წონაში კლება და დიეტოლოგების რჩევები
ცნობილი დიეტოლოგი და ნუტრიციოლოგი ჯეიჯეი ვირჯინისე რამდენიმე რჩევას გვიზიარებს, რომელთა მეშვეობითაც მისმა ერთ-ერთმა პაციენტმა 3 კვირის ვადაში სწრაფად, ეფექტურად და, რაც მთავარია, ჯანმრთელად დაიკლო არასასურველი კილოგრამები. თუ თქვენ კონკრეტული ღონისძიებისთვის ემზადებით ან უბრალოდ საზაფხულო არდადეგებისთვის სხეული სასურველ ფორმაში გსურთ მოიყვანოთ, გადაიკითხეთ ვირჯინისეს რეკომენდაციები.
1. ამოიღეთ საკვები რაციონიდან გლუტენის შემცველი საკვები პროდუქტები: ხორბალი, ქერი, ჭვავი და მათგან დამზადებული ნებისმიერი პროდუქცია. როგორც ერთ-ერთი უახლესი კვლევა ადასტურებს, გლუტენზე უარის თქმა დადებითად აისახება თქვენს წონაზე.
2. დღის რაციონიდან 2 კვება შეცვალეთ ცილოვანი შეიკით – დიეტოლოგი საკუთარი გამოცდილებით გვირჩევს, რომ ასეთი ჩანაცვლების დროს ცხიმის კლება და დაკლებული წონის შენარჩუნება გაცილებით მარტივია. სპეციალური ცილოვანი ფხვნილი (შეიძინეთ მხოლოდ აფთიაქებში და მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის გავლის შემდეგ!) შეგიძლიათ სხვადასხვა ხილთან ან ბოსტნეულთან ერთად დააბლენდეროთ – კენკრა, ავოკადო, სალათის ფოთლები, სელის თესლი, ქოქოსის ან ნუშის რძე – და მიირთვათ.
3. დღის განმავლობაში მხოლოდ 150 გრამამდე ხილი მიიღეთ – ორგანიზმში ჭარბი რაოდენობით ფრუქტოზის მოხვედრა (ფრუქტოზა ხილში არსებული ბუნებრივი დამატკბობელია) რიგ შემთხვევებში, წონაში დაკლებასაც აფერხებს და შესაძლოა, მატებაც კი გამოიწვიოს. დიდი რაოდენობით ფრუქტოზამ შესაძლოა ლეპტინისადმი რეზისტენტობა გამოიწვიოს თქვენს ორგანიზმში – ლეპტინი ჩვენს ტვინს დანაყრებისა და, შესაბამისად, ჭამის შეწყვეტის სიგნალს აძლევს.
4. სახამებლის შემცველი ნახშირწყლების ნაცვლად სხვა მწვანე ბოსტნეული მიირთვით – კარტოფილი, ბრინჯი და მსგავსი სახამებლისშემცველი საკვები ჩაანაცვლეთ ფოთლოვანი ბოსტნეულით, რომლებიც გაცილებით მეტი რაოდენობით უჯრედისს და მკვებავ ნივთიერებებს შეიცავენ.
5. უჯრედისის მიღება ეტაპობრივად გაზარდეთ – დიდი რაოდენობით უჯრედისს შეიცავს და ცხიმების წვაში გვეხმარება ავოკადო, მოცვი, ოსპი, ასე რომ, შეიტანეთ ისინი თქვენს საკვებ რაციონში.
6. მადის შესამცირებლად სცადეთ შემდეგი: ჭამამდე 30-60 წუთით ადრე რამდენიმე ჩაის კოვზი დაფქული სელის თესლი შეურიეთ ერთ დიდ ჭიქა წყალს და მიირთვით.
7. დღე-ღამის განმავლობაში მინიმუმ 7 საათით მაინც გამოიძინეთ – საუკეთესო ვარიანტში იძინეთ 9 საათი (ეს პირადად ჩემთვის ყველაზე ძნელად შესასრულებელი პუნქტია!)
8. აკეთეთ კარდიოსავარჯიშოები, როდესაც 30 წამიდან რამდენიმე წუთამდე ვარჯიში მაღალი ინტენსივობით მიმდინარეობს, შემდეგ კი 1-5 წუთი შედარებით მშვიდი და მსუბუქი ვარჯიში მოსდევს. ასეთი ვარჯიში ცხიმის წვისთვის იდეალურია.
9. და ბოლოს, მუდმივად ეცადეთ, რომ განიტვირთოთ, სარელაქსაციო ვარჯიშები, მედიტაცია აკეთოთ, რაც დადებით ემოციებთან და ფიქრებთან არის დაკავშირეული. არაფერი უწყობს წონაში მატებას ხელს ისე, როგორც ყოველდღიური სტრესი და დაძაბული გრაფიკი.
და რაც მთავარია – დიეტოლოგები გვირჩევენ, რომ წყლის დასალევად, წყურვილის გრძნობას ნუ დაველოდებით – თუ მოგვწყურდა, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმში წყლისგან გამოფიტვის პროცესი დაწყებულია. მნიშვნელოვანია, რომ წყლის დალევა ჩვევად აქციოთ, რასაც ყველა თავისებურად ახერხებს. საკუთარი მაგალითი შემიძლია, გაგიზიაროთ და გითხრათ, იმისათვის, რომ ეს წესი ჩვევად მექცია, დაახლოებით, ერთი კვირა დამჭირდა. ამაში კი „ბაკურიანის“ წყლის 1.5-ლიტრიანი ბოთლი დამეხმარა, რომელსაც ყოველ დილით, სამსახურში მისვლამდე ვყიდულობ.