სალათა „ელისეის მინდვრები“
საჭირო ინგრედიენტები: 250-300 გრამი კანგაცლილი და შებოლილი ქათმის ფილე, 1 ცალი კიტრი, 0,5 ქილა დაკონსერვებული, მწვანე ბარდა (გაროხი), ცოტა მწვანე ხახვი, ცოტა კამა, ცოტა ოხრახუში, 3 სადილის კოვზი ზეთი, 0,5 სადილის კოვზი ღვინის ძმარი, 1 სადილის კოვზი მდოგვი, სუნელი – სურვილისამებრ, შავი პილპილი, ცოტა შაქარი, მარილი.
მომზადების წესი: ფილე და კიტრი დაჭერით. ძალიან წვრილად დაჭერით მწვანილი. ეს ყველაფერი მოათავსეთ ჯამში, დაუმატეთ ბარდა, რომელსაც წინასწარ გადაწურავთ და ცივ წყალს გადაავლებთ. ცალკე მოამზადეთ სოუსი: პატარა თასში შეურიეთ ერთმანეთში ზეთი, ძმარი, მდოგვი, მარილი, სუნელი, ცოტა პილპილი, შაქარი, ათქვიფეთ ჩანგლით. მოასხით სალათას და აურიეთ. ძალიან მსუბუქი და გემრიელი კერძია. თან, ადვილად მზადდება.