კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭეშმარიტი სარწმუნოება

წმიდა ბენედიქტემ ღვინოს ჯვარი გადასახა და უცაბედად ჭურჭელი ნამსხვრევებად იქცა

წმიდა ბენედიქტემ, მას შემდეგ, რაც სხეულის დაწყლულებით მძვინვარე ვნება ჩააცხრო (ჭინჭრებში ჩაწვა ხორციელი ვნების დასათრგუნავად) და ცდუნება დაძლია, ეს ღვთის კაცი სარეველისაგან გაწმენდილ ნოყიერ ნიადაგს დაემსგავსა, რომელსაც სათნოების უხვი მოსავალი მოაქვს. არაჩვეულებრივი სამონაზვნო ღვაწლის გამო, მისი სახელი ბევრისთვის გახდა ცნობილი და, როცა ახლომდებარე მონასტერი წინამძღვრის გარეშე დარჩა, ძმობამ თხოვნით მიმართა, იგი მათთან გადასულიყო. ბევრი უარის მიუხედავად, წმიდა ბერი წინამძღვრობაზე დაითანხმეს, თუმცა წმიდანმა საკუთარი წესების სიმკაცრის შესახებ წინასწარ გააფრთხილა ისინი.

წმიდა ბენედიქტემ მკაცრი წესრიგი დაამყარა მონასტერში. არავის აძლევდა დადგენილი წესის დარღვევის უფლებას, არ აძლევდა საშუალებას, სამონაზვნო გზიდან მარჯვნივ ან მარცხნივ გადახრილიყვნენ. გაღიზიანებულმა ძმებმა ასეთი მკაცრი წინამძღვრის არჩევისათვის ჯერ ერთმანეთის გაკიცხვა დაიწყეს, შემდეგ კი, რადგან მიხვდნენ, რომ ის თავნებობას არავის აპატიებდა და არც თავად შეეძლოთ სიახლის მიღება, რამდენიმე მათგანმა წინამძღვარზე თავდასხმა გადაწყვიტა. მოითათბირეს და ღვინოს შხამი შეურიეს...

ძნელია სათნოებრივი ცხოვრება გაუკუღმართებული ზნეობის ადამიანებისთვის.

შეთქმულებმა მონასტრის ჩვეულების მიხედვით, მოწამლული ღვინით სავსე ჭურჭელი კურთხევისთვის მონასტრის წინამძღვარს მიუტანეს. წმიდა ბენედიქტემ ღვინოს ჯვარი გადასახა და უცაბედად ჭურჭელი ნამსხვრევებად იქცა, თითქოს ჯვრის ნაცვლად ქვა მოხვედროდა. წმიდა მამა მიხვდა, რომ ჭურჭელში სასიკვდილო სითხე ესხა და ძმებს მიმართა: „ყოვლისშემძლე ღმერთმა შეგინდოთ, ძმებო! რატომ მოინდომეთ, ასე მომქცეოდით? ხომ გაფრთხილებდით, რომ ჩვენი ჩვეულებები განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან? წადით და თქვენი ჩვეულებების შემწყნარებელი წინამძღვარი მოძებნეთ, რადგან ამის შემდეგ თქვენთან ვეღარ დავრჩები“. 

შემდეგ ის თავის საყვარელ უკაცრიელ ადგილას დაბრუნდა და მარტო ცხოვრობდა საკუთარ თავთან, ყოვლისმხედველი უფლის თვალწინ.

 

скачать dle 11.3