სად ტარდება ყველაზე ეფექტური და უსისხლო ლაპაროსკოპიული ოპერაციები საქართველოში
უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ კონსტანტინე ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის პრიორიტეტს წარმოადგენს სამედიცინო მომსახურების მაღალ ხარისხთან შერწყმული ხელმისაწვდომი ფასი. ეს არის ქირურგიის „ერთგვარი მექა” საქართველოში, სადაც წარმატებით ფუნქციონირებს თითქმის ყველა ქირურგიული დარგი. მაღალკვალიფიციური ექიმები ფართო სპექტრის ურთულეს ოპერაციებს აკეთებენ. კლინიკაში ფართოდაა დანერგილი ლაპარასკოპიული ქირურგია, რომელსაც წარმატებით ფლობს ქირურგთა აბსოლუტური უმრავლესობა. კლინიკა აღჭურვილია ერთ-ერთი საუკეთესო ბრენდის, OLIMPUS-ის 2013 წლის უახლესი მოდელის აპარატით – VICERA PRO.
ლაპარასკოპიული მეთოდით, ასევე, ტარდება როგორც გეგმიური, ისე ურგეტული ოპერაციები. ლაპარასკოპიული ქირურგია ცენტრში 24 საათის განმავლობაშია ხელმისაწვდომი, რაც მისი ექსკლუზივია. ჩვენი რესპონდენტები არიან ქირურგიული დეპარტამენტის უფროსი – ლექსო ლაგვილავა და გინეკოლოგიური დეპარტამენტის უფროსი – მინდია იობაშვილი.
ლექსო ლაგვილავა: ქირურგიის ეროვნული ცენტრის პრიორიტეტია მედიცინის უახლესი მიღწევების დანერგვა და თანამედროვე ქირურგიის განვითარება. ამისთვის მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს სიახლეების ძიება და ახალი მეთოდების ათვისება. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ლაპარასკოპიულ მიმართულებას, რადგან თანამედროვე მიდგომა გულისხმობს, მინიმალური ჩარევით მაქსიმალური შედეგის მიღწევას.
– რა ოპერაციები ტარდება ქირურგიის ცენტრში ლაპარასკოპიულად?
– თითქმის ყველა ოპერაცია შესაძლებელია, ჩატარდეს ლაპარასკოპიულად, თუ ამის სათანადო ჩვენება არსებობს. გვაქვს დიდი გამოცდილება გეგმიური ოპერაციების წარმოებაზე, მაგალითად, ნაღვლის ბუშტსა და ელენთაზე (ქოლეცისტექტომია, სპლენექტომია).
ქირურგიის ცენტრში კეთდება ბარიატრიული ოპერაციები სიმსუქნის გამო. ეს არის კუჭის ვერტიკალური რეზექცია (სლივგასტრექტომია). ეს ოპერაციაც ლაპაროსკოპიული მეთოდით კეთდება და პრაქტიკულად, მესამე დღეს ავადმყოფი ბინაზე ეწერება. ოპერაციის შემდეგ, პაციენტი წონაში იკლებს და ის სიმპტომები, რომელიც სიმსუქნის გამო იყო გამოწვეული, პრაქტიკულად, უქრება. უმჯობესდება მისი ცხოვრების ხარისხი, იზრდება მოტივაცია.
მინდია იობაშვილი: კლინიკაში წარმოებს ნებისმიერი სირთულის ოპერაციები როგორც ღია, ისე ლაპაროსკოპიული მეთოდით. მათ შორის: საკვერცხის კისტის და საშვილოსნოს მიომის ამოკვეთა, საშვილოსნოს და დანამატების ამოკვეთა (ვაგინალური და ლაპაროსკოპიული მეთოდით), ლაპაროსკოპიული ოპერაციები საშვილოსნოსგარე ორსულობის გამო, ყელისა და საშოს კედლების პლასტიკა, პოლიპექტომია.
– რატომ არის ლაპაროსკოპია არჩევის მეთოდი რეპროდუქციული ასაკის ქალებში?
– ხანმოკლე ოპერაციის შემდგომი პერიოდი წარმოადგენს ლაპაროსკოპიის ერთ-ერთ დადებით მხარეს მუცელკვეთასთან შედარებით. რეაბილიტაციის პერიოდი მოკლეა, პაციენტი სწრაფად უბრუნდება აქტიური ცხოვრების რიტმს. ამავე დროს, ქალს არ რჩება უხეში პოსტოპერაციული ნაწიბური კანზე და პრაქტიკულად, არ ვითარდება შეხორცებები მუცლის ღრუში. ამიტომ, რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის, ვისაც დედობა სურს, არჩევის მეთოდად მიჩნეულია სწორედ ლაპაროსკოპიული გინეკოლოგია.
– უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ოპერაციები, რომლებიც ქირურგიის ინსტიტუტში კეთდება, სხვასთან შედარებით, ხელმისაწვდომი ფასებითაც გამოირჩევა.
კლინიკა თანამედროვე მენეჯმენტის პრინციპებით იმართება. აქტიურად ვმონაწილეობთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც, გადაუდებელი ქირურგიული და კონსერვატიული მკურნალობა უფასოა. გეგმიურ ოპერაციებზე კი, მოქმედებს თანადაფინანსების პრონციპი და მხოლოდ 30%-ის გადახდა უწევს პაციენტს, ისიც დაბალი ტარიფიდან.
ინტერვიუს დასასრულს, არ შემიძლია, არ შევეხო, ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნულ ცენტრში, აქტიურად მიმდინარე სამედიცინო მენეჯმენტისა და ჰოსპიტალური ადმინისტრირების თანამედროვე სტანდარტების დანერგვას. ამაში ცენტრს ეხმარებიან უცხოელი პარტნიორები, კლინიკები, რომლებთანაც ჩამოყალიბებული აქვს საკმაოდ კარგი ურთიერთობა. ერისთავის სახელობის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ახლახან, ამერიკის შეერთებულ შტატებში მეტად საინტერესო პროგრამა გაიარა, რომლის სახელწოდებაც არის – „საბიტი.” პროგრამა მოიცავდა 4 სხვადასხვა შტატში, 10-ზე მეტი მსხვილი ჰოსპიტლის, ასევე, სადაზღვევო კომპანიების ასოციაციების, ჰოსპიტალური ასოციაციების, სამედიცინო აპარატურის მწარმოებელი ფირმებისა და კომპანიების, ასევე, სხვადასხვა ორგანიზაციების გაცნობას. „საბიტის” საშუალებით, ერისთავის კლინიკამ მოიპოვა ძალიან ბევრი პარტნიორი ამერიკის შეერთებულ შტატებში და დღეს ამ პროცესების აქტიური დანერგვა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე იგეგმება გაცვლითი პროგრამები და ექიმთა სტაჟირება ამ მიმართულებით. პროგრამის წარმატებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის „საბიტის” პროგრამის დირექტორატს. აღნიშნული პროგრამა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია.