კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ელოდებოდა ზურა ყიფშიძე ქალიშვილის გაცოფება-დაღრენას და ვისი სიყვარული დაჰყვებათ ლენუკა და გიორგი ყიფშიძეებს გენეტიკურად

ის, რომ ლენუკა ყიფშიძეს ცხოველები ძალიან უყვარს, გასაკვირი არ არის, რადგან, რაც დაიბადა, მას მერე მათ გვერდით უწევს ყოფნა. ზრუნავს მათზე და განიცდის. როგორც თავად ამბობს, მამას, ზურა ყიფშიძეს ყოველთვის ჰყავდა ძაღლი სახლში და ეს სიყვარული, შეიძლება ითქვას გენეტიკურად დაჰყვა. მოკლედ, ყიფშიძეებს ოთხფეხა, ერთგული მეგობრის გარეშე ცხოვრება ვერც კი წარმოუდგენიათ. თუ რა განცდების გადატანა უწევთ მათ გამო, როგორ დაგლიჯა ქუჩაში „ავჩარკამ” ლენუკა და ვის გამო ეჭვიანობენ შვილები ზურა ყიფშიძეზე, ამაზე, თავად ლენუკა მოგიყვებათ.

 

ლენუკა ყიფშიძე: ბავშვობიდან დღემდე, იმდენი ცხოველი გვყავდა ოჯახში, მათი ჩამოთვლა, ცოტა არ იყოს გამიჭირდება. ძალიან მიყვარს და მიმაჩნია, რომ ერთგულები და მეგობრულები არიან. დაბადებიდანვე მათ გვერდით ვიზრდებოდი და რა ჯიშის ძაღლი არ გვყოლია – მეძებარი, „ავჩარკა”, ჩინური ჯიშის უბეწვო, კოკერ-სპანიელი, პუდელი, კანეკორსო. სხვათა შორის, თუთიყუშებიც გვყავდა და სიამის კატაც. ამიტომაც ვამბობ, ცხოველების სიყვარული ყიფშიძეებს გენეტიკურად მოგვყვება-მეთქი (იცინის). ახლა გვყავს, 4 წლის, იტალიური კანეკორსო – ბაგი, ულამაზესი და უჭკვიანესი. მამაჩემი აფანატებს მასზე. დილით ადგება თუ არა, მისი პირველი სიტყვებია: ჭამა ბაგიმ საჭმელი? გაიყვანეთ სასეირნოდ? მგონი, შვილებზე მეტად ბაგი უყვარს ზურას. ვეუბნები, ეს შენი მესამე შვილია-მეთქი. სულ შავია და ამიტომ დავარქვით ბაგირა, შემოკლებით და მოფერებით კი, ბაგის ვეძახით. ბაგირა ყიფშიძედ არის გაფორმებული პასპორტში და ზურას „უკანონო შვილია,” თუმცა ოჯახში აღიარებული (იცინის). ზურასთან ერთად სეირნობა უყვარს, ჩემს ოთახში კი – ძილი. სანამ მე არ გავიღვიძებ, მიყურებს თავისი საწოლიდან და ითმენს, ჩემ თვალის გახელამდე. 

– ოთხი წელია, ბაგი თქვენი ოჯახის წევრია. საიდან მოხვდა ის ყიფშიძეების დიდ ოჯახში?

