კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უმადურები

შენ რომ ჩემთვის უფასოდ არ გიმკურნალიაო?!

 

ამა წლის აგვისტოდან რფ-ში კანონის ის ნორმა უნდა ამოქმედდეს, რის თანახმადაც, ორმაგი მოქალაქეობა იკრძალება და თუ მოქალაქე სახელმწიფოს დაუმალავს, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეცაა, დაისჯება. კერძოდ, სასჯელი ადმინისტრაციულით – 500-1 000 რუბლის ჯარიმა – იწყება და და სისხლის სამართლებრივით სრულდება – ჯარიმა 200 000 რუბლამდე და 400 საათი სავალდებულო შრომა.

ამ ფაქტმა ფრიად შეაშფოთა ჩვენებური სეპარატისტები, ვინაიდან სეპარატისტულ აფხაზეთში მოქალაქეს დამატებით მხოლოდ რუსეთის მოქალაქეობის უფლება აქვს და, რაკი აფხაზეთი რფ-ს კმაყოფაზეა, იქაურთა აბსოლუტური უმრავლესობა ორმაგ მოქალაქეობას ფლობს. თუმცა შიშობენ, რომ საინფორმაციო ვაკუუმის გამო, მათ შესაძლოა შესაბამის ორგანოებს ვერ აცნობონ ეს ინფო და ამიტომაც კანონის სანქციების მსხვერპლად იქცნენ. ასე მაგალითად, აფხაზეთის 52 000 პენსიონერი სოჭის ერთ-ერთ საერთო საცხოვრებელშია რეგისტრირებული (რომ შეძლოს რუსული პენსიის მიღება), რომლის მისამართიც უცნობია. შესაბამისად, ისინი, უბრალოდ, ვერავის მიმართავენ მეორე მოქალაქეობის შესახებ ამბის მისაწოდებლად.

თუმცა მხოლოდ ეს არ უშფოთებს გულსა და სულს ჩვენს სეპარატისტ პარლამენტარებს: რფ-ისგან მხოლოდ ბიუჯეტის შევსებას არ სჯერდებიან და ჯანმრთელობის უფასო დაზღვევასაც ითხოვენ. რაკი ენგურს იქით ქართველები ნებისმიერ აფხაზს უფასო მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მომსახურებას სთავაზობენ და უწევენ, ჩვენ კი არ ვიცით, მკურნალობის პროცესში რა იდეოლოგიურ სამუშაოს ატარებენ ავადმყოფ აფხაზებთან, ამის აღსაკვეთად ალტერნატიული უფასო სამედიცინო მომსახურება გვჭირდებაო.  

სჭირდებათ, რადგან რფ-ის ტერიტორიაზე რფ-ის მოქალაქე აფხაზებს მკურნალობენ, როგორც უცხოელებს – მხოლოდ ფასიანად, აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებში კი სამედიცინო მომსახურების სისტემა, ფაქტობრივად, არ არსებობს.

ჩვენ უკვე ვიცით, რომ რფ-მ განაცხადა, მხოლოდ იმ ავადმყოფ აფხაზებს ვუმკურნალებთ, ვინც რფ-შია რეგისტრირებულიო, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ენგურს გადაღმა მყოფთა უმადურობა აშკარაა. – 

скачать dle 11.3