კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ირბინე მაღალი ქუსლებით...

დიახ, აბა, სცადეთ და ირბინეთ... ზოგიერთებმა უკვე სცადეს და, საკმაოდ წარმატებითაც... 

სამშაბათს, 24 ივნისს, 12 საათზე რიყის პარკში კავკასიის მსოფლიო რეკორდების ფედერაციამ და სპორტულმა კლუბმა „რეკორდმა“, პირველად საქართველოში, წარმოგვიდგინა „მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით გარბენი“ გოგონებს შორის. სულ პირველები კი ამ საქმეში ნიდერლანდელი „მაღალქუსლიანი“ გოგონები იყვნენ – ჟურნალ „გლამურის“ ორგანიზებით ეს ღონისძიება ამსტერდამში ჩატარდა.

სარბენი მანძილი 100 მეტრია, მაგრამ მონაწილეებს მაინც უჭირთ, ეჯახებიან,  ხელს უშლიან და აქცევენ ერთმანეთს...

ქართველი გოგონები კავკასიის მსოფლიო რეკორდების ფედერაციამ დაზოგა და სარბენი მანძილი 50 მეტრამდე შეუმცირა. ასპარეზზე კი მხოლოდ 5-5 მონაწილე იყო. მკაცრად განისაზღვრა ქუსლის ზომა: სიმაღლე – არანაკლე 7 სანტიმეტრი და სისქე – 1,5 სმ.

გენერალური სპონსორიც სურნელოვანი ჰყავდათ – სუნამო „მისტიქალ პარფიუმი“.

გაიმარჯვა ანი მგელიაშვილმა, რომელიც სპონსორმა თურქეთში ორადგილიანი საგზურით დააჯილდოვა. მეორე და მესამე ადგილებზე გასულებს, სალომე გამიაშვილსა და შორენა ყუბანეიშვილს, 500 და 300-ლარიანი ვაუჩერები ერგოთ სუნამო „მისტიქალ პარფიუმისგან“.

ღონისძიება გოგონებით უზრუნველყო „ბესთ მოდელსის“ ხელმძღვანელმა კახი ხაბეიშვილმა.

скачать dle 11.3