ყველის „ლაზანია“ იხვითა და ქამა სოკოთი
საჭირო ინგრედიენტები: ლაზანიას 9 ფირფიტა (ფორმით 20X30), ზეითუნის ზეთი, 1,5 ჩაის კოვზი წყალი, 500 გრამი იხვის ხორცის ფარში (ქათმისაც შეიძლება), 250 გრამი რბილი ყველი, 250 გრამი ქამა სოკო, 1 ცალი პომიდორი, 60 გრამი ოთახის ტემპერატურის კარაქი; 50 გრამი ფქვილი, 210 მილილიტრი რძე, მარილი, შავი პილპილი – გემოვნებით, ხმელი ქონდარი.
მომზადების წესი: დადეთ გამოსაცხობ ტაფაზე ერთი ფირფიტა ლაზანია, მოასხით ცოტა ზეითუნის ზეთი და წყლით დანამეთ. ცალკე მოამზადეთ სოუსი „ბაშამელი“. კარაქი გაადნეთ, უყავით ცოტა მარილი და ნელ-ნელა შეურიეთ ფქვილი. უნდა მიიღოთ სქელი, არაჟნისებური მასა. ქვაბი არ გადმოდგათ ცეცხლიდან, ისე შეურიეთ ნელ-ნელა რძე და ურიეთ მანამ, სანამ მასა კარგად არ გათეთრდება და ერთგვაროვანი არ გახდება. ფარში წაუსვით ლაზანიას ფირფიტას. გადაუსვით სოუსის მეოთხედი და მოაყარეთ გახეხილი ყველი. დაადეთ ზემოდან მეორე ფირფიტა და წაუსვით მხოლოდ სოუსი.
სოკო გაარჩიეთ, დაჭერით და მოშუშეთ ზეთში. უყავით ცოტა მარილი და პილპილი. პომიდორი გაჭერით შუაზე. ერთი ნაწილი დაჭერით კუბიკებად და შეურიეთ სოკოს. უყავით ხმელი ქონდარი. შუშეთ კიდევ 1-2 წუთი ხუფის ქვეშ. უკვე მზა მასა წაუსვით ლაზანიას ფირფიტას და მოაყარეთ გახეხილი ყველი. დააფარეთ ფირფიტა. მსუბუქად დანამეთ ზეთით. წაუსვით ისევ სოუსი და ზემოდან დაალაგეთ ჩხირებად დაჭრილი პომიდვრის მეორე ნახევარი. მოაყარეთ ყველი. გამოაცხვეთ 30 წუთის განმავლობაში 200 გრადუს ტემპერატურაზე. გააცივეთ 5-10 წუთის განმავლობაში. თბილი უნდა მიირთვათ.