კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

ჩემი შვილი ახლა უფრო მიყვარს

ამ წერილის მოწერა მეზობელმა გადამაწყვეტინა, რადგან, სხვანაირად ვერ მივაწვდენ ხმას ციხეში მყოფ ჩემს ერთადერთ შვილს. იმავე მეზობელმა მითხრა, რომ თქვენი ჟურნალი ციხეებშიც შეაქვთო და, იმედია, წაიკითხავს ჩემი ბიჭი ამ წერილს.

ცოლი საკმაოდ გვიან შევირთე, მაგრამ, ადრე დავქვრივდი და შვილი მარტომ გავზარდე. ცოლის შერთვაზე აღარ მიფიქრია – არ მინდოდა, ბავშვი დედინაცვლის ხელში ჩამეგდო. თავიდან კი მეხმარებოდნენ დედაჩემი და ჩემი და, მაგრამ, ისინიც რამდენიმე წელიწადში გარდაიცვალნენ და, ბავშვი, პრაქტიკულად, უქალოდ გაიზარდა. არ ვიცი, რა შემეშალა, რა გამომეპარა, მაგრამ, სკოლის დამთავრების შემდეგ ბიჭი ცუდ წრეში აღმოჩნდა და ამის გამო სულ უსიამოვნებებში იყო. როგორც ჩანს, რაღაც ვერ გავთვალე, რაღაცაში ხელი დავაკელი... თითქოს მკაცრი მამა ვიყავი, მაგრამ, ეტყობა, მაინც ზედმეტად ვანებივრებდი – ობოლია და ისედაც დაჩაგრულია-მეთქი. მოკლედ, როგორც იტყვიან, ბიჭი ხელიდან გამივარდა.

სტუდენტი რომ გახდა, პირველივე კურსზე, ვიღაც ნაძირლებმა აიყოლიეს – ბინის გასაქურდავად წაიყვანეს და პირველად მაშინ დაიჭირეს, მაგრამ, ისე მოხდა, რომ შედარებით მცირე ვადა მიუსაჯეს და მალე გამოვიდა. თითქოს ჭკუაზე იყო მოსული და სამსახურის ძებნა დაიწყო, მაგრამ, ნაციხარი არავინ მიიღო, იმის საშუალება კი არ გვქონდა, რომ თვითონ წამოეწყო რამე პატარა ბიზნესი. მოკლედ, სასოწარკვეთილებაში ჩავარდა. მერე ერთ ჩემს შორეულ ნათესავს ვთხოვე, თავისთან მოეწყო სამუშაოდ (თავისი ბიზნესი ჰქონდა), თუნდაც ყველაზე დაბალ თანამდებობაზე. დამთანხმდა და მიიღო. სამი-ოთხი წელი ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა. მართალია, დიდ ხელფასს არ აძლევდა, მაგრამ, რაც მთავარია, მთელი დღე დაკავებული იყო, თავისი ჯიბის ფულიც ჰქონდა და საჭმელიც მოჰქონდა სახლში. მე ინვალიდობის პენსიას ვიღებდი და, რაღაცნაირად გაგვქონდა თავი. მერე კი ზუსტად რა მოხდა, ახლაც არ ვიცი, მაგრამ, იმ ჩემს ნათესავს რაღაც აერია ბიზნესში, სამართალდამცავ ორგანოებთან პრობლემები შეექმნა და დასაჭერად გაუხდა საქმე. სწორედ მაშინ, ისე, რომ ჩემთვის არც ერთს არაფერი უკითხავს, დაუძახა თურმე ჩემს შვილს და უთხრა, ეს ყველაფერი შენს თავზე აიღე და ერთ თვეში გამოგიყვანო, თან დაამადლა – მე რომ აგიყვანე სამსახურში და რამდენიმე წელი წყნარად და უზრუნველად ცხოვრობდი, ვალს გადახდა უნდაო. ეს სულელიც დათანხმდა და იკისრა სხვისი დანაშაული, იმ ნათესავმა კი ხელები დაიბანა – თითიც აღარ გაანძრია ჩემი შვილის გამოსაყვანად. ის კი არა, ყველგან იმას ამბობდა, სისულელე ვქენი, ის ნაციხარი რომ მივიღე ჩემთან, სწორედ მაგან გამხვია შარშიო.

თავი დავიმცირე, მივედი და ვთხოვე, დაიხსენი ჩემი შვილი-მეთქი, მაგრამ, მეჩხუბა, გამლანძღა და გამომაგდო. საშინელ დღეში აღმოვჩნდი, ამას კი ისიც დაემატა, რომ სადარბაზოს კიბეზე ფეხი დამიცდა, ჩავგორდი და ორივე ფეხი მოვიტეხე. ისევ მეზობლებმა მომხედეს, სხვა პატრონი არც მყოლია. ახლა, როგორც იქნა, დავდექი ფეხზე, მაგრამ, ჯოხითა და ყავარჯნით მხოლოდ სახლში ვახერხებ სიარულს, გარეთ ჯერ კიდევ ვერ გავდივარ და არც ვიცი, როდის შევძლებ ამის გაკეთებას. სწორედ ამიტომ ვერ დავდივარ ჩემს ბიჭთან პაემნებზე. ერთადერთი, რასაც ვახერხებ, ისევ ჩემი კარის მეზობლის წყალობით, ჩემი პენსიიდან თვეში 50 ლარს ვუგზავნი – მე მეტი საშუალება არ მაქვს. ეს ჩემი მეზობელი კი, მართლაც რომ ღვთისნიერი ქალი, თვეში ერთხელ ან ორჯერ თეთრეულსა და ხილს შეუგზავნის ხოლმე (თავისი ხარჯით) და, მინდა, რომ ჩემმა ბიჭმა ეს იცოდეს. 

ჩემო დაჩაგრულო ბიჭო! თუ ამ წერილს წაიკითხავ, იცოდე, რომ გელოდები და მანამდე არ მოვკვდები, სანამ სახლში დაბრუნებულს არ დაგინახავ. თუ შეგიძლია, მაპატიე, რომ ვერ დაგიცავი ბოროტი ადამიანებისგან. იცოდე, რომ მამაშენს ახლა ასჯერ უფრო მეტად უყვარხარ და სჯერა შენი.

ნოდარი, 67 წლის.

скачать dle 11.3