კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცოცხალი „მკვდრები“

ასაღიარებელი ასაღიარებელს

აეკიდაო

 

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბ-ნმა შტაინმაიერმა, ფართო ევროპულ და ჩრდილოურ საზოგადოებას აუწყა, რომ უკრაინა „ნატოს“ წევრი ვერ გახდება და, თუკი 2008 წლის ბუქარესტის სამიტით ვიმსჯელებთ, სადაც გერმანიისა და საფრანგეთის ძალისხმევით „მაფი“ არ მოგვცეს, რაც მეტად ადეკვატურად გაიგო ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა და აგვისტოს ომით დააგვირგვინა, სავარაუდოა, რომ რფ გერმანელი დიპლომატის ამ განცხადებასაც „მწვანე შუქად“ აღიქვამს.

ამის პარალელურად, გასულ კვირას, ჩვენმა „იუჟნაია ოსეტიელმა“ „პრ.“ თიბილოვმა სპეცგანკარგულება გამოსცა, რის მიხედვითაც ოფიციალურად აღიარა თვითგამოცხადებული „ლუგანსკის რესპუბლიკა“.

მანამდე კი „იუჟნაია ოსეტიას“ „პარლამენტს“ ერთხმად მიუმართავს თავისი „პრ.“-სთვის, აღიარე, დიდო ხელმწიფეო, რამეთუ „ხალხის თვითგამორკვევის უფლება უზენაესიაო“! მოგვიანებით საქმეში „სამხრეთოსური” „საგარეო უწყებაც“ ჩართულა და პროცედურების მომზადება დაუწყია „ლუგანსკის რესპუბლიკასთან“ დიპურთიერთობის დამყარებისთვის.  – 

ცნობისთვის: ლუგანსკში რეფერენდუმი 11 მაისს ჩატარდა, 12-ში კი დამოუკიდებლობაც გამოაცხადეს, თუმცა ჯერჯერობით დედამიწის ზურგზე, ამ ჩვენი სეპარატისტების გარდა, ისინი არავის უღიარებია. ჩვენ არ ვიცით, ეს „პრ.“ თიბილოვისა და მისი სეპარატისტული სამწყსოს პირადი შემოქმედებაა, რათა რფ-ს საფუძვლიანად აამონ, თუ სხვა რამ მოტივი, თუმცა ის კი აშკარაა, მკვდარი (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ასაღიარებელი) მკვდარს (ასაღიარებელს) აეკიდაო…  

 

скачать dle 11.3