კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქართული კომპანია „კამელინის“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება – პრესტიჟული „ოქროს ჯილდო” და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განკურნებული ადამიანები

კომპანია „კამელინმა“ კიდევ ერთი  საერთაშორისო წარმატება და აღიარება მოიპოვა. 2014 წლის 26 მაისს ნიუ-იორკში, მანჰეტენის ცენტრში, სასტუმრო „მერიოტში“ საერთაშორისო ორგანიზაცია BID – Business Initiative Directions-ის მიერ (რომელიც 1986 წელს არის დაარსებული და დღემდე ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა მთელ მსოფლიოში. ამ ჯილდოს მფლობელი კი არაერთი წარმატებული და ცნობილი კომპანიები არიან) გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე, ფარმაცევტულ კომპანია „კამელინს“ ნომინაციაში – QUALITY SUMMIT „ოქროს ჯილდო“ მიენიჭა. რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს „კამელინის“ ხუთივე ფორმის სანდოობასა და მის მაღალ ხარისხზე, რადგან ეს კომპანია, გარდა იმისა, რომ ზრუნავს საკუთარი მომხმარებლის ჯანმრთელობაზე, მუდმივად ცდილობს, ტექნოლოგიების განახლებასა და პროდუქციის ხარისხის ამაღლებას. რა თქმა უნდა, ამ ნომინაციის მინიჭების დროს, ასევე, გათვალისწინებული იყო ის მიღწევები და საერთაშორისო მასშტაბით ჩატარებული სამეცნიერი-კლინიკური კვლევები, რომელსაც „კამელინი“ მუდმივად ახორციელებს. აქვე მინდა, შეგახსენოთ, რომ  „კამელინი“ 100 პროცენტით ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა პრეპარატია, არატოქსიკური, ჰიპოალერგიული, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, მარეგენირებელი, ანტისეპტიკური, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, არეგულირებს იმუნური სისტემის მუშაობას, აძლიერებს იმუნომოდულატორულ აქტივობას. კვლევების საფუძველზე და პრაქტიკიდან გამომდინარეც, უმძიმეს პაციენტებში კამელინოთერაპიით  მკურნალობისას მეტწილად ხდება სიმსივნური პროცესების შეჩერება, საერთო მდგომარეობის გაუმჯობესება და შრომისუნარიანობის საგრძნობი მატება. 

 

