კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრძნული აზრები

ფორდი: ძალიან კარგია, რომ ხალხი ვერ ერკვევა საბანკო და მონეტარულ სისტემაში. რომ გარკვეულიყვნენ, ვფიქრობ, რევოლუცია ხვალ დილამდე მოხდებოდა.

კეინგი: თუ თქვენ ვალად ბანკის ასი დოლარი გადევთ, ეს თქვენი პრობლემაა, ხოლო თუ მილიონი – ბანკის.

დემოკრიტე: საკუთარი ცოდვის დავიწყება უსირცხვილობას ბადებს.

პოლინზი: ვნებები, რომლებიც სიამოვნებას არ იძლევიან, არის შური და შიში.

შვებერი: თუ რას წარმოადგენს ადამიანი, კარგად ჩანს მისი შეცდომების მიხედვით და მისი ამ შეცდომების მიმართ დამოკიდებულებაში.

ჰერბარტი: ზნეობრივი აღზრდის გამომუშავება მხოლოდ თავისუფლებით შეიძლება.

არისტოტელე: ვინც წინ მიდის სწავლაში, მაგრამ უკან რჩება ზნეობაში, ის უფრო უკან მიდის, ვიდრე წინ.

ბერნე: აზროვნების პატიოსნება უფრო იშვიათი მოვლენაა, ვიდრე ყოფაცხოვრების პატიოსნება.

ეპიკურე: არ არსებობს სასიამოვნო ცხოვრება გონივრული, ზნეობრივი და სამართლიანი ცხოვრების გარეშე და, არც გონივრული, ზნეობრივი და სამართლიანი ცხოვრება არსებობს სასიამოვნო ცხოვრების გარეშე.

ბეკონი: არაფერია ისეთი მავნებელი ხელისუფლებისთვის, როცა ეშმაკობას სიბრძნედ მიიღებს.

ვიტმენშტაინი: წინადადება ჭეშმარიტია მაშინ, როცა არსებობს ის, რასაც წინადადება აღწერს.

ბუასტი: გემოვნების საკითხში მტკიცებულებები არ არსებობს.

პუბლიუსი: უჩინარი ბოროტება ყველაზე საგანგაშოა.

ციცერონი: ჩვენ ბუნებამ რაღაც უფრო დიდი და მეტად მნიშვნელოვანი საქმეებისთვის გვშობა და შეგვქმნა.

მაკოლეი: ბუნების ადვილად დამორჩილება შეიძლება მისადმი დამორჩილებით.

ცზირენი: ის, ვინც განსჯის გარეშე სწავლობს, დაბნეულობაში ვარდება; ხოლო ის, ვისაც განსჯისა და სწავლის სურვილი არ აქვს – გართულებებში.

სვიფტი: გენია ყოველთვის ჩანს, რადგან მის წინააღმდეგ ყველა ბრიყვი და უნიჭო ერთიანდება.

ლაიბნიცი: ჩვენ მით უფრო თავისუფლები ვართ, რამდენადაც გონებრივად გააზრებულად ვმოქმედებთ და, იმდენად დამონებული, რამდენადაც ვნებებს ვემორჩილებით.

როსტანი: ქალები ერთადერთი ექსპლუატირებული სოციალური ჯგუფია კაცობრიობის ისტორიაში, რომელსაც თავისი სისუსტის გამო აიდეალებენ.

შოუ: ადრე ქალში ბედნიერების ცოცხალ წყაროს ხედავდნენ, რომლისთვისაც ფიზიკურ სიამოვნებას ივიწყებდნენ. ახლა კი მასში ფიზიკური ტკბობის ფიზიოლოგიურ საშუალებას ხედავენ და მის გამო ბედნიერებას არ დაგიდევენ.

скачать dle 11.3