დაბალანსებული დიეტა
ორშაბათი
მთელი დღის განმავლობაში – ნებისმიერი ხილი სასურველი რაოდენობით, ნებისმიერ დროს (არ შეიძლება: ყურძენი, მანგო, ფინიკი, ბანანი, ლეღვი).
სამშაბათი
მთელი დღის განმავლობაში, ნებისმიერ დროს – ნებისმიერი მოხარშული ბოსტნეული და ნებისმიერი სალათა, გარდა კარტოფილისა და მშრალი მარცვლეულისა.
ოთხშაბათი
მთელი დღის განმავლობაში – ნებისმიერი ხილი, ნებისმიერი მოხარშული ბოსტნეული და ნებისმიერი სალათა თქვენთვის სასურველ დროს, სასურველი რაოდენობით.
ხუთშაბათი
თევზი ან კრევეტები (შემწვარი ან მოხარშული), სალათა, მოხარშული ბოსტნეული – ნებისმიერი რაოდენობით.
პარასკევი
ქათამი ან ხორცი (უცხიმოდ შემწვარი ან მოხარშული), მოხარშული ბოსტნეული – ნებისმიერ დროს, ნებისმიერი რაოდენობით.
შაბათი და კვირა
თითოეულ დღეს რომელიმე ერთი სახეობის ხილი – ნებისმიერ დროს და ნებისმიერი რაოდენობით.