კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ევრაზიულად ჯანმრთელები

არა – წვრილქუსლიან ფეხსაცმელს!

 

მართალია, დღემდე არ გადაწყვეტილა, დაუჭერს თუ არა რფ-ის „დუმა“ მხარს ერთ-ერთი „დუმელის“ ინიციატივას 40 წლამდე ქალებისთვის თამბაქოს ნაწარმის მიყიდვის აკრძალვის შესახებ, მაგრამ თითქმის იმავე მოტივების მეორე ინიციატივაც დააწიეს.

კერძოდ, „სამართლიანი რუსეთისა“ და „დუმის“ წევრმა ოლეგ მიხეევმა ევრაზიულ ეკონომიკურ კომისისას თხოვნით მიმართა, რომ საბაჟო კავშირის ტექნიკურ რეგლამენტში ფეხსაცმელებთან დაკავშირებით ახალი მოთხოვნები შეიტანონ. დეპუტატი ითხოვს, აიკრძალოს წვრილქუსლიანი და სრულიად უქუსლო ფეხსაცმელი. – 

აკრძალვას მეტად კეთილშობილური მიზანი აქვს. როგორც დეპუტატი განმარტავს, ამ ტიპის ფეხსაცემელები აზიანებს მოქალაქეთა ჯანმრთელობას, ევრაზიული კავშირის წევრ სახელმწიფოთა მოქალაქეები კი ყველაზე ჯანმრთელები უნდა იყვნენ ამ და, სასურველია, ყველა გალაქტიკაში, ერთად აღებულში!

კომისიას ინიციატივა მიუღია და განხილვის პირობაც მოუციათ, თუმცა ერთი ისაა, რომ ვადები არ დაუკონტრეტებიათ. ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ, მაგალითად, დიმიტრი როგოზინი რუსეთის მოქალაქეებს მთვარის საფუძვლიან ათვისებასაც დაჰპირდა, ზედაც, მარსიანად, ამდენის გასაძლებად კაჟივით ჯანმრთელობა მათ მოქალაქეებს ნამდვილად დასჭირდებათ! 

скачать dle 11.3