– ზურას აჩუქა თავისმა ვეტერინარმა ახლო მეგობარმა, ნათიამ. დედალია და ამ მხრივ ცოტა რთულია მისი კრიტიკული დღეების გადატანა თავისი პამპერსებით. მაგრამ, რას ვიზამთ. სამაგიეროდ, ძალიან ჭკვიანია და მშვიდი. არასდროს გაგიჟებულა და ადამიანივით მეტყველი თვალები აქვს. ზოგადად, კანეკორსოს ჯიშის ძაღლები ოჯახის მცველებად ითვლებიან. ასე რომ, ყიფშიძეებს მცველი გვყავს (იცინის). პატარა რომ ვიყავი, „ავჩარკა” გვყავდა, მამას ძალიან უყვარდა და როცა დრო ჰქონდა, სულ მასთან ერთად სეირნობდა. ხილიანზე ვცხოვრობდით და, იქვე, საავადმყოფოს ეზოში, გალიაში ჰყავდათ „ავჩარკა”, რომელიც ტერიტორიას იცავდა. ბავშვებს გვეცოდებოდა და ვაჭმევდით ხოლმე. ერთ დღეს, ეზოში, მეგობრებთან ერთად ვთამაშობდი, მამა ჩვენს ძაღლს ასეირნებდა. ვიფიქრე, იმ დაცვის ძაღლს ვაჭმევ-მეთქი. მივუახლოვდი, მაუგლივით ავძვერი გალიაზე და უცბად, არ გამოექანა და დამგლიჯა? წარმოიდგინეთ, ასეთი სისხლიანი „მაუგლი” რომ დამინახა ზურამ, რა დაემართებოდა? გამაქანეს საავადმყოფოში და მთელი ორი კვირა ოჯახი ჩემს დაღრენას ელოდა (იცინის). დღესაც კი მემჩნევა ის ნაკბენი „შრამად”. ჩემი „ავჩარკა” კი გაოცებული თვალებით მიყურებდა – ეს რა მოხდა, როგორ გაგიმეტა ჩემმა თანამეჯიშემო (იცინის). ზურა ორი კვირა აკვირდებოდა იმ ძაღლს: ხომ არ კვდება, არ დავიღუპოო და გადავრჩით. ღრენას რას ვჩივით, ცოცხალიც არ ვიქნებოდი. 

– პირად საუბარში მითხარი, კატაც გვყავდა, მაგრამ კატები დიდად არ მიყვარსო. გაგაბრაზეს, თუ რაშია საქმე?

– მართალია, გვყავდა, მაგრამ არ მიყვარს კატა. სიამის კატა გვყავდა, ფანჯრის რაფაზე იჯდა, ჩიტმა შეაშინა, დაფრთხა, მეხუთე სართულიდან გადავარდა და მოკვდა. ძალიან ვინერვიულე და ვიდარდე.

– აბა, კატებს შვიდი სიცოცხლე აქვთო?

– ჰო, ეს მეც გამიგია, მაგრამ ფაქტია, ჩვენმა კატამ, ისკუპა ფანჯრიდან და მოკვდა. ამ სიამის კატას იცი, რატომ ვერ ვიტანდი? გააჩინა კნუტები და მერე შეჭამა. შვილების შეჭმა ვერ ვაპატიე და იმიტომაც ავითვალწუნე. სხვათა შორის, დიდ ბებიასაც ჰყავდა სიამის კატა და რომ ავადმყოფობდა, ჩვენთან იყო. მთელი ავადმყოფობის პერიოდში, სულ ფეხებთან ეჯდა, არ სცილდებოდა და ზუსტად, ახალი წლის 12 საათზე მოკვდა. ჩემმა ძმამ წაიღო და დამარხა. ამბობენ, ახალი წლის 12 საათზე კატის სიკვდილი სახლში ცუდიაო და მართლაც არ გვქონია კარგი წელი. სხვათა შორის, თუთიყუში და იადონიც გვყავდა, მაგრამ მათი მოვლაც არ მიყვარდა. აი, ძაღლები სულ სხვა საქმეა.

– ბაგიმდე რომ ძაღლები გყავდათ, ისინი სად წაიყვანეთ?

