კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანეკდოტები

– ალო, გიას სთხოვეთ...

– აქ გია არავინ არის...

ხუთი წუთის შემდეგ.

– ალო, გია ხომ არ მოსულა?

– ხომ გითხარით, გია აქ არ ცხოვრობს.

ხუთი წუთის შემდეგ.

– ალო, უკაცრავად, გია კიდევ არ არის?

– ხომ გითხარით, აქ გია არავის ჰქვია! ვა...

ხუთი წუთის შემდეგ.

– ალო, გია ვარ, ჩემთან ხომ არავის დაურეკავს?!

***

ერთ არაბ ნავთობმაგნატს სისხლი დასჭირდა. შესაბამისი სისხლი ვერსად იშოვეს, ბოლოს ერთ ებრაელს აღმოაჩნდა. გადაუსხეს. არაბი გამომჯობინდა და ებრაელს სახლი და ძვირფასი მანქანა აჩუქა. ერთი წლის შემდეგ, ისევ დასჭირდა არაბს სისხლი. ებრაელმა სიხარულით მიირბინა და გადაუსხა, რისთვისაც შეიხმა ყუთით ნამცხვარი გადასცა.

– კი მაგრამ, მაშინ სახლი და მანქანა მაჩუქეთ...

– ჰო, მაშინ ებრაული სისხლი არ მქონდა...

***

ადვოკატი სასამართლო პროცესზე გამოდის:

– რომ დაგიმტკიცოთ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ ეჭვმიტანილს, დანაშაულის მომენტში არანაირად არ შეეძლო მკვლელობის ადგილზე ყოფნა, გაჩვენებთ მისი ინტერნეტსაიტებზე ყოფნის ისტორიას.

– არ გინდათ! მე გადავწყვიტე, ვაღიარო დანაშაული! – წამოხტა ეჭვმიტანილი.

***

სამსახური ვერ ვიშოვე, სამაგიეროდ, 20 ენაზე ვისწავლე ფრაზა „საჭმლის ფული არ მაქვს“... ყოველი შემთხვევისთვის.

***

– ჩემს შეყვარებულს ახალ წელს საჩუქარი ნაძვის ხის ქვეშ დავუდე...

– და მოეწონა?

– რა ვიცი, დღემდე ეძებს... ტყე ხომ დიდია.

***

60-იან წლებში ბირთვული ფიზიკის მოღვაწეები შავ ზღვაზე დასასვენებლად ჩამოვიდნენ. იყიდეს ლუდი და სანაპიროზე ჩამოსხდნენ. ლუდის ბოთლები პლასტმასის სახურავებიანია. მათ გასახსნელი არ აქვთ და დალევას ვერ ახერხებენ. იქვე, მამაკაცს სძინავს, მიმართეს, იქნებ გაგვიხსნაო. იმან გაახურა სახურავი, თავისუფლად მოხადა ბოთლს თავი და დააყოლა:

– ფიზიკა უნდა იცოდეთ!

და ფიზიკაში მიღწეული წარმატებისთვის ერთი ბოთლი ლუდიც მიიღო.

***

– მამი, როდესმე სკოლის მასწავლებელი თუ შეგყვარებია...

– ჰო, შვილო... 

– და მერე?

– რა და... დედაშენმა გაიგო ყველაფერი და... ორშაბათიდან სხვა სკოლაში ივლი...

***

– ცოლი მეჩხუბა და მიმატოვა... არადა, ისეთი არაფერი ყოფილა – ვიწექით, სიგარეტს ვეწეოდი და ახალგაზრდობის ამბებს ვიგონებდით... და უცბად ცოლი შემოვიდა...

***

ავტობუსში მამაკაცი ილანძღება:

– რა ახალგაზრდობა წამოვიდა?! უზრდელები, არავის პატივს არ სცემენ... თვითონ კარგად მოკალათებულან და ადგილს უფროსს არ დაუთმობენ...

– ბატონო, რატომ ბრაზობთ, თქვენ ხომ ზიხართ? – შენიშნა ერთმა მგზავრმა.

– ჩემი ცოლი რომ ფეხზეა?!

***

– ექიმო, ძალიან მტკივა ხელი...

– მხედველობა როგორი გაქვთ, თვალი ხომ არ გაწუხებთ?

– არა, ხელი მტკივა.

– შარდსასქესო ორგანოები წესრიგში არ გაქვთ?

– არა, ხომ გითხარით, ხელი მტკივა-მეთქი, რა კითხვებს მაძლევთ?

– იმიტომ, რომ კარზე დიდი ასოებით აწერია – უროლოგი.

***

– სარკევ, სარკევ, ვინ არის ყველაზე ლამაზი და მშვენიერი?

– ე, გამოფხიზლდი! პლანშეტი ვარ, პლანშეტი...

***

შეკითხვა ექიმს:

– ჩემმა ცოლმა ხმა დაკარგა... ყველაფერი ვცადეთ, მაგრამ უშედეგოდ. რას მირჩევთ?

– სცადეთ: შინ ღამის 3 საათზე დაბრუნდით, თუ მოახერხებთ ქალის სუნამოს სურნელით...

скачать dle 11.3