კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველაზე ეფექტური მრბოლელი

ყველაზე ეფექტური მრბოლელი

ამერიკელი დანიკა პატრიკი მსოფლიოში ყველაზე სექსუალურ მრბოლელ ქალად არის მიჩნეული. 2016 წელს „ფორმულა 1-ში” ამერიკული საჯინიბოს – „ჰაას რეისინგის” დებიუტი შედგება და, ცნობილია, რომ გუნდის მფლობელები მთავარ მრბოლელად სწორედ დანიკას მიწვევას აპირებენ. ამჟამად დანიკა „ნასკარის” რბოლებში მონაწილეობს, ხოლო თავისუფალ დროს პრიალა ჟურნალებისთვის პოზირებს, მაგალითად, „სპორტს ილუსტრეიდისთვის”.

 

მუნდიალის ყველაზე ლამაზი ჟურნალისტი

მექსიკური ტელეკომპანია „ტელევიზას” სპორტული ჟურნალისტი ვანესა ჰაპენკოტენი 2014 წლის მუნდიალის ყველაზე სექსუალურ ჟურნალისტ ქალად აღიარეს. ლათინური ამერიკის გიგანტი ტელეკომპანიის წარმომადგენელი უშუალოდ ბრაზილიის ქალაქებიდან აშუქებს მუნდიალს და მისი პირდაპირი ჩართვების დროს ტელეარხის მაყურებელთა რაოდენობა მკვეთრად იმატებს, რაც ვანესას გარეგნობით არის გამოწვეული. ცნობისთვის, ვანესა მექსიკის ნაკრებისა და პირადად მეკარის, გილიერმო ოჩოას გულმხურვალე ქომაგია.

 

საჩუქარი კლინტ დემფსის

წარსულში ცნობილი ამერიკელი კალათბურთელი რიჩარდ ჰამილტონი ბრაზილიაში ჩავიდა და ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების კაპიტანს, კლინტ დემფსის, საჩუქარი ჩაუტანა. NBA-ს ყოფილმა ვარსკვლავმა ფეხბურთელს პლასტიკური დამცავი ნიღაბი აჩუქა, რომელსაც თავის დროზე „ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის” მატჩებში სახის დაცვის მიზნით იკეთებდა. შეგახსენებთ, რომ ამერიკის ნაკრების განის ნაკრებთან პირველი მატჩის დროს კლინტ დემფსიმ ცხვირი გაიტეხა.

 

ირინა შეიკი ჩინურ

„კოსმოპოლიტენში”

კრიშტიანუ რონალდუს საცოლემ, ემანჟელინსკელმა  ლამაზმანმა ირინა შეიკმა   ჩინური „კოსმოპოლიტენის” ყდა დაამშვენა. რუსი სუპერმოდელი ამჯერად არცთუ გამომწვევი იმიჯით წარდგა ჩინელი მკითხველის წინაშე – გულახდილი სამოსის ნაცვლად, ის კლასიკური სამოსით პოზირებდა ჩინელი ფოტოგრაფის წინაშე. საინტერესოა, რომ ყდაზე სათაურად აწერია: „ირინა – კრიშტიანუ რონალდუს გოგო”.

скачать dle 11.3