– „ავჩარკა” მაქსი რომ გვყავდა, ულამაზესი, მე და მამაჩემი მასზე სერიოზულად ვგიჟდებოდით. წლინახევრისას, ბავშვივით ვზრდიდით და ვანებივრებდით. ზურა ისე იყო მასზე გადაფოფრილი, გეფიცებით, მაშინ ვიეჭვიანე პირველად მამაზე, მეგონა, ის უფრო უყვარდა, ვიდრე მე (იცინის). ზურა გასტროლებზე წავიდა. მაქსიმ კი, რაღაც ჭამა და მოიწამლა. გადასხმებიც გავუკეთეთ, წამლებიც დავალევინეთ, ნემსებიც მივაყარეთ, მაგრამ ვერ გადარჩა. ზურა კი, ყოველდღე რეკავდა და კითხულობდა. ჩვენ მის ავადმყოფობას ვუმალავდით. იმ დღეს კი, როცა მოკვდა და ზურამ დარეკა: როგორ არისო, თავი ვეღარ შევიკავე და ტირილი ამივარდა. ზურა იქით ტიროდა, ვერ ვაწყნარებდით. სკოლაშიც კი მაქსის ჯაჭვი დამქონდა და სულ ვტიროდი. კარგა ხანს სტრესიდან ვერ გამოვედი. საფლავიც გავუკეთეთ მე და გიორგიმ და ყოველდღე, ყვავილებით დავდიოდი. არ გეგონოთ, სულ გავრეკე – მივდიოდი მაღაზიაში და სპეციალურად ვყიდულობდი ყვავილებს შავი ლენტით (იცინის). იქვე, ვკრეფდი. მერე იქ ტრასა გადააგეს და ასე დავკარგე მისი საფლავი. სანამ გავთხოვდებოდი, პუდელი მაჩუქეს – ბიბი დავარქვი. ორსულად რომ ვიყავი, სულ მუცელთან მეჯდა და მიყურებდა. ნიკუშა რომ გაჩნდა, ძალიან იეჭვიანა და საჭმელს არ ჭამდა. ეზოში რომ ვეღარ ვახერხებდი მის გასეირნებას, გავუღებდი კარებს, ვუშვებდი და თვითონ სეირნობდა. ერთ დღესაც, გავუშვი ბიბი სასეირნოდ და მანქანამ დაარტყა. დამირეკეს, ბიბის მანქანამ დაარტყაო და სანამ მე მივედი, გიომ იფიქრა, ექიმთან წავიყვანო. მანქანაში ჩასვა და იქ მოუკვდა. ჩემს ძმას ჩააკვდა საწყალი ხელებში, ვერ მოასწრო მისი გადარჩენა. ახლა რომ ვფიქრობ, სულ სტრესში ვარ ამ ცხოველების გადამკიდე და მაინც როგორ ვერ ველევი და მიყვარს (იცინის). 

– წარმომიდგენია, მათი რეაქცია, როცა დიდხანს ვერ გნახავენ და შინ ბრუნდები.

– ნამდვილი სიგიჟე ემართებათ (იცინის). ერთხელ, დაბადების დღეზე მივდიოდი, ქუსლებზე ვარ შემდგარი, გადაპრანჭული და გამოვედი სადარბაზოდან ზემოწესრიგებული. ნაწვიმარი და ატალახებული იყო ეზოს ტერიტორია. ზურა ეზოში ასეირნებდა ბაგის. დამინახა და გადაირია, ზურას გამოექცა და გამოვარდა ჩემსკენ. ერთი კი მოვასწარი: ბაგი, სტოპ-მეთქი და ტალახიანი თათებით შემომახტა. მხარზე რომ დამკრა თათები, თავი ვერ შევიკავე, გავგორდი ძირს, ზემოდან ბაგი დამეცა და გადამიარა თავისი ტალახიანი ფეხებით. მეზობლები იყურებოდნენ – რა ხდება, ეს ქუსლიანი ქალი რას გორაობს ძირსო (იცინის).

– დავიჯერო, მეზობლების დასაცინი გაგხადა, ტალახში გაგორავა და არ გაუჯავრდი ბაგის?

– სიყვარულით მოუვიდა და რა მექნა? კი ვუსაყვედრე, მაგრამ რაღა დროს. დამიჯერეთ, ისეთი ერთგული მეგობარი არ არსებობს, როგორიც ბაგია. სახლში მარტო დარჩენის მეშინია და მასთან ერთად თავს მშვიდად ვგრძნობ. ბაგისთან ერთად გვყავდა ადრე, ლაიკის ჯიშის ლეკვი, სახელად მობი და ის ნამდვილი სასწაული იყო. ეს წყნარია, მაგრამ ის აგიჟებდა და ერთად იმდენი ლეიბი დაგლიჯეს და გადაჭამეს. ლამის ფეხზე მოგვიწია დაძინება (იცინის). ერთი ლამაზი ფეხსაცმელი მქონდა, ძალიან მიყვარდა და ისიც შეჭამა. ულამაზესი, სპორტული შლოპანციც დაგლიჯა და შეჭამა. აი, ის კი ვცემე ამის გამო. ბოლოს გავაჩუქეთ და ბოლო მოვუღეთ ბაგის ეჭვიანობასაც. 

 

скачать dle 11.3