კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ღვთისმშობლის მადლმოსილი ხატები

ქალწული მარიამის მიწიერი ცხოვრებისას მორწმუნეები მიისწრაფვოდნენ მასთან, რათა ეხილათ კურთხეული დედათა შორის და მოესმინათ მისი მადლმოსილი საუბარი, მიეღოთ მისგან ლოცვა-კურთხევა და რჩევა-დარიგება... ისინი კი, ვისაც არ ჰქონდა უფლის დედის ნახვის საშუალება, მხურვალედ ეწადათ ღვთისმშობლის თუნდაც ფერწერული სახის ხილვა.

მრავალი ქრისტიანისგან სმენოდა ეს ღვთივსათნო სურვილი ლუკა მოციქულს, დახელოვნებულ ექიმსა და ფერმწერს... ამ სურვილის დასაკმაყოფილებლად მან დაფაზე გამოსახა ღვთისმშობლის სახე, ღვთაებრივი ყრმით ხელში, შემდეგ კიდევ ორი ხატი დაწერა და სამივე მათგანი ღვთის დედას მიუტანა. ხატებზე თავისი გამოსახულების ხილვისას ქალწულმა გაიმეორა წინასწარმეტყველური სიტყვები: „ამიერითგან მნატრიდნენ მე ყოველნი ნათესავნი“ და დასძინა: „მადლი ჩემგან შობილისა და წყალობა ჩემი, დაე იყოს ამ ხატებზე“.

ჩვენ ვიცით, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ერთ-ერთი პირველი, ხელთუქმნელი ხატი ანდრია მოციქულის ხელით საქართველოში შემობრძანდა... ის თავად დედა ღვთისმშობელმა გადასცა მას და უთხრა: „შვილო, ანდრია, დიდად უჩნს სულსა ჩემსა, რომელ ქვეყანასა მას ნაწილსა ჩემსა არა ქადაგებულ არს სახელი ძისა ჩემისა. ოდეს წარვემართე ქადაგებად ძისა ჩემისა ქვეყანასა მას, წილად ჩემდა წილად ხვედრებულსა, მაშინ გამომეცხადა სახიერი ძე ჩემი და ღმერთი და მიბრძანა, რათა შენ წარხვიდე და წარასუენო სახე ჩემი და სახიერისა ძისა ჩემისა ქვეყანასა, ჩემდა წილ ხდომილსა, რათა მე ვიყო განმგებელ ცხოვრებისა მათისა, ხელი აღვუპყრა და შევეწიო მათ და არავინ მტერთაგან მძლე ექმნას მათ“. შემდეგ დაიბანა სახე და მიიდო მასზე დაფა, რომელზეც გამოისახა ხატი ღვთისმშობლისა და მის წიაღში მყოფი ღვთაებრივი ყრმისა. ქალწულმა მარიამმა ეს ხატი წმიდა ანდრიას გადასცა, როგორც შემწე და ნუგეშისმცემელი სამოციქულო ღვაწლში.

***

უკრაინის მიწაზე განდიდებული ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ერთ-ერთი საკვირველთმოქმედი ხატია – „მე ვარ თქვენ თანა, და ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქვენდა“. მისი პირველსახე, რომელიც „ღვთისმშობლის დაუჯდომელის” სახელს ატარებდა, ლეუშინოს დედათა სავანის მთავარი სიწმინდე იყო. წმიდა იოანე კრონშტადტელის ლოცვა-კურთხევით, დაიწერა განსაკუთრებული ასლი, რომელსაც გაუკეთდა ზემოაღნიშნული წარწერა. ღირსმა სერაფიმე ვირიცელმა სწორედ ამ ხატის წინ ლოცვით გამოითხოვა ღვთისგან მეორე მსოფლიო ომში მართლმადიდებელთა გამარჯვება.

ამჟამად ეს წმიდა ხატი იმყოფება უკრაინაში, წმიდა გიორგის სავანეში. მან სახელი გაითქვა მორწმუნეთათვის განსაკუთრებულად სწრაფი მადლმოსილი შეწევნის მინიჭებით და ამიტომ ეს ხატი საოცარი სიყვარულით სარგებლობს ხალხში. წმიდა გიორგის სავანეში საკვირველმოქმედი ხატის მოსალოცად უამრავი მორწმუნე ჩადის სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის – საქართველოდან. ხატის დღესასწაული დაწესებულია დიდი მარხვის მეხუთე შაბათს, როდესაც მართლმადიდებელი ეკლესია გალობს ღვთისმშობლის დაუჯდომელს.

ხატის – „მე ვარ თქვენ თანა, და ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქვენდა“ – ერთ-ერთი ასლი თბილისის წმიდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაშია დაბრძანებული. მის წინ მრავალი სასწაული აღესრულება. ამ ხატის წინაშე სავედრებელი პარაკლისი ყოველი თვის პირველ პარასკევს, 21 საათზე აღესრულება. სრულდება წყალკურთხევა. მისი სწრაფლშემწეობის მადლის ძალა არაერთმა შეჭირვებულმა და უნუგეშომ, დავრდომილმა, საპყრობილეში მყოფმა და სხვა მრავალგვარ განსაცდელში ჩავარდნილმა ადამიანმა იგრძნო. ყოვლადმოწყალე დედამ ღვთისამ, ქრისტიანთა ნუგეშმა და სიხარულმა, არაერთი ადამიანი აღადგინა და გადაარჩინა.

скачать dle 11.3