კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: ჩემს ძაღლს ბოლო დროს ახველებს. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

პასუხი: ხველის მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა, მაგალითად, სასუნთქი სისტემის პათოლოგიები, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, მაგრამ, მაინც, ხველის ძირითად მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს ზემო სასუნთქი გზების პათოლოგიები: ლარინგიტი, ლარინგო-ფარინგიტი, ტრაქეიტი, ტრაქეის სიმშრალე – კოლაფსი. ქვემო სასუნთქი გზების დაავადებები და ხველა დამახასიათებელია მწვავე და ქრონიკული ბრონქიტის, ბრონქოპნევმონიისა და პნევმონიისათვის.

კითხვა: ყველა ცხოველი შეიძლება მუნით დაავადდეს?

პასუხი: დერმატოფიტებით ავადდება თითქმის ყველა სახის შინაური და გარეული ცხოველი: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხენი, ღორი, ძაღლი, კატა, ბოცვერი და ბეწვიანი ნადირი. აუცილებელია, გვახსოვდეს, რომ სოკოვანი დაავადებებით ავადდება ადამიანიც, თუმცა, იმის საშიშროება, რომ ადამიანი შეიძლება შინაური ცხოველებისგან დაავადდეს, ძალიან მცირეა. ცხოველისგან მუნის გადადება ემუქრება მხოლოდ იმათ, ვინც განიცდის იმუნოდეფიციტს; ასევე, ბავშვებს 3-დან 5 წლამდე და ასაკოვან ადამიანებს. ხშირად მუნით ავადდებიან მოზარდი შინაური ცხოველები, 1 წლამდე ასაკის ლეკვები და კნუტები. დაავადების გავრცელებას ხელს უწყობს არახელსაყრელი მოვლა-შენახვის პირობები; ასევე, გამოფენებზე და ცხოველთა სხვა თავშეყრის ადგილებზე სანიტარულ-ზოოჰიგიენური წესების დაუცველობა. დაავადების აღმძვრელ წყაროდ ითვლება დაავადებული ცხოველი, რომელიც აავადებს ჯანმრთელ ცხოველებს კონტაქტის საშუალებით. დასნებოვნება ხდება, ძირითადად, დაზიანებული კანის საშუალებით, ნაკაწრებით, ნაკბენებითა და ნაფხაჭნებით. ასევე, დასნებოვნებაში დიდ როლს ასრულებს ცხოველის სხვადასხვა აქსესუარის, მაგალითად, საყელოს, საწელურის, ალიკაპის და ღვედის დაბინძურება. როგორც ცხოველის, ასევე, ადამიანის დასნებოვნებასა და დაავადების გავრცელებაში დიდ როლს თამაშობენ უპატრონო ძაღლები და კატები. 

კითხვა: რა სახით უნდა მიიღოს ძაღლმა მშრალი საკვები?

პასუხი: მშრალი საკვები შეგიძლიათ მისცეთ ძაღლს როგორც მშრალ ისე დამბალ მდგომარეობაში, დასალბობად კი, უმჯობესია, სასმელი წყალი გამოიყენოთ. ასევე, ისიც გაითვალისწინეთ, რომ ძაღლს ჭურჭელში ყოველთვის სუფთა წყალი უნდა ესხას. ამიტომ ბოლომდე დალეულიც რომ არ ჰქონდეს, აუცილებლად გადააქციეთ და ჭურჭელი ახალი წყლით შეავსეთ. ხშირად ძაღლს აძლევენ სახლში დამზადებულ კერძებს, რაც მიზანშეწონილი არ არის. მიუხედავად ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით გათვალისწინებისა, აღნიშნული რაციონი ვერ იქნება დაბალანსირული და, შეიძლება, სხვადასხვა დაავადება გამოიწვიოს. 

 

 

скачать dle 11.3