კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შესთავაზებს თუ არა ნანუკა ჟორჟოლიანი თანაწამყვანობას თავის ორეულს, მანანა უბილავას

სულ რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში, ნანუკა ჟორჟოლიანის „ფეისბუქგვერდზე” გავრცელდა ფოტოკოლაჟი, რომელმაც ყველას ყურადღება უმალ მიიპყრო. ფოტოზე თავად ნანუკაა და უწერია „ძაან!.. აბა, თუ მიხვდებით, ვინ არის?..” აღმოჩნდა, რომ ამ ფოტოებზე თვითონ კი არა, 51 წლის ვინმე მანანა უბილავაა. არადა, მსგავსება საოცარია. ჩვენ შევეცადეთ ნანუკას დავკავშირებოდით, ინტერვიუ ჩაგვეწერა და ამ ორი ადამინისთვის ფოტოც გადაგვეღო, მაგრამ მისი ნომერი გამორთულია. როგორც გავიგეთ ამჟამად საქართველოში არ იმყოფება. მან მხოლოდ „ფეისბუქით” პატარა კომენტარი გააკეთა ამასთან დაკავშირებით.                                     

 

– ქალბატონო მანანა, როდის აღმოაჩინეთ, რომ ნანუკა ჟორჟოლიანს გავხართ?                         

– პირადად მე, არასდროს მიმიქცევია ამისთვის ყურადღება, მაგრამ ჩემი მეგობრები მეუბნებოდნენ. ნანუკა ჟორჟოლიანს გავხარო. ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა, ლიკა კარტოზიამ, რომელიც ICR-ში მუშაობს, ეს მსგავსება შეამჩნია ჯერ კიდევ 90-იან წლებში, როდესაც სოხუმიდან ახალი ჩამოსულები ვიყავით. მაშინ ნანუკა ჯერ კიდევ დამწყები ჟურნალისტი იყო. 

–  მოგვიყევით თქვენ შესახებ.    

– ამჟამად ვცხოვრობ აეროპორტის დასახლებაში. აქ ნუცუბიძის პლატოდან გადმოვედი, სადაც ოჯახთან ერთად ვცხოვრობდი. ოთხი წელია, ქმართან გაყრილი ვარ და აქ გადმოვედი საცხოვრებლად. ორი ვაჟი მყავს –  25 წლის და 19-ის.  უფროსი დაოჯახებულია, უმცროსი კი პირველი კურსის სტუდენტია. ვმუშაობ აფხაზეთის გარემოს დაცვის სამმართველოში უფროს სპეციალისტად. 51 წლის ვარ (დავიბადე 1963 წლის 8 მარტს). 

– თავად მართლა არ დაფიქრებულხართ, რომ ასეთი მსგავსებაა თქვენს შორის, სანამ მეგობრები გეტყოდნენ?   

– მას შემდეგ, რაც ხშირად მიმეორებდნენ, რომ ძალიან ვგავდი, უკვე მეც ვამჩნევდი მსგავსებას და სიმართლე გითხრათ, ძალიან მსიამოვნებდა. ძალიან დიდ პატივს ვცემ ნანუკას.  განსაკუთრებული მსგავსება ჩემსა და ნანუკას შორის მაშინ შევამჩნიე, როცა 2 მაისს დავდე ფოტო, რომელზეც დავაწერე: „ნანუკა ვარ ჟორჟოლიანი” (შეგიძლიათ, გადაამოწმოთ). 

– ესე იგი ეს პროვოკაცია თქვენგან წამოვიდა. ფოტოს დადების შემდეგ არ გაგჩენიათ სურვილი, შეხმიანებოდით და მისი რეაქცია გაგეგოთ, ან მანამდე შეხვედროდით და გაგეცნოთ ერთმანეთი?     

–  არა, არასდროს მიფიქრია ნანუკასთან შეხმიანება. ჩემთვის ეს წარმოუდგენელი იყო და ამიტომ მცდელობაც არ მქონია. რადგან ნანუკა ძალიან მესიმპათიურება, დალაიქებული მქონია ასეთი გვერდი: „ჩვენ გვიყვარს ნანუკა”. არ ვიცი, საიდან, მაგრამ რამდენიმე დღის წინ, ამ გვერდმა დადო ფოტოკოლაჟი, სადაც მე და ნანუკა ვიყავით შედარებული. ისინი წინასწარ დამეკონტაქტნენ „ჩატში” და მითხრეს, რომ სიურპრიზს მიმზადებდნენ. სიურპრიზი სწორედ ეს ფოტოკოლაჟი ყოფილა... ძალიან მესიამოვნა, მაგრამ წამითაც არ მიფიქრია, ამხელა გამოხმაურება თუ მოჰყვებოდა ამ ფოტოს დადებას. 

