ბულგარული წიწაკა ლობიოს გულსართით
საჭირო ინგრედიენტები: 3 ძირი მწვანე ხახვი, 2 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, 400 გრამი დაკონსერვებული ლობიო, 150 მილილიტრი ბოსტნეულის ბულიონი, 2 ცალი დიდი და 5 ცალი საშუალო ზომის ბულგარული წიწაკა, 0,5 კონა პიტნა, 2 სადილის კოვზი სეზამის მარცვლები, მარილი და წიწაკა – გემოვნებით.
მომზადების წესი: მწვანე ხახვი დაჭერით. თეთრი ნაწილი 1 სადილის კოვზ ზეითუნის ზეთში მოშუშეთ. დაუმატეთ გადაწურული ლობიო, დაასხით ბულიონი და 5 წუთის განმავლობაში ხარშეთ. პატარა წიწაკას ამოაცალეთ თესლი და წვრილად დაჭერით, პიტნა კი დაკეპეთ. ლობიოს მასა ბლენდერით ათქვიფეთ, მოაყარეთ მარილი და პილპილი. შეურიეთ დაჭრილი წიწაკა და პიტნა. ბულგარული წიწაკები შუაზე გაჭერით, ამოაცალეთ თესლი და ლობიოს გულსართით ამოავსეთ. მოაყარეთ სეზამის მარცვლები და მწვანე ხახვი, მოასხით ზეითუნის ზეთი.