კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცნობილ ადამიანთა ენამახვილური გამონათქვამები

მთავარმართებელი შევიდა ტფილისის აფთიაქში, რომელიც დოქტორ დეპნერს ეკუთვნოდა და ნახა, რომ იქ დიდი უწმინდურება და არევ­დარევაა. ამ გარემოებამ ძლიერ გააჯავრა მთავარმართებელი.

– გამიგონე, დოქტორო, პირიდამ სასაქმებელი წამალი გაქვთ?

– გახლავს, თქვენო უაღმატებულესობავ.

– სრულებით საჭირო არ არის ეს წამალი: ავადმყოფი შემოიყვანეთ თქვენს აფთიაქში და აქაურობის დანახვა საკმაოა, რომ პირიდამ ზადილი დააწყებინოს.

***

„ივერიის“ რედაქციაში 1886 წლის 1 იანვარს ექსპრომტად რამდენიმე ლექსი ითქვა მათ შორის თავადმა ერისთავმაც მიმართა ილიას:

„ღმერთმა ინებოს, ილია,

არ მოგერიოს ძილია,

და კარგათა გაგეზარდოს

ეს მამის ერთა შვილია!..“

***

– ერთი ძველი რედაქტორი „ცისკარს“ გვიგზავნიდა, როდესაც ჩვენ პეტერბურგში ვსწავლობდით; სტუდენტებმა მადლობა შემოვუთვალეთ, მაგრამ იმავე დროს ვსთხოვეთ, რედაქციას „მიმართულება“ გამოეცვალა... რედაქტორმა ეს ჩვენი ვედრება შეისმინა და ხმელეთის მაგიერი ზღვით გვიგზავნა თავისი ჟურნალიო... – ყვებოდა აკაკი.

***

ერთმა მელოტმა თქვა:

– ერთ ლამაზ ქალს წიგნი მივწერე, ვთხოვე, რომ ისე შეგინახავ, როგორც ჩემს თავსაო, მაგრამ მაინც არ გამომყვა ცოლადო.

– სწორედ მაგით დაგიფრთხია: რა სასიამოვნოა მუდამ შიშველი და ცარიელად დარჩენაო, – მიუგო აკაკიმ.

***

ზამთრის ერთ დღეს ქართლოსი და ნიაზი ბელინსკის ქუჩას მიუყვებოდნენ. მოყინული იყო და ქარლოსს ფეხი დაუცურდა.

– ჯერ კიდევ ჰაერში ვიყავი, – ყვებოდა მერე კასრაძე, – და სანამ დავეცემოდი, ნიაზმა მოასწრო, ჩაიკუზა და ამომძახა: „დაჯე, ვილაპარაკოთო!“

скачать dle 11.3