კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სამოხელეო უმწიკვლოების ფასი

კაცი ვარ და სკამზე ვზივარ!

 

ჩვენმა ჩინოვნიკებმა თავიანთ სამოხელეო უმწიკვლოებას ფასი ჯერ კიდე ვარდების რევოლუციის შემდეგ დაადეს, როდესაც რეფორმებისა და განვითარების ფონდი შეიქნმა, რომელსაც უნდა უზრუნველეყო ჩინოვნიკთათვის მაღალ-მაღალი ხელფასები, რათა არ ცდუნებულიყვნენ (ანუ ჩვენი ჩინოვნიკები ზუსტად იმდენად ღირან, რამდენნულიანიცაა მათი ხელფასი, აი, მაგალითად, პირადად მე ვფიქრობ, რომ, უბრალოდ, შეუფასებელი ვარ – .

დრო გადიოდა და ძღომის განცდა უფრო და უფრო საამური ხდებოდა იქ, ზემოთ მყოფთათვის. გასულ კვირას დიდი მითქმა-მოთქმა საკრებულოს ბოლო საპრემიო გაბრძოლებამ გამოიწვია. გაირკვა, რომ პოლიტიკურ ნიჩაბზე დამსხდარი საკრებულოელები ხელფასის 350 პროცენტის ოდენობის პრემიას იწერდნენ. თუმცა მოგვიანებით განგვიმარტეს, 350-ს კი არა, 300-სო (ანუ მილიონს რომ კაპიკი აკლია, მილიონი არ არისო). მეორეც – საკრებულოს თავჯდომარემ, ბ-ნმა შიხიაშვილმა მოგვახსენა, რომ საკრებულოში, მათი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, არასდროს გაცემულა დაუმსახურებელი პრემია (იმდენს ვშრომობთ, სულ ჯანებში მიდისო!).

მეტიც, (მოვიხმობ ციტატას): „სწორედ ამის შედეგია, რომ აღარ ეძლევა საშუალება ზოგიერთ ვაჟბატონს, 50 მილიონობით ლარი არამიზნობრივად გაფლანგოს.“ „ზოგიერთ ვაჟბატონში“, ცხადია, ბ-ნი უგულავა იგულისხმება. რაც მთავარია, პრემიები იმიტომ გამოვიწერეთ, რომ საქველმოქმედო ფონდში გადავრიცხოთო (ანუ, როგორც ჩემს ბავშვობისდროინდელ ერთ-ერთ მოთხრობაშია:  ჩვენ დავიჭერთ 5 ლომს, მაგრამ 3-ს გავუშვებთ, რადგან მხოლოდ 2 გვჭირდებაო).

და მართლაც, ბ-ნმა შიხიაშვილმა დოკუმენტიც გამოამზეურა, რომელიც ადასტურებდა, რომ თავისი ეს ბოლო პრემია საქველმოქმედო გზას გაუყენა და იმედი გამოთქვა, რომ მისი დანარჩენი კოლეგებიც ასევე მოიქცევიან. ცნობისთვის, გაცემული პრემიების ოდენობა 6 200 ლარიდან 8 496 ლარამდე მერყეობს (ყველაზე მეტი, ბუნებრივია, საკრებულოს თავმჯდომარემ მიიღო).

ჩვენ არ ვიცით, იმთავითვე იყო განზრახული თუ სიტუაციის ამღვრევის შემდეგ გაჩნდა პრემიების საქველმოქმედოდ გამოყენების იდეა, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ქველმოქმედება ეწადათ, საკუთარი დანაზოგით ექველმოქმედათ, ამ ჩვენი გადასახადებით დაგროვილ ფულს რატომ ფანტავენ, თითქოს მამა-პაპამ დაუტოვა მემკვიდრეობით?!

скачать dle 11.3