კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა თანხას ინახავს ანაბრებზე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი 1981 წელსაა დაბადებული. საქართველოში უმაღლესი გაანთლება ტექნიკურ უნივერსიტეტში მიიღო, სადაც 1998-2005 წლებში სწავლობდა და  ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხებიც მოიპოვა საერთაშორისო და რეგიონალურ კონფლიქტებში. 2006-2008 წლებში მილანის მენეჯმენტის სკოლაში განაგრძო სწავლა და საერთაშორისო საჯარო მენეჯმენტში მაგისტრის ხარისხიც მიიღო. მინისტრის ახალგაზრდა მოადგილე ქალბატონის შრომითი ბიოგრაფია 1999  წელს იწყება საერთაშორისო განათლების ამერიკის საბჭოებში, სადაც მან 2006 წლამდე პროექტის მენეჯერად იმუშავა. 2007-2008 წლებში იტალიაში, VISION & VALUE Management Consulting-ის ანალიტიკოსი გახდა;  2008-2010 წლებში – ფონდ „ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერი; 2010 წელს საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორად დაინიშნა, 2012 წლიდან დღემდე კი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეა.

ქ-ნი  ბოჭორიშვილის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2011 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორმა. ოჯახის წევრებად არავინ მიუთითებია და არ არის აღნიშნული არც უძრავი და არც მოძრავი ქონება. მხოლოდ ისაა მითითებული, რომ 2010 წლის განმავლობაში მან, როგორც ათასწლეულის ფონდის საზოგადობასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტმა, 39 250 ლარი აიღო. ამას გარდა, 2009 წელს ქეთევან ბოჭორიშვილს 40 000 აშშ დოლარის ოდენობის სესხი აუღია, რომლის მომსახურებაშიც 2010 წელს 10 071 აშშ დოლარი გადაუხდია.

2013 წელს ქეთევან ბოჭორიშვილმა დეკლარაცია ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ამპლუაში შეავსო და ოჯახის წევრებად მიუთითა: მამა – ავთანდილ ბოჭორიშვილი; დედა – მარიამ ბოჭორიშვილი; ძმა – ნიკოლოზი; რძალი – თამარ ბალაძე და ძმისშვილი – სანდრო. ოჯახის უძრავი ქონება ავთანდილ ბოჭორიშვილის საკუთრება იყო. კერძოდ: მიწის ნაკვეთი სოფელ დიღომში (595 კვ. მ. ფართობის) და იქვე მდებარე საცხოვრებელი სახლი – 350 კვ. მ. ფართობის. ნიკოლოზ ბოჭორიშვილს კი ჰყავდა ორი ავტომანქანა: 2011 წლის hunday grande და 2011 წლის „მინი-კუპერი.” ქეთევან ბოჭორიშვილს ანაბარი ჰქონდა გახსნილი „საქართველოს ბანკში“, რომელზეც 8 042 აშშ დოლარს ინახავდა. 

ნიკოლოზ ბოჭორიშვილი შპს „სტუდია მეტროს“ პარტნიორია და ამ საქმიანობამ მას 2011 წლის განმავლობაში 17 130 ლარი მოუტანა.  რაც შეეხება სხვა შემოსავლებს: 2011 წლის განმავლობაში ნიკოლოზ ბოჭორიშვილმა, როგორც „სტუდია მეტროს“ დირექტორმა 72 400 ლარი აიღო; თამარ ბალაძემ, როგორც „რომპეტროლის“ მომხმარებელთა მომსახურების კოორდინატორმა – 18 000 ლარი; ხოლო ქეთევან ბოჭორიშვილმა, როგორც საინვესტიციო სააგენტოს დირექტორმა – 38 000 ლარი.

2013 წლის დეკლარაციით ვიგებთ, რომ ოჯახის უძრავი ქონების ჩამონათვალს დაემატა: ნიკოლოზ ბოჭორიშვილის საკუთრება – საცხოვრებელი სახლი ბახტრიონის ქუჩაზე (203 კვ. მ.) და მარიამ ბოჭორიშვილის საკუთრება – საცხოვრებელი სახლი აბაშელის ჩიხში (68 კვ. მ. ფართობის). ქეთევან ბოჭორიშვილს კი უკვე ორი ანაბარი აქვს, რომლებზეც  18 347 ლარსა და 10 271 აშშ დოლარს ინახავს. ნიკოლოზ ბოჭორიშვილი კვლავაც „სტუდია მეტროს“ პარტნიორია – 2012 წლის განმავლობაში მან ამ ამპლუაში 17 130 ლარი აიღო; სამეწარმეო საქმიანობა დაუწყია მარიამ ბოჭორიშვილსაც და მან, როგორც საგანმანათლებლო ორგანიზაცია „დიდაქტიკის“ პარტნიორმა, 4 600 ლარი აიღო. რაც შეეხება სხვა შემოსავლებს: ნიკოლოზ ბოჭორიშვილმა, როგორც „სტუდია მეტროს“ დირექტორმა, წლიურ ხელფასად 78 353 ლარი აიღო; მისმა მეუღლემ იმავე პოზიციაზე „რომპეტროლში“ – 32 971 ლარი; ქეთევან ბოჭორიშვილმა, როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ,  62 129 ლარი; მარიამ ბოჭორიშვილმა, როგორც სამედიცინო კოლეჯ „პანაცეის“ ლექტორმა – 230 ლარი. ქეთევან ბოჭორშვილს იპოთეკური სესხის მომსახურება 2012 წელს 17 214 აშშ დოლარი დაუჯდა.

2014 წელს შევსებული დეკლარაციით, ქეთევან ბოჭორიშვილი დედ-მამასთან ცხოვრობს.  აქვს ორი ანაბარი, რომლებზეც 20 851 ლარსა და 10 271 აშშ დოლარს ინახავს. მარიამ ბოჭორიშვილი კვლავ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და როგორც „დიდაქტიკის“  პარტნიორმა, 2013 წლის განმავლობაში 1 600 ლარი აიღო, როგორც „პანაცეის“ ლექტორმა – 2 347 ლარი. დასაქმებულა ავთანდილ ბოჭორიშვილიც – საპროექტო ინსტიტუტ „თბილზნიეპის“ დირექტორის მოადგილედ და მის შემოსავალს 1 000 ლარი შეუდგენია. ხოლო ქეთევან ბოჭორიშვილმა, როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ – 62 129 ლარი აიღო. ქეთევან ბოჭორიშვილს 2013 წელს 40 000 აშშ დოლარიანი იპოთეკური სესხის მომსახურება 5 370 აშშ დოლარი დასჯდომია და მეორე სესხიც აუღია – უნივერსალური იპოთეკური, 67 000 აშშ დოლარის ოდენობით.

 

скачать dle 11.3