კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლორის სამყაროში

კითხვა: როგორ მოვუარო სუროს და რა პირობები შევუქმნა მას?

პასუხი: სურო კარგად გრძნობს თავს ნებისმიერ ოთახში, სადაც ცოტაოდენი სინათლეა. თუ დროგამოშვებით მორწყავთ, სათანადო პირობებს შეუქმნით და შესაბამისად მოუვლით, ჯანსაღ მცენარეს მიიღებთ. ამ მცენარის ჭრელ სახეობებს კაშკაშა სინათლე სჭირდება, სადა ფერის სურო კი ჩრდილსაც აიტანს. სიცხეში ის ფორმას იცვლის და უშნოვდება, ამიტომ, მთელი წლის განმავლობაში სიგრილეში ამყოფეთ. ზაფხულობით მიწა მუდამ ტენიანი უნდა ჰქონდეს. ნიადაგს ნურც ზამთარში გამოაშრობთ, თორემ, ფოთლები დაეჭმუჭნება. ის იოლად გასაზრდელი მცენარეა. მისი დიდი უპირატესობა ის არის, რომ ჩრდილსაც იტანს და სიგრილესაც. კარგად ხარობს ჰოლშიც და ზამთრის ბაღშიც. სურო დაახლოებით 30 სანტიმეტრი იზრდება, ასე რომ, ის სულაც არ არის პრეტენზიული მცენარე. თუ არ გაქვთ, აუცილებლად შეიძინეთ და, გარწმუნებთ, მისი გახარება არ გაგიჭირდებათ.

კითხვა: რა ტემპერატურასა და სინათლეზე ვამყოფო კალანჰოე?

პასუხი: კალანჰოე ათასგვარი ფორმისა და ფერის არსებობს, თუმცა, გარეგნული სხვაობის მიუხედავად, ყველა სახეობას თითქმის ერთნაირი გარემო და პირობები სჭირდება. კალანჰოე განათებულ ადგილას დადგით. რაც უფრო რუხი ან ბუსუსიანია, მით მეტი სინათლე სჭირდება. მოსწონს ოთახის ტემპერატურა, თუმცა, იტანს ზამთრის სიგრილესაც, არანაკლებ 10 გრადუსისა. მისთვის შესაფერისი ადგილი სააბაზანოა.

კითხვა: რა სიხშირით სჭირდება მორწყვა იაპონურ არალიას?

პასუხი: ზაფხულობით რეგულარულად მორწყეთ, ზამთრობით კი – შედარებით იშვიათად. თუ მისი ფოთლები მოიწყენს, მიხვდებით, რომ წყალი უნდა. ფოთლებს მუქ ფერს შეუნარჩუნებთ, თუ მიწას რეგულარულად გაანოყიერებთ ფოთლოვანი მცენარისთვის განკუთვნილი სასუქით. ფოთლები სველი ნაჭრით გაუწმინდეთ.

კითხვა: როგორ შევუნარჩუნო ციპერუსს მუდმივი ტენიანობა? როგორც ვიცი, ამ მცენარეს ძალიან უყვარს ნესტი...

პასუხი: ის ერთ-ერთია იმ მცენარეთაგან, რომლებსაც მუდმივად სველი ნიადაგი სჭირდება. მუდმივი ტენიანობის შესანარჩუნებლად ციპერუსიანი ქოთანი წყლიან ჯამში ჩადგით, რათა წყალი არასდროს მოაკლდეს – ასე მცენარეს მუდამ ექნება წყლის შეწოვის საშუალება და ფესვებიც მუდამ ტენიანი ექნება.

კითხვა: იოლი მოსავლელია თუ არა ჯუჯა პალმა ოთახის პირობებში?

პასუხი: ჯუჯა პალმა ძალიან გამძლე მცენარეა. ის კარგად იტანს ოთახის პირობებს, თუ კარგი დრენაჟი და ნოყიერი მიწა აქვს. არ უყვარს ბევრი წყალი, თუმცა, ზაფხულში რეგულარულად უნდა მორწყათ. ზამთარში კი, როცა პალმა ზრდას წყვეტს, მხოლოდ მაშინ მორწყეთ, როცა მიწა გამოშრება. თუ ეს მცენარე სიმშრალეშია, რამდენიმე გრადუს ყინვასაც აიტანს.

კითხვა: ბინაში მაქვს ოთახის პალმა – ქამედორეა. მაინტერესებს პრეტენზიულია თუ არა ეს მცენარე და როგორ მოვუარო?

პასუხი: ზაფხულში ხშირად უნდა მორწყათ, რათა მიწა მუდამ ტენიანი ჰქონდეს. ზამთარში წყალი შედარებით შეუმცირეთ და მორწყვიდან მორწყვამდე ნიადაგს შეშრობა აცადეთ. აქტიური ზრდის პერიოდში ოთახის პალმას რამდენიმე კვირაში ერთხელ სჭირდება ბალანსირებული თხევადი სასუქი. ტენის შესანარჩუნებლად მისი ქოთანი ხშირად დადგით სველკენჭებიან ლანგარზე და ფოთლებიც დაუნამეთ.

 

 

скачать dle 11.3