კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აღმოჩნდა ავადმყოფ ბავშვთან გამოძახებული პედიატრი სიმპათიური მამაკაცის კომპანიაში

ნ. კ. (პედიატრი): ბავშვთა პოლიკლინიკაში ახალი დაწყებული მაქვს მუშაობა; თან, ახალი გათხოვილი ვარ, უბანს არ ვიცნობ, ამიტომ, ჩემი მეუღლე მეხმარება – სამსახურში რაღაცას იმიზეზებს და მე მემსახურება. ერთხელ კოლეგამ მთხოვა, დაკრძალვაზე მივდივარ, ვეღარ ვასწრებ და, ჩემ ნაცვლად ხომ შეგეძლება გამოძახებაზე წასვლა, აქვეა, შენი მეუღლის სახლთან ახლოს, ნაფარეულის ქუჩაზეო. კი-მეთქი. სართული მითხრა და დააზუსტა: რემონტი აქვთ და მათ კართან ცემენტის ტომრები აწყვიაო. ჩემი მეუღლისთვის დიდი დრო რომ არ წამერთმია, მუდმივად ვჩქარობდი. იმ დღესაც, სართული არ დამითვლია, ისე ავირბინე კიბეები და, სადაც ტომრები ეწყო, იქ დავრეკე ზარი. კარი სიმპათიურმა ახალგაზრდა კაცმა გააღო და არანაკლებ მომხიბვლელი ახლად გარემონტებული ინტერიერიც დავლანდე. ხმის ამოღება არ ვაცადე, გამარჯობა-მეთქი, – ვთქვი, შევვარდი, შემოსასვლელშივე გავიხადე ქურქი, იქვე, სარკეში, ცოტა გავიკეკლუცე კიდეც და შევცინე – ახლა საით წავიდე-მეთქი. მე კი ქვეცნობიერად ვეპრანჭებოდი, მაგრამ მისგანაც ვიგრძენი, რომ მოვეწონე. კაცმა ხელით მიმანიშნა მისაღებისკენ – იქ დაბრძანდითო – და თვითონ ოთახიდან გავიდა. ცხადია, ჩავთვალე, რომ, ან ბავშვს აწესრიგებდა, ან ბავშვი მწოლიარე არ იყო და საუზმობდა – მეგონა, რომ ყველა შემთხვევაში ბავშვთან იყო დაკავშირებული მისი გასვლა. მე, ამასობაში, თვალი შევავლე რემონტს და გულში გავიფიქრე, გემოვნებაც კარგი ჰქონია-მეთქი. ცოტა ხანში მასპინძელი შემობრუნდა და ძვირფასი კონიაკი, ხილი და ტკბილეული გაჩნდა მაგიდაზე. ჯერ საქმე! – მოვთხოვე კატეგორიულად. კაცი, თავის მხრივ, შემეწინააღმდეგა, ერთი ჭიქა ავწიოთ და საქმე მხოლოდ მას შემდეგო. კეკლუცად დავეთანხმე და სადღეგრძელოს თქმაც მე ვითავე. ექიმი ვარ და, რას ვიტყოდი – ღმერთმა ჯანმრთელად გვამყოფოს-მეთქი, ცოტა მოვსვი და წამოვდექი. ახლა ერთს მე ვიტყვიო და ჩვენი გაცნობის სადღეგრძელო დალია, თან ისიც ადღეგრძელა, ვინც მე მასთან გამგზავნა. არ გამკვირვებია – ის იყო მათი უბნის ექიმი და, ბუნებრივია, შვილის ექიმის მიმართ პატივისცემას გამოხატავენ. ისევ წამოვდექი და ისევ დამსვა – ღმერთი სამებითააო, თან ისე იღიმებოდა, ვერც ვუძალიანდებოდი. წიოკს ხომ ვერ დავიწყებდი თავმომწონე გოგო – ე ბიჭო, დაბლა ქმარი მელოდება, სამსახურში აგვიანდება-მეთქი, თან, ვფიქრობდი, ეტყობა, მეუღლე პრანჭია ვინმეა, მოსაწესრიგებელი იყო და ალბათ, დროის გაყვანა სთხოვა, ეს კი, სანამ ცოლი თვითონ არ შემოვა, აქ მაყოვნებს-მეთქი. მეოთხე და მეხუთე ჭიქა რომ მოჰყვა და ერთი-ორი ფილმიც რომ გავარჩიეთ, უკვე მართლა შევწუხდი და კატეგორიულად მოვითხოვე საქმე, თან დავძინე, ჩემთვის არანაირი პრობლემა არ არის, თუ მოულოდნელად მოვედი და რამე ისე არ გაქვთ ოჯახში-მეთქი. კი შევნიშნე, რომ კაცს რაღაცნაირი გამომეტყველება ჰქონდა, რაც მე თავაზიანობაში ჩავუთვალე, მაგრამ, საძინებელში რომ შემიყვანა და იქ ავადმყოფი ვერ დავინახე, ცოტა შევფიქრიანდი – ეს რას ნიშნავს-მეთქი?

თურმე, ცემენტი იქ იმ დღეს მიუტანიათ, მე კი ერთი სართულით მაღლა უნდა ავსულიყავი. კაცს თავის მხრივ, ეგონა, მეგობრებმა „ცოცხალი სიურპრიზი” გამომიგზავნესო. აქეთ ხომ ამ კაცს აუტყდა სიცილი, მე იქით ვეხეთქებოდი სიცილისგან კედელს, მაგრამ, ერთი სართულით მაღლა რომ ავინაცვლე, ჯერ იქ მისაყვედურეს,  მერე კი, ქვემოთ – ჩემმა მეუღლემ. როგორ ვიტყოდი სრულიად უწყინარ სიმართლეს, არადა, რეალურად, უცხო მამაკაცთან ერთად კონიაკს ვწრუპავდი...

 

 

скачать dle 11.3