კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცნობილ ადამიანთა ენამახვილური გამონათქვამები

შამილი რომ დაიჭირეს, ბარიატინსკისთან მისი ნაიბები და ლეკები მოდიოდნენ დამორჩილების ნიშნად. ერთმა ნაიბმა ძლიერ დააგვიანა – მთელი ორი დღე აცდევინა თურმე ბარიატინსკის; ბოლოს მაინც ეახლა.

– შენ რად დაიგვიანე ასე? – ჰკითხა წყრომით სარდალმა.

ნაიბმა აუჩქარებლად და ღირსეულად ჯერ თათრული სალამი მისცა „ნამესტნიკს” და მერე მოახსენა დინჯად:

– სარდალო, ვინც გვიან მოვა, ის გვიანაც წავაო.

***

ფერშალმა პეტრე ა-შვილმა სოფლის ყრილობაზე თავი იქო:

– კაცი არ არის, რომ ჩემის ხელობის გამო მემდურებოდესო.

– ცოცხალი რომ აღარავინ გადაგრჩა, ვიღა დაგემდურებაო, – უპასუხა მამასახლისმა.

***

ერთმა აკაკისგან ათვალწუნებულმა ახალგაზრდა კაცმა საყმაწვილო წიგნების ბეჭდვას მიჰყო ხელი.

– აი, ეს მომწონს! საყმაწვილო წიგნი ბავშვმა უნდა გამოსცესო, – თქვა შეუბრალებელმა აკაკიმ.

***

ერთმა ქალმა უსაყვედურა აკაკის:

– შენი სიტყვები ლოდივით მაწევს გულზეო!

– რა ვქნა, ბატონო... მე მაინც ვერ დავიმუნჯებ თავს. ნეტავი, სულაც, ჩემს სიტყვებად გადამაქციაო, – მიუგო აკაკიმ.

***

ერთ-ერთ შეხვედრაში თბილისის „დინამო“ დიდი ანგარიშით მარცხდებოდა. დინამოელთა საჯარიმოსთან მსაჯმა ჯარიმა დანიშნა. ქართველმა ფეხბურთელებმა, წესისამებრ, „ცოცხალი კედელი“ აღმართეს. ეროსი მანჯგალაძემ, რომელიც „დინამოს“ თამაშით უკმაყოფილო იყო, თავისი განწყობილების შესაფერისი ფრაზა რადიოეთერში პირდაპირ თქვა: „აღმართეს მკვდრებმა ცოცხალი კედელი“.

скачать dle 11.3