინა მთავრობების მიერ: მას რამდენჯერმე აუკრძალეს სამშობლოში ჩასვლა და 10-წლიანი სასჯელიც კი აქვს მოხდილი, თუმცა, როგორც ჩანს, მისმა ბრძოლამ გაამართლა და  დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალი პოლიტიკოსია მსოფლიოში.

პაკ კინ ჰიო – სამხრეთ კორეის პრეზიდენტი

პაკ კინ ჰიო პირველი ქალი პრეზიდენტია სამხრეთ კორეის ისტორიაში. პრეზიდენტის თანამდებობაზე ის 2012 წლის დეკემბერში აირჩიეს. პაკ კინ ჰიო ცნობილი სამხრეთკორეელი გენერლის – პაკ ჩონ ჰის შვილია, რომელსაც 1963-1979 წლებში სამხრეთ კორეის პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა. უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში პაკ კინ ჰიომ ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენა არჩევნებზე.

скачать dle 11.3