ხორცის სალათა სატაცურითა და მანგოთი
საჭირო ინგრედიენტები: 400 გრამი მოხარშული სატაცური, 200 გრამი მანგო, 5 ცალი სალათის ფოთოლი, 150 გრამი მოხარშული ლორი, 150 გრამი მოხარშული ქათმის ხორცი, 2 ცალი მოხარშული კვერცხი, 1 კბილი ნიორი, 1 სადილის კოვზი ცხარე მდოგვი, 3 სადილის კოვზი ძმარი „ბალზამიკო”, 5 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1 სადილის კოვზი წვრილად დაჭრილი ქონდარი, მწიკვი შაქარი, მარილი და დაფქული წიწაკა – გემოვნებით.
მომზადების წესი: სასალათეში მოათავსეთ სალათის ფოთლები და სატაცური. ლორი და ქათმის ხორცი საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭერით, მანგო – მსხვილად, კვერცხი კი ოთხად გაჭერით. ნიორი დანაყეთ, შეურიეთ მდოგვსა და „ბალზამიკოს”, დაუმატეთ 3 სადილის კოვზი წყალი, ზეთი და ბლენდერით ათქვიფეთ. შეაზავეთ წიწაკით, მარილით, ქონდრითა და შაქრით. სალათის ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ სასალათეში და მოასხით სოუსი.