კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანეკდოტები

– საყვარელო, აბა, რას აკეთებდით დღეს საბავშვო ბაღში?

– დედას ვხატავდით.

– გუშინაც ხომ დედას ხატავდი, თითქოს, გუშინწინაც...

– ჰო... ყოველდღე დედას ვხატავთ... მასწავლებელი გვეუბნება დასხედით და ხატეთ... თქვენი დედა...

***

დილა, პირველი ღამის შემდეგ.

– მაგარი იყო... ცუდია, რომ არ გავაგრძელეთ...

– მაშინ, რატომ თქვი, მეტი აღარ შემიძლიაო...

– მე არა, მეზობელმა თქვა...

***

– არასდროს დამავიწყება ის საღამო ბარში... ჩემს ცოლს იქ შევხვდი...

– რომანტიკული საღამო ყოფილა.

– რა რომანტიკული... მეგონა, სახლში იყო, ბავშვებთან...

***

მაღაზიაში.

– თუ შეიძლება, ხორბლის წვენი მომეცი, ოღონდ რბილობის გარეშე...

– ეგ რა არის? – ეკითხება გაოცებული გამყიდველი.

– არაყი, არაყი...

***

– ალო, პროკურატურაა?

– გისმენთ.

– იცით, მამაჩემმა ახალი „ჯიპი“ იყიდა... უკანონო ფულით...

– ლიზი?!

– მამა?!

***

– გოგოებო, გათხოვდით! არც ერთი კაცი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს!

***

– ერთმა მილიონერმა 100 ათასი დაუტოვა ქალს, რომელიც 40 წლის წინ მას ცოლად არ გაჰყვა.

– აი, მესმის მადლობის გადახდა.

***

– ჩემს ქმარს ახალი ნიჟარა დავადგმევინე სამზარეულოში.

– კი მაგრამ, ძველს რას უწუნებდი...

– პატარა იყო, ჩაიდანი რომ წყლით ამევსო, ყველა ჭურჭელი უნდა დამერეცხა, რაც იქ იდო...

***

პაციენტი კაბინეტში ექიმს ახლოს მიუჯდა და ჩურჩულით ეუბნება.

– ექიმო, პრობლემა მაქვს, ორგაზმს ვერ განვიცდი, მიუხედავად იმისა, რომ ცოლთან მთელი ღამე ნორმალური ურთიერთობა მაქვს...

– ასე შეშინებული რატომ ლაპარაკობთ?

– ცოლმა გამაფრთხილა, ექიმთან არ მიხვიდე, თორემ მოგკლავო...

***

პატარა გოგონა ეუბნება მამას:

– მამა, ბაღში ჩემს წასაყვანად ნასვამი ნუ მოხვალ, რა...

– რა ხდება, შვილო?

– უკვე მეოთხე დღეა, ჩემს ნაცვლად ჩემი აღმზრდელი მიგყავს...

***

ყველა ქალს ცხოვრებაში ორი კითხვა აწვალებს:

1. როგორ იპოვოს თავისი ოცნების მამაკაცი?

2. რა უყოს ამ საშინელებას...

***

– ალო, სასწრაფოდ მჭირდება დახმარება! ვიაგრა დავლიე... 4 საათი გავიდა და ერექცია კიდევ არ გადის.

– მერე რა?

– ინსტრუქციