კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მიზეზით დაიკარგა სახლიდან გასული ახალგაზრდა და სად ეძებს უგზო-უკვლოდ დაკარგულის და თავის დედმამიშვილს

თამარ ალექსანდრეს ასული საგინაშვილი ეძებს 27 წლის ვახტანგ ალექსანდრეს ძე საგინაშვილს.

ისტორია: ვეძებ ჩემს ძმას, 1987 წელს დაბადებულ ვახტანგ ალექსანდრეს ძე საგინაშვილს. ჩემი ძმა 2011 წლის 5 იანვარს სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მისი პოვნის იმედს ოჯახის წევრები დღემდე არ ვკარგავთ. ძალიან გთხოვთ, მის პოვნაში დამეხმაროთ – თუკი ვინმეს რაიმე ინფორმაცია გაქვთ მის შესახებ, აუცილებლად შეგვატყობინეთ. გიგზავნით ჩემი ძმის ბოლოს გადაღებულ ფოტოს.

ჟურნალისტის შენიშვნა: სამწუხაროდ, რუბრიკა „დაკარგულებში“ არაერთხელ დაბეჭდილა უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ისტორიები. აღსანიშნავია, რომ მათი უმეტესობა მამრობითი სქესის წარმომადგენლები არიან, რომლებსაც ახლო ნათესავები დადებითად ახასიათებენ. ისინი ამბობენ, რომ დაკარგული მორწმუნე იყო და, არ არის გამორიცხული, რომ ის რომელიმე მონასტერში იყოს თავშეფარებულიო. ძალიან ვთხოვ მკითხველს, ყურადღებით წაიკითხოს სტატია და, თუ ვინმეს ეცნობა ეს ადამიანი ან იცის მისი ადგილსამყოფელი, დაუყოვნებლივ შეგვატყობინოს.

– მოგვიყევი, როგორ დაიკარგა შენი ძმა.

თამარ საგინაშვილი: 2011 წლის 5 იანვარი იყო. ჩემი ძმა სახლიდან (კასპი, ჯორჯიაშვილის ქუჩა ¹9-დან) გავიდა და აღარ დაბრუნებულა. ოჯახის წევრებმა არ ვიცით, რა უნდა მომხდარიყო, დღემდე გაურკვევლობაში ვართ. საქმე ისაა, რომ ვახო ძალიან გაწონასწორებული და მშვიდი პიროვნებაა. ის ეკლესიურად ცხოვრობდა და ხშირად დადიოდა ტაძარში. ვერ ვიფიქრებ, რომ რაიმე ხიფათს გადაეყარა. პოლიციას, ბუნებრივია, შევატყობინეთ ჩემი ძმის დაკარგვის ამბავი, მაგრამ მათ ის ეძებეს და ვერაფერი გაარკვიეს. დიდი იმედი მაქვს, რომ ის ჯანმრთელადაა და ოდესმე თავის სახლში დაბრუნდება.

– რა ეცვა შენს ძმას იმ დღეს, ან, რამე ნიშანი ხომ არ აქვს სახეზე ან სხეულზე?

– ვახოს ეცვა ზოლიანი სპორტული, შავი ფერის შარვალი, ლურჯ-თეთრი ზოლებით, სპორტული ფეხსაცმელი და ნაქსოვი ლურჯი მაისური. სულ ზემოდან კი – ყავისფერი ქურთუკი. ჩემს ძმას აქვს ხორბლისფერი კანი, აქვს თაფლისფერი თვალები, შავი, სწორი თმა, ხშირი წარბები და სწორი ცხვირი. ის საშუალო სიმაღლისაა. მარჯვენა ბეჭზე ჩემს ძმას აქვს ვარსკვლავის ფორმის ტატუ, რომელსაც ქიმებზე აწერია ჩემთვის უცნობი ასოები.

– პირადად შენ რას ფიქრობ, სად შეიძლება იყოს შენი ძმა, მისი დაკარგვის რა ვერსია გაქვს?

– მინდა აღვნიშნო, რომ ჩემს ძმას თან არ ჰქონია პირადობის დამადასტურებელი საბუთი. ის, როგორც უკვე გითხარით, ძალიან მორწმუნეა და, რამდენჯერმე ყოფილა შემთხვევა, როცა სახლიდან მოულოდნელად წასულა და მონასტერში ყოფილა. მაგრამ ამჯერად უკვე სამი წელია გასული მისი გაუჩინარების შემდეგ და, აღარ ვიცით, რა ვიფიქროთ. წინა შემთხვევაში მოკლე დროში გვაგებინებდა თავის ადგილსამყოფელს, ახლა კი არანაირი ინფორმაცია არ გაგვაჩნია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვახტანგი რომელიმე მონასტერშია. არ გამოვრიცხავთ, ასევე, იმ ვერსიას, რომ, შესაძლებელია, ის არალეგალურად წავიდა საქართველოდან. რთულია რაიმე კონკრეტულის თქმა. არც სხვა ვერსიების გამორიცხვა შეგვიძლია, რადგან, ხელმოსაჭიდი არაფერი გვაქვს.

 ჩემი მშობლები დღემდე იმედოვნებენ, რომ ის გამოჩნდება, რომ ჩვენ მას ვიპოვით. ძალიან გთხოვთ, გულთან ახლოს მიიტანოთ ჩვენი ისტორია და დაკარგული ძმა მაპოვნინოთ. რატომღაც, გული მიგრძნობს, რომ ის ცოცხალია და ჩვენ მას ვიპოვით. გაუსაძლისია გაურკვევლობაში ყოფნა და ცხოვრება. ჩვენ ხომ არ ვიცით, როგორაა, სადაა, რატომ არაფერი შეგვატყობინა თავისი წასვლის შესახებ. სახლში კამათი და ჩხუბი არასდროს ყოფილა და, გამორიცხულია, რომ ის მშობლებზე ან ჩემზე იყოს განაწყენებული. თუკი ვახო წაიკითხავს ამ სტატიას, მინდა, იცოდეს, რომ ჩვენ, მისი ოჯახის წევრები, მას სულ ველოდებით და მისი დაბრუნების გვჯერა.

თუ გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიასთან დაკავშირებით ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 239-23-52; 239-23-53; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

 

скачать dle 11.3