კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭეშმარიტი სარწმუნოება

ოჯახური სათნოება ღვთისთვის მეტად საამოა

ერთხელ ღირსი მაკარი ეგვიპტელი მომეტებულად გულმოდგინედ ლოცულობდა. ამ დროს ზეციდან მოესმა ხმა: „შენ ჯერ კიდე ვერ მიემსგავსე ორ დედაკაცს, რომელნიც მახლობელ ქალაქში ცხოვრობენ. მაკარს გაუკვირდა ეს სიტყვები და მოინდომა მათი ცხოვრების გაგება. ბერი წავიდა ქალაქში და მოძებნა სახლი, რომელშიც ის ორი დედაკაცი ცხოვრობდა და კარებზე დააკაკუნა. კარი გაიღო, გამოეგება მას დედაკაცი და სიხარულით შეიყვანა ოთახში, სადაც მას მეორე დედაკაცი მიეგება. მაშინ მაკარმა უთხრა მათ: „მხოლოდ თქვენი გულისთვის მივიღე მე ჩემს თავზე დიდი შრომა. მე მოვედი შორეული უდაბნოდან, რომ შევიტყო თქვენი საქმენი, დაუფარავად აღიარეთ ყოველივე ჩემ წინაშე“. დედაკაცებმა ქალწულებრივი მორცხვობით მიუგეს: „კაცო ღვთისაო! განა შეიძლება, რაიმე ღვთის სათნო საქმე მოეთხოვოს იმას, ვინც მუდამდროს ოჯახის მზრუნველობაში არის გართული და უნდა აღასრულოს მეუღლის მოვალეობა?“ მაგრამ წმიდა მაკარი დაჟინებით სთხოვდა, რომ განუცხადონ მას, როგორ ატარებენ ისინი თავიანთ ცხოვრებას. მაშინ მადლიანმა დედაკაცებმა თავმდაბლად უთხრეს მას: „ჩვენ ორნი რძლები ვართ, მეუღლენი ღვიძლი ძმებისა; თხუთმეტი წელიწადია, ერთად ვცხოვრობთ და ამდენ ხანს ერთი საწყენი სიტყვა არ გაგვიგონია ერთიმეორისაგან; შვილები არ გვყავს და თუ უფალმა მოგვანიჭა ისინი, პირველი ჩვენი ზრუნვა იქნება ღვთის ვედრება, რომ ღმერთი შეგვეწიოს, აღვზარდოთ ისინი მორწმუნენი და კეთილმოქმედნი; მოსამსახურეებს ვეპყრობით თავაზიანად; ბევრჯერ მოვინდომეთ მონაზვნად შედგომა, მაგრამ მეუღლეებიდან ნებართვა ვერ გამოვითხოვეთ; ვგრძნობთ რა ჩვენდამი მათ სიყვარულს, გადავწყვიტეთ, მათთან დარჩენა მათდა სანუგეშოდ; ხოლო ჩვენი ცხოვრება ცოტათი მაინც რომ მიემსგავსოს წმიდა მეუდაბნოე დედათა ცხოვრებას, გულში გადავწყვიტეთ, ვერიდოთ ჭორებს და ყოველივე ცუდუბრალო საუბრებს, უფრო ხშირად ვიმყოფებოდეთ შინ და ვუვლიდეთ ოჯახს.“

მოისმინა რა ესე, მაკარიმ სთქვა: „ჭეშმარიტად ღმერთი მას კი არ უცქერს, ქალწულია ვინმე თუ შეუღვლილი, ბერია თუ ერი, არამედ ეძებს მხოლოდ გულით კეთილი საქმეების მიმდევარს. და კეთილი საქმეების ეგეთ მიმდევარს უფალი შეიწყნარებს, მოხედავს მას და მოუვლენს სულიწმიდას, რომელიც ამოქმედებს და მართავს ცხოვრებას თითოეულ კაცისას, რომელსაც კი უნდა ცხოვნება“. ეს მაგალითი, ძმანო ქრისტიანენო, ცხადად გვიჩვენებს, რომ ცხოვნება შეუძლია ყოველ ქრისტიანს, ბერია ის, თუ ერი, შეუღლებული არის თუ ქალწული. მხოლოდ კაცს უნდა ჰქონდეს გული კეთილი, ჭეშმარიტი სარწმუნოება და ასრულებდეს კეთილ საქმეებს.

„რომელმან ჰპოოს ცოლი კეთილი, უპოვნიეს მადლი, ხოლო მიუღებიეს სიწყნარე უფლისა მიერ (იგავ. 18,22)“ „დედა-კაცისა კეთილისა სანატრელ არს ქმარი, და რიცხვი დღეთა მისთა მრჩობელ კეც. დედა-კაცი კეთილი ახარებს ქმარსა თვისსა და წელთა მისთა აღავსებს მშვიდობითა. დედა-კაცი კეთილი ნაწილი კეთილისა, წილსა შინა მოშიშსა უფლისა მიეცეს (ზირაქ. 26, 1-3)“.

 

скачать dle 11.3