რა უნდა გაითვალისწინოთ დიეტის დაწყებისას და რა პერიოდშია საშიში წონაში დაკლება
ზედმეტი წონა უამრავ ადამიანს აწუხებს და მთელ მსოფლიოში ეს ერთგვარ გადაუჭრელ პრობლემადაც კი იქცა. არადა, ბევრმა, ალბათ, არ იცის, რომ სიმსუქნე ძალიან ხშირად ადამიანის დაბადების მომენტს და ამ დროს პლანეტების განლაგებას უკავშირდება.
საერთოდ, წონის პრობლემა ყველაზე მეტად მშვილდოსნების, ტყუპების, კირჩხიბისა და კუროს ზოდიაქოს ნიშნების ქვეშ დაბადებულ ადამიანებს აწუხებთ.
ბევრი თვითნებურად იცავს დიეტას და არ აკვირდება იმ მომენტში პლანეტების განლაგებას, მთვარის ფაზებს და ასე შემდეგ. გირჩევთ, გაითვალისწინოთ, რომ არსებობს პერიოდები, რომლებიც განსაკუთრებით საშიშია წონაში დაკლების მსურველთათვის.
ასტროლოგიურად, უმჯობესია, დიეტა დაიწყოთ და დაიცვათ ახალი მთვარის მეექვსე, მეცამეტე, მეოცე და ოცდამეშვიდე დღეებში. ხუთშაბათ დღეს კი კარგია განტვირთვის დღის მოწყობა.
მაგრამ, თუ პირიქით, წონაში მომატება გსურთ, განსაკუთრებით კარგად უნდა იკვებოთ ახალი მთვარის მეორე, მეცხრე, მეთექვსმეტე, ოცდამესამე და ოცდამეათე დღეებში.
ასევე, ამ დროს ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომელი სტიქიის ნიშნით ხართ დაბადებული. მაგალითად, თუ თქვენ მიწის სტიქია გმართავთ, ტკბილეულისა და ცომეულის ჭამისგან მაქსიმალურად უნდა შეიკავოთ თავი. ჭამეთ რაც შეიძლება ბევრი მწვანე და ნარინჯისფერი ხილი და ბოსტნეული.
თუ წყლის სტიქიის ქვეშ ხართ დაბადებული, მაქსიმალურად შეზღუდეთ ზედმეტი წყლის, ტკბილი წვენების, თევზეულისა და ზღვის პროდუქტის მიღება.
სავსე მთვარიდან ახალ მთვარემდე პერიოდი ყველაზე კარგი დროა წონაში დასაკლებად.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ვისაც გახდომა გსურთ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ და მიაქციოთ ყურადღება მთვარის ფაზებს. მთვარეს აქვს ოთხი ფაზა, კერძოდ, ახალი მთვარიდან იწყება პირველი ფაზა და თითოეული ფაზა შვიდ დღეს მოიცავს.
ახალი მთვარიდან სავსე მთვარემდე, ანუ პირველ ორ კვირას, ხდება ასიმილაციის პროცესი – დიდი რაოდენობით საკვების შეწოვა ჩვენი ორგანიზმის მიერ; მეორე ნახევარი, ანუ, სავსე მთვარიდან ახალ მთვარემდე ორი კვირის განმავლობაში – ფაქტობრივად, ხდება ამ მიღებული საკვების შეთვისება და გადამუშავება. ამიტომ, სანამ ორგანიზმი დაიწყებს საკვების შეთვისება-გადამუშავებას, ანუ დალექვას თითოეული უჯრედში, სწორედ ამ პერიოდში არის უმჯობესი დიეტის დაწყება და დაცვა ან შიმშილობის დაწყება გაჯანსაღების მიზნით.
გარდა მთვარის ფაზებისა, ყურადღება უნდა მივაქციოთ იმასაც, რომ მივიღოთ მრავალფეროვანი საკვები და შემოვიღოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი. საკვების მიღება მკაცრად განსაზღვრულ საათებში უნდა ხდებოდეს. თუ დიეტის დაცვა გიჭირთ, მაშინ, ეცადეთ, საღამოს საათებში მაინც შეიკავოთ თავი ზედმეტი ჭამისგან, რადგან ამ დროს ორგანიზმში ადვილად ხდება საკვების ცხიმებად ჩალაგება.
თუ ზედმეტად გამხდარი ხართ, არც საკვები გერგებათ და ვერც თავს გრძნობთ ჯანმრთელად და შრომისუნარიანად, მაშინ, გადაამოწმეთ, როგორ პირობებში გიწევთ ყოფნა – ხომ არ არის ეს პათოგენური ზონის ბრალი. ზედმეტი სიგამხდრე, ხშირად, სწორედ იმ გარემოსთან არის კავშირში, სადაც დღის განმავლობაში დროის უმეტეს ნაწილს ატარებთ.