– აი, თქვენ ხომ უყურებთ ნანუკას ეკრანზე, ეკრანიდან ხედავთ მის ქცევებს, ისმენთ საუბრის მანერას, ჩანს ჩაცმის სტილი, მისი ხასიათი... ამ მხრივ, რა მსგავსებას ხედავთ?     

– ნანუკას მსაგვსად, მეც ემოციურად ვსაუბრობ, თუმცა ქცევებით  არა მგონია, ვგავდე, არ დავკვირვებივარ ამას. მაგრამ, სხვებისგან მსმენია, რომ ძალიან პოზიტიური ადამიანი ვარ მათთვის და ნანუკაშიც ამ თვისებას ვხედავ. შეიძლება, ამიტომაც მესიმპათიურება ნანუკა. ხშირად აღნიშნავენ ამას ჩემი მეგობრები. ასევე, მახასიათებს ერთი უცნაური თვისება, რაც არ უნდა იყოს, ყველანაირ ემოციაზე ვწითლდები. იქნება ეს ბრაზი თუ სიხარული. რაც შეეხება ჩაცმის სტილს, უპირატესობას ვანიჭებს სპორტულ ჩაცმულობას და ძირითადად, ასე დავდივარ. კლასიკურს მხოლოდ ღონისძიებებზე ვიცვამ. დიახ, ჩემი ჩაცმულობის სტილიც მუდამ არეულია ფერებით და შავის გარდა, თითქმის ყველა ფერს ვიცვამ.  

– მიბაძვის სურვილი გქონიათ?   

– არა, არ გამჩენია იმის სურვილი, რომ ნანუკასთვის მიმებაძა. ალბათ, ეს განპირობებულია ჩემი ასაკიდან და ასევე, ვფიქრობ, ინდივიდუალიზმი ადამიანის საუკეთესო თვისებაა. ის მსგავსება, რაც ჩვენ შორისაა, ბუნებრივია და არა ხელოვნური.   

– მაგრამ ხომ შეიძლებოდა ამ სფეროში თქვენც გამხდარიყავით ასეთი ცნობილი ან მას გასჩენოდა იდეა, მისი თანაწამყვანი გამხდარიყავით, წარმომიდგენია, რა მაგარი იქნებოდა ორი ნანუკა.   

– არა, ვფიქრობ, რომ ამის ნიჭი და შესაძლებლობა არ გამაჩნია. არასოდეს გამიკეთებია მსგავსი საქმე და არა მგონია, გამომივიდეს, რაც არ უნდა ვეცადო. ამის ამბიცია რომ მქონდეს, შესაძლებლობაც უნდა გამაჩნდეს და ხელს მიწყობდეს, რაც, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არ გამაჩნია.

–  ზოდიაქოს რა ნიშანი ხართ?

– „თევზები”. რომანტიზმის განცდით და მეოცნებეობით ვგავარ ამ ნიშანს. თუმცა, ასეთი თვისებები ადრე უფრო გამაჩნდა, ახლა დალექილია და წლებთან ერთად გაქრა... 

– როცა ორი უცნობი ადამიანი ასე ჰგავს ერთმანეთს, ბუნებრივია, იქ გაჩნდეს რაღაც ეჭვებიც. თქვენც ხომ არ გაგიჩნდათ (ეს ისე, ხუმრობით)?              

–  არა, არა. მამა ზუგდიდელი იყო, დედა – გალელი. ვცხოვრობდით სოხუმში. დღეს ცოცხალი არც ერთი არ არის. ჩვენს ოჯახს თბილისთან შეხება არასდროს ჰქონია, მხოლოდ ომის შემდეგ მოვხვდი თბილისში მეუღლის ოჯახთან ერთად. ასე რომ, ეს გამორიცხულია.

– ნანუკა, როგორი იყო შენი რეაქცია როდესაც ეს ფოტოები ნახე და რეალურად, რა მსგავსება დაინახე შენსა და ქალბატონ მანანას შორის?       

ნანუკა ჟორჟოლიანი: მე და მარიამმა ერთად ვნახეთ და მარიამმა შეჰყვირა: დე, როგორ გგავსო. დაკვირვებაც არ იყო საჭირო. ძალიან მგავს მართლა...

– თუ გაგიჩნდა სურვილი, ახლოდან გაგეცნო, შეხვდეროდი ან რამე მიგეწერა?   

– ასე, მიწერა არა... მაგრამ მაინტერესებს როგორია, რას ეუბნებიან, როცა მამსგავსებენ. მომიკითხეთ, თუ დაელაპარაკებით.   

 

скачать dle 11.3