კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სასწაული დოქიარის მონასტერში

ნიკიფორე მესამე ბოტანიატის მეფობის წლებში (1078-1081) წმიდა მთაზე, პატარა ადგილ დაფნიში მოღვაწეობდა ბერი ექვთიმე, რამდენიმე ძმასთან ერთად. სარკინოზების თავდასხმის შემდეგ, მათ დაფნის დატოვება მოუხდათ და იმ ადგილას დასახლდნენ, სადაც დღეს ამ ბერების მიერ დაარსებული დოქიარის მონასტერია.

ექვთიმეს შემდეგ იღუმენი გახდა მისი ძმისწული ნეოფიტე, რომელმაც მონასტერს უზარმაზარი ქონება გადასცა.

ფული ტაძრის, გარშემო ქვის გალავნისა და კოშკის ასაშენებლად გამოიყენეს, მაგრამ ტაძრის მოსახატად ფული აღარ ეყოთ. ამან ძლიერ დაამწუხრა ნეოფიტე და ღმერთს სთხოვა შემწეობა. ყოვლად მოწყალე უფალმა ასკეტს ასეთი სასწაულით უპასუხა.

წმიდა მთიდან 60 მილში, კუნძულ ლონგოსზე მონასტერს პატარა ეზო ჰქონდა. მის ახლოს მდებარეობდა ძველი კოლონა, რომელზეც ძლივს განირჩეოდა წარწერა: „ვინც თავში ჩამარტყამს, უამრავ ოქროს მოიპოვებს“. ბევრი ცდილობდა, მისგან ოქროს მოპოვებას, მის წვერს ქვებს ესროდნენ, მაგრამ უშედეგოდ.

ერთ 12 წლის ბიჭს, რომელიც მონასტრის ეზოში მუშაობდა, აზრად მოუვიდა, ამოეთხარა იმ ადგილას, სადაც წვერის ჩრდილი ეცემოდა მზის ამოსვლის დროს. ხანმოკლე შრომის შემდეგ ახალგაზრდა მარმარილოს ფილას წააწყდა, რომლის ქვეშაც დიდი ჭურჭელი აღმოაჩინა პირამდე სავსე ოქროთი. მან ძლიერ გაიხარა თავისი აღმოჩენით და მონასტერში გაიქცა.

– ხუცესო, – დარწმუნებით უთხრა მან იღუმენ ნეოფიტეს, – მე ჩვენს ჭიშკართან სიმდიდრე ვიპოვე! აკურთხე ბერები, რათა ის ჩვენს მონასტერში გადმოიტანონ.

იღუმენმა მას სამი ბერი გააყოლა, რომლებმაც ბიჭის ხელმძღვანელობით, ამოიღეს სკივრი თავისი მარმარილოს ფილიანად. მათ ყველაფერი ნავში ჩატვირთეს და მონასტრისკენ გაემართნენ. მაგრამ, კაბოსნებმა ცდუნებას ვერ გაუძლეს, დიდხანს არ უფიქრიათ, გადაწყვიტეს, ბიჭი წყალში გადაეგდოთ და ოქრო მიეთვისებინათ. როდესაც შებინდდა, ბერებმა ბიჭს ყელზე მარმარილოს ფილა შეაბეს და ნავიდან გადააგდეს. ღვთისმოშიშმა ყმაწვილმა ძლივს მოასწრო დაეყვირა:

– წმიდა მთვარანგელოზებო, მიხსენით!

იმავე წამს ზღვაზე ოქროს ფრთებიანი მთავარანგელოზები – მიქაელი და გაბრიელი გამოჩნდენ. მათ დასახრჩობად განწირული ზღვის ტალღებიდან აიტაცეს და თვალის დახამხამებაში დოქიარის მონასტერში გადაიყვანეს. ბოროტმოქმედებმა ოქრო გაინაწილეს და დამალეს, თვითონ კი ახლომდებარე გემთსაშენისკენ გაემართნენ. ეკლესიაში სასწაულებრივად მოხვედრილ შეშინებულსა და გაყინულ ბიჭს ჩაეძინა. როედსაც ძმები დილის ლოცვაზე მოიხმეს, ტაძარში მორჩილების მქონე ბერმა ტაძარი გახსნა და მძინარე ბიჭი მოჩვენება ეგონა. იგი ძლიერ შეშინდა და იღუმენთან გაიქცა.

– ხუცესო, ეკლესიაში მოჩვენება დავინახე და შესვლის მეშინია, – უთხრა უწყინარმა ბერმა.

– ნუ გეშინია, – უპასუხა იღუმენმა, – პირჯვარი გადაიწერე და თამამად შედი.

ბერმა მეორედ სცადა, მაგრამ ბიჭი ჯვრის გარდასახვის შემდეგ არ ქრებოდა. ბერს ისე ეშინოდა ტაძარში შესვლის, რომ იღუმენს დაუძახა. ძახილზე მოსულმა ნეოფიტემ თავისი მუშა იცნო, რომელსაც მარმარილოს ფილით ყელზე პირდაპირ იატაკზე ეძინა. ხუცესმა იატაკზე დააკაკუნა და ბიჭს გაეღვიძა.

– სად ვარ? – იკითხა საბრალომ, – ალბათ, ზღვის ფსკერზე, სადაც ბერებმა გადამაგდეს...

– არ იცი, სად ხარ? მონასტერში ხარ, ღვთის ტაძარში. მე იღუმენი ნეოფიტე ვარ. მითხარი, როგორ აღმოჩნდი აქ?

ბიჭი ცოტა ხანს გონზე მოსვლას მოუნდა, შემდეგ კი დაწვრილებით უამბო ყოველივე, რაც შეემთხვა. მალე იღუმენი შეხვდა ბოროტმოქმედებს და ჰკითხა:

– მამებო, სად არის სიმდიდრე?

– ოჰ, – ხელი ჩაიქნიეს მათ, – ეს ყველაფერი გამონაგონი იყო, ბიჭმა მოგვატყუა. ჩვენ ვეჩხუბეთ და ის გაიქცა.

– კარგი, ტაძარში წავიდეთ და ღმერთს მადლობა შევწიროთ.

ტაძარში შესულებმა უკიდურესი განცვიფრებით აღმოაჩინეს, რომ ბიჭი იქ იყო და მოულოდნელობისგან მეტყველების უნარი წაერთვათ. იღუმენი დაემუქრა მათ და დამალული სიმდიდრე მოატანინა. ასეთი ბროტმოქმედებისთვის ისინი მონასტრიდან გააძევეს, ბიჭი კი იღუმენმა ბერად აღკვეცა. ტაძარი მოიხატა და იკურთხა წმიდა მთავარანგელოზთა – მიქაელისა და გაბრიელის სახელზე.

скачать dle 11.3