ქათმის სალათა ბულგარული წიწაკით
საჭირო ინგრედიენტები: 300 გრამი მოხარშული ქათმის ფილე, 4 ცალი სხვადასხვა ფერის ტკბილი წიწაკა, 1 ცალი ცხარე მწვანე წიწაკა, 2 ცალი კიტრი, 1 კონა მწვანე ხახვი, 2 სადილის კოვზი ლიმონის წვენი, 150 მილილიტრი მაიონეზი, 1 სადილის კოვზი მდოგვი, 1 კონა კამა, მარილი და პილპილი გემოვნებით, სალათის ფოთლები.
მომზადების წესი: ქათმის ხორცი დაჭერით, დაუმატეთ დაჭრილი მწვანე ხახვი, კამა, კიტრი და წიწაკა. მაიონეზში აურიეთ ლიმონის წვენი, მარილი, პილპილი, მდოგვი და მოასხით სალათას, მოათავსეთ სალათის მწვანე ფოთლებზე და ზემოდან მორთეთ, დაჭრილი ბულგარული და მწვანე, ცხარე წიწაკით.