კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ზეიმი მოუწყო ბავშვებს ერნა წიფურიამ

1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დაცვის დღეს ფილარმონიაში  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ეგიდით ჩატარდა საქველმოქმედო საბავშვო ფესტივალი.

პროექტში ჩართული იყო უამრავი ბავშვი, საზოგადოებისთვის ცნობილი და საყვარელი სახეები: გივი სიხარულიძე, ეთერ კაკულია, ნუგზარ კვაშალი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის წარმატებული სტუდენტი და სახე – გიორგი თავხელიძე, პაატა თედიაშვილი, მარკუს მეტრეველი. საღამოს უძღვებოდნენ პროექტის ავტორი ნინო ჩიხლაძე, მომღერალი ნუგზარ კვაშალი, მსახიობი გიგო გამთენაძე,  ჟურნალისტი გვანცა ლაზარაშვილი და ტელესახე მერსი სულხანიშვილი. ბავშვებს უამრავი სიურპრიზით გაუხარა გული გენერალურმა სპონსორმა – „ქინდერმა.” საქველმოქმედო საღამოს მასპინძელი იყო უგემრიელესი ლიმონათი „ზედაზენი.” აღსანიშნავია, რომ ლუდსახარში „ზედაზენი” ხშირად იღებს მონაწილეობას საქვემოქმედო პროექტებში – ის ჭეშმარიტი ქველმოქმედი კომპანიაა. საქველმოქმედო ღონისძიების სპონსორები იყვნენ: „ჰუმანა”, „ლოკო მოკო”, „ზედაზენი”, „სოკარი”, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი, კომპანია „ოქსი”.

ერნა წიფურია (ანსამბლ „გვირილას” ხელმძღვანელი):  ბედნიერი ვარ, რომ ამ საქველმოქმედო პროექტში ამდენი მხარდამჭერი აღმოგვაჩნდა. დიდი მადლობა საქორწილო სალონ „თეოს” (თეა ოთარაშვილს), ყველა მათ, ვინც ჩვენ გვერდით იდგა.  

ნუგზარ კვაშალი (მომღერალი): ფილარმონიაში პატარებმა ნამდვილი ცეცხლი დაანთეს სცენაზე. მინდა, ბავშვებს ვუთხრა, რომ, ყველა დღე, 1 ივნისის ჩათვლით, ბავშვებისაა, ჩვენი შვილებისაა. 

ნინო ჩიხლაძე (პროექტის ავტორი): მინდა, საზოგადოებას ვაუწყო, რომ ჩემი დილა იწყება „ლოკო მოკოს” იოგურტებით.  კომპანია „ლოკო მოკო” იყო საქველმოქმედო საბავშვო ღონისძიების სპონსორი და მხარდამჭერი. ფესტივალზე შესრულდა ჰიმნი „ქინდერზე”, „ქინდერის” თოჯინა კი აქტიურად იყო  ჩაბმული შოუ-პროგრამაში. მუსიკალური ნომრის შემდეგ ღონისძიების გენერალურმა სპონსორმა „ქინდერმა” დაარიგა „ქინდერის” სიურპრიზებით სავსე 16 კალათა, რამაც აღაფრთოვანა პატარები. მე მინდა, მადლიერება გამოვხატო პროექტის თითოეული თანამდგომის მიმართ.    

მარკუს მეტრეველი (მომღერალი): ხშირად მიწევს სტუდია „გვირილასთან” თანამშრომლობა და ახლაც, ამ საქველმოქმედო ფესტივალზე რამდენიმე ახალი მუსიკალური ნომერი გავიტანეთ. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო პატარა გვირილების მონდომება, აქტიურობა და შრომისმოყვარეობა. წარმატებები „გვირილას”!

ეთერ კაკულია (მომღერალი): გვირილებთან ერთად შევასრულე სიმღერა უგემრიელეს ფაფა „ჰუმანაზე”, რომელსაც სიამოვნებით მიირთმევს ჩემი შვილიშვილი – მარიამი. 

პაატა თედიაშვილი (მომღერალი): აღსანიშნვია ის, რომ მაყურებლისგან მოდიოდა დიდი სითბო და სიყვარული. დიდი მადლობა მათ ამისთვის! 

ბავშვთა დაცვის საერთშორისო დღე თავისი სიმღერითა და ცეკვით გაალამაზეს ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა: „ოქროს ფარი”, „ფრესკა”, „ლაშარი”, „სამა”; ასევე, 45-ე ბაგა-ბაღის და 160 – ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელებმა, 45 – ე  ბაგა-ბაღის სახელით საზოგადოების წინაშე წარდგნენ თამუნა, გიორგი და ლუკა ზითანიშვილები, რომლებმაც შეასრულეს არაჩვეულებრივი უკრაინული სიმღერა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის წარმომადგენელთან, გიორგი თავხელიძესთან ერთად. 

იზა კვანტიძე (45-ე ბაგა-ბაღის დირექტორი): ძალიან ლამაზი საღამო იყო. კარგი საშუალება მოგვეცა, დაგვეგემოვნებინა „ლოკო მოკოს” გემრიელი იოგურტები, ანუ, ეს იყო არა მხოლოდ მუსიკალური, არამედ, გემრიელი ფესტივალი. 

ციალა კოხოძე (160-ე ბაგა-ბაღის დირექტორი): დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩვენს ბავშვებს ეს ლამაზი დღე აჩუქა!

скачать dle 11.3