კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უნდა მოვიქცეთ თუ ავტომობილში წყალი აგვიდუღდა

სიცხეების მოახლოებასთან ერთად, საკმაოდ აქტუალური გახდა ავტომობილში წყლის პრობლემები, რასაც ძალიან ხშირად ძრავის დაზიანებამდე მივყავართ. როგორ უნდა მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ წყალი ნორმალურ მდგომარეობას გადასცდა და რა დატვირთვა აქვს თერმოსტატს, ამაზე მევლუდ მელაძე ისაუბრებს:  ძრავა მაღალ ტემპერატურაზე მუშაობს და, როდესაც გახურებაში გარემო პირობებიც ეხმარება, უფრო ურთულდება მუშაობა. გაზაფხულიდან და მით უმეტეს ზაფხულში ძალიან ბევრი ადამიანი გადის ქალაქგარეთ, აგარაკებზე, რაც ძალიან დიდი დატვირთვაა იმ მანქანისთვის, რომელსაც პრობლემა აქვს. 

– რა იწვევს წყლის ადუღებას? 

– თუ მანქანა წყლის ადუღებას ზამთარში, ანუ სიცივეში იწყებს, ეს სულ სხვა პრობლემებთანაა დაკავშირებული. მაგრამ, ძირითადად, ეს სიცხეში იჩენს ხოლმე თავს. აღმართზე ასვლისას ძრავას მეტი ძალის გამომუშავება უწევს, ამასთან, მასზე გარე ტემპერატურაც მოქმედებს და ერთიანობაში, ვიღებთ იმას, რომ წყლის ტემპერატურა 90 გრადუსს სცდება. თუ მანქანის წყლის სისტემა გამართულია, წყალი ნორმაზე მეტად არ დუღდება. წყლის სისტემაში არსებობს ასეთი ნაწილი – თერმოსტატი, რომელსაც ზედმეტად მაღალ ტემპერატურაზე, ადუღებამდე წყალი გადააქვს გაგრილების სისტემაში. ანუ, ის კრავს წრედს ძრავასა და რადიატორს შორის. რადიატორში ასხია წყალი, რომელიც შედის ძრავაში, ხურდება, ისევ მოდის რადიატორში და მისი მეშვეობით გრილდება. ეს ცირკულაცია არ უნდა დაირღვეს. წარმოიდგინეთ, თერმოსტატი სარქველია, რომელიც ისეთ ადგილას არის დამონტაჟებული, რომ მისი გაღების შემდეგ, ცხელი წყალი რადიატორში გადადის. ანუ, მაშინ იხსნება, როდესაც წყალი საკმარისად გაცხელდება და მას გაგრილება სჭირდება. ამ დროს ირთვება რადიატორის „ფენი“ და გაგრილებული წყალი ხელახლა შედის ძრავაში. არის შემთხვევები, როცა თერმოსტატი იღუნება, თავის თვისებებს კარგავს და აღარ იხსნება. ანუ, ძრავაში მხოლოდ ცხელი წყალი ბრუნავს. 

– მაგრამ ხშირად თერმოსტატს საერთოდ იღებენ. 

– გაფუჭების შემთხვევაში, თერმოსტატი აუცილებლად უნდა გამოიცვალოს. მისი გაუქმება წყლის სისტემაში კატეგორიულად მიუღებელია. ძველ მძღოლებს სჩვევიათ ამის გაკეთება, მაგრამ, ხშირად ისე შემოეპარებათ ხოლმე ზამთარი, რომ ძრავას ვერანაირად ვეღარ ათბობენ და იწყება სერიოზული პრობლემები. რა ხდება ამ დროს?! თერმოსტატის გაუქმების შემდეგ პირდაპირი ცირკულაცია ხდება: რადიატორიდან ძრავაში პირდაპირ გადაედინება გრილი წყალი და ისე რომ გათბობას ვერ ასწრებს, ბრუნდება უკან, რადიატორში. ანუ, წყალი სულ გრილია. სიცივეში ეს უკვე საშინელებაა, რადგან ძრავა შეიძლება, გაიყინოს და გადასაგდები გახდეს. 

– რა გავაკეთოთ, თუ წყალი უცებ აგვიდუღდა? 

– პირველ ყოვლისა, აუცილებლად უნდა გავაჩეროთ მანქანა, „კაპოტი“ ავხადოთ და ვაცადოთ მანქანას გაგრილება. როგორი სიცხეც არ უნდა იყოს, ჩართეთ ღუმელი, თან – მაქსიმალურ სიმხურვალეზე, რომ ღუმელში ცხელი წყლის გადმოდინება მოხდეს. დაახლოებით თხუთმეტი-ოცი წუთის შემდეგ, ძალიან ნელა, ისე რომ, იქიდან ამოსროლილმა ორთქლმა არ დაგწვათ, მოხადეთ წყლის ავზს ხუფი. ცოტა ხანს კიდევ აცადეთ გაგრილება და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაამატეთ წყალი. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ ამით მდგომარეობა გამოსწორდა. ეს ხერხები, უბრალოდ, დაგეხმარებათ დანიშნულების ადგილამდე, ან ხელოსანთან მისვლაში. ზოგი ერთი კვირა და ათი დღეც კი დადის ამ პრობლემით, სანამ ძრავას „პრაკლადკას“ ანუ საფენს არ დაწვავს. მარტივ თეზისებად ჩამოვაყალიბოთ ეს თემა – წყალი დუღდება მაშინ, თუ: პირველი – რადიატორის ავზი ან რომელიმე მილი წყალს აპარებს; მეორე – როცა თერმოსტატი დროულად არ ხსნის სარქველს, მესამე – „პრაკლადკა“ დამწვარია, ძრავა ჰაერს იპარავს, წყლის სისტემაში წნევა იზრდება და იწყება დუღილი. ერთი რამის თქმა მინდა აუცილებლად: თუ წყლის სისტემა გამართულად მუშაობს, ყველაფერი წესრიგშია და თავის საქმეს აკეთებს, მაშინ წყალი ორმოცდახუთ გრადუსზეც არ ადუღდება.

 

скачать dle 11.3