მაკა ცინცაძის სალათა ავოკადოთი
მომწონს ორიგინალური რეცეპტები და, როცა დრო მაქვს, სიამოვნებით ვამზადებ. ვფიქრობ, ეს სალათა მოგეწონებათ.
საჭირო ინგრედიენტები: 1 ცალი ავოკადო, 1 ცალი ყვითელი ან ფორთოხლისფერი ბულგარული წიწაკა, 1 ცალი პომიდორი, 1 ცალი კიტრი, 200 გრამი ქათმის ფილე, 50-100 გრამი მაგარი ყველი, 1 კბილი ნიორი, მაიონეზი და მარილი – გემოვნებით.
მომზადების წესი: ავოკადო გაფცქვენით, მოაშორეთ კურკები და დაჭერით მომცრო კუბიკებად. ქათმის ფილე მოხარშეთ და დაჭერით შედარებით მოზრდილ კუბიკებად, მერე კი დაჩეჩეთ. პომიდორი და ბულგარული წიწაკა დაჭერით კუბიკებად, კიტრი – ჩხირებად. დაუმატეთ ძალიან წვრილად დაქუცმაცებული ნიორი (ძალიან უხდება), შეაზავეთ მარილითა და მაიონეზით, მოაყარეთ გახეხილი ყველი და ყველაფერი კარგად აურიეთ. უკეთესი იქნება, თუ ყველს მსხვილკბილა სახეხზე გახეხავთ. ორიგინალური და პიკანტური არომატი აქვს და ძალიან გემრიელია.