კობა გურიელიძე (კომპანია „კამელინის“ აღმასრულებელი დირექტორი და სამეცნიერო პროექტების ხელმძღვანელი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი): საერთაშორისო ორგანიზაცია BID – Business Initiative Directions წლებია, აწყობს იმ კომპანიების დაჯილდოების ცერემონიალს,  რომლებიც ხარისხსა და წარმოების მაღალ დონეზე არიან ორიენტირებული. ასევე, ითვალისწინებენ იმას, თუ რა წარმატებას აღწევ მოკლე დროში და რამდენად ინოვაციური ხარ. ოქროს ნომინაცია, ძალიან პრესტიჟულია და გვიხარია, რომ „კამელინი“ მისი მფლობელი გახდა. მათ გაითვალისწინეს ჩვენი კომპანიის წარმოების ხარისხი, ასევე, ის ინოვაციები, რომლითაც „კამელინი“ მუდმივად გამოირჩევა და ის სამეცნიერო-კლინიკური კვლევები, რომელსაც სხვადასხვა ქვეყანაში ვატარებთ. დახურული სისტემით ხდება ნომინაციაში გამარჯვებული კომპანიის გამოვლენა. შესაბამისად, ჩვენ ამის შესახებ არაფერი ვიცოდით. კომისია ამოწმებს კომპანიის საქმიანობას სხვადასხვა მიმართულებით და მხოლოდ შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას. როგორც იცით, ჩვენ არაერთი საინტერესო კვლევა განვახორციელეთ უცხოეთში – კანადაში, ამერიკაში, ევროპაში. „კამელინი,“ გარდა იმისა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო პრეპარატია ონკოლოგიური მიმართულებით, ასევე იმუნური სისტემის გაძლიერების კუთხით არის ხარისხიანი, თანამედროვე ტექნოლოგიებით  დამზადებული და აკმაყოფილებს ყველანაირ კრიტერიუმს.  22 მაისს მოგვივიდა ამ ორგანიზაციიდან წერილი, რომ ნიუ-იორკში 26 მაისს გაიმართებოდა Quality Summit. ღონისძიებას ვესწრებოდით მე, ასევე კომპანიის დამფუძნებელი, ქეთევან მაღლაკელიძე და კომპანიის გენერალური დირექტორი, ავთანდილ მახარობლიძე. სამიტს ესწრებოდნენ ძალიან ბევრი ქვეყანიდან სხვადასხვა წარმატებული, თავის ქვეყნებში წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები. ჩვენ ჯერ არ ვართ იმხელა კომპანია, არც ისეთი ფინანსური ბრუნვები გვაქვს, როგორც მათ, მაგრამ „კამელინი“ საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ასე რომ, სიდიდეს არ აქვს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა, მთავარია, კომპანია როგორ აწარმოებს ბიზნესს, რამდენად ხარისხიანი, ინოვაციურია. ასევე, აქცევენ ყურადღებას იმას, თუ სად გაქვს შვილობილი კომპანიები, სად ავითარებ ქსელს. „კამელინს“ თავისი შვილობილი კომპანია ამერიკაში აქვს, ასევე, ევროპაში, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდანაც ჩამოდიან ონკოლოგები. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ყირგიზეთიდან ჩამოვიდა მთავარი რადიოლოგი, რომელმაც წაიღო „კამელინის“ ხუთივე ფორმა და თავისი ინიციატივით დაარეგისტრირა ყირგიზეთში, დაიწყო პრეპარატის ექსპორტი და ხუთივე ფორმა უკვე სააფთიაქო ქსელშია. ბელორუსიაში, ყაზახეთში, ბულგარეთში, უკრაინაში მიმდინარეობს პრეპარატის რეგისტრაციის პროცესი, უბრალოდ, ამას გარკვეული დრო სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია „კამელინი“ ასე წარმატებულად განაგრძობს საქმიანობას, ამ ნომინაციაში გამარჯვება ჩვენთვის მაინც მოულოდნელი იყო. მოგვივიდა ოფიციალური წერილი, სადაც გვიდასტურებდნენ, რომ კომპანია „კამელინი“ თავისი ხარისხიანი საქმიანობისთვის, რომელიც მან განახორციელა 10 წლის განმავლობაში, ჯილდოვდება ოქროს ნომინაციით. უკვე შეგვიძლია, ამ კომპანიის ემბლემა დავიტანოთ ჩვენს ნაწარმზე, რადგან „კამელინი“, ფარმაცევტული მარკაა, რომელიც ხარისხთან და სანდოობასთან ასოცირდება და ამას ნამდვილად იმსახურებს. ეს გარკვეული სტიმულია ჩვენი კომპანიისთვის. ჩვენთვის სასიამოვნო და მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ ამდენ წარმატებულ კომპანიას შორის, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იყვნენ წარმოდგენილი და რაც მთავარია, წარმოადგენდნენ სხვადასხვა, აბსოლუტურად განსხვავებულ სფეროს,  გაისმა „კამელინისა“ და საქართველოს სახელი. 

– როგორც თქვენ ახსენეთ, უკვე არაერთი ქვეყნიდან ჩამოდიან და ითხოვენ მათ ქვეყანაში „კამელინის“ დარეგისტირებას. ამას ყოველთვის წინ უძღვის ამ პრეპარატით მიღებული დადებითი შედეგები.

–  მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში „კამელინი“ ჯერ არ არის დარეგისტრირებული, მომხმარებელი თავად გვიკავშირდება. იმ ქვეყნებში, სადაც არ არის „კამელინი“ დარეგისტრირებული პაციენტები საქართველოში მცხოვრები მეგობრების საშუალებით იძენენ მას.  ასეთი ქვეყნებია  ინგლისი,  ავსტრია, რუსეთი და ბულგარეთი.

– მიუხედავად „კამელინის“ სხვადასხვა სამკურნალო თვისებებისა, მისი მომხმარებლები უფრო მეტად ონკოლოგიური პაციენტები არიან. 

– დიახ, ასეა. მე ძირითადად კვლევებით ვარ დაკავებული, მაგრამ არაერთხელ გამიგია იმის შესახებ, როგორ ჩაიტარეს მძიმედ დაავადებულმა პაციენტებმა ქიმიოთერაპია, გაიკეთეს ოპერაცია და ბოლო შანსი მათთვის „კამელინი“ იყო. რა თქმა უნდა, ყოველთვის არ არის 100-პროცენტიანი შედეგი, მაგრამ ყველა, 100-ვე პროცენტში მძიმე ავადმყოფობის დროს, იყო მაჩვენებლების გაუმჯობესება და გარკვეულ შემთხვევებში, გამოჯანმრთელებაც – ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. ერთ შემთხვევას გეტყვით: ბულგარეთში ერთ ადამიანს შვილი ჰყავდა ცუდად – „ჩავარდნილი“ იყო. არ ვიცი, როგორ გაიგო „კამელინის“ შესახებ, მაგრამ მან იყიდა და მოხდა სასწაული: ის ბავშვი ახლაც ფეხზეა, კარგად გრძნობს თავს. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ დაგვიკავშირდნენ ბულგარეთიდან და სურთ „კამელინის“ დარეგისტრირება. მინდა, აქვე აღვნიშნო, რომ „კამელინის“ მიღება პროფილაქტიკის მიზნითაც, არ არის ურიგო. შეიძლება, ადამიანს არაფერი სჭირს, მაგრამ იმუნიტეტის ამაღლების მიზნით, შეუძლია, წელიწადში ორჯერ ჩაიატაროს „კამელინით“ მკურნალობის კურსი: ერთი – გაზფხულზე, მეორე – ზამთრის დადგომისას. ასევე, კარგია მისი მიღება სიმსივნის პრევენციის მიზნითაც. ქიმიური პრეპარატები დამანგრევლად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. „კამელინი“ კი აბსოლუტურად უვნებელია. არ აქვს გვერდითი მოვლენები, ბუნებრივი, თაფლისგან დამზადებული პრეპარატია და თავისუფლად შეიძლება, მისი მიღება პრევენციის მიზნითაც. საერთაშორისო კვლევებმაც ნათლად დაადასტურა, რომ „კამელინი“ ერთ-ერთი საუკეთესო იმუნომოდულატორია. ტყუილად არავინ დაგპატიჟებს ასეთ პრესტიჟულ დაჯილდოების ცერემონიალზე და არ მოგანიჭებს ოქროს ნომინაციას. ისევე როგორც არ მგონია, ტყუილად გახსნას ამერიკელმა ამერიკაში „კამელინის“ შვილობილი კომპანია, ასევე ევროპაში... ჩვენ წინ ბევრი გეგმა გვაქვს და რაც მთავარია, მინდა, ჩვენმა მომხმარებელმა იცოდეს, რომ, როდესაც იღებენ „კამელინს“, ამ პრეპარატს წინ უძღოდა კვალიფიციური და ხარისხიანი სამეცნიერო-კლინიკური კვლევები, რაც მათ ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში ნამდვილად დაეხმარება. 

P.S. მე ამ უნიკალურ და მაღალი სანდობით აღჭურვილ კომპანიას  კიდევ ერთხელ ვულოცავ ასეთ მნიშვნელოვან წარმატებასა და აღიარებას. მჯერა, რომ   ქართული პრეპარატი „კამელინი“ კიდევ ბევრ საერთშაროსო აღიარებას მოიპოვებს და რაც მთავარია, არაერთ ადამიანს დაუბრუნებს გამოჯანმრთელებისა და ცხოვრების იმედს. ვისაც გაქვთ „კამელინთან“ დაკავშირებული კითხვები ან გსურთ, კონსულტაცია, შეგიძლიათ, დარეკოთ ტელეფონის ნომრებზე: 599 33-10-89; 599 58-09-07; 599 23-03-33; 2-98-57-78; 2-71-04-80; 2-22-26-68; 2-93-20-87.

 

скачать dle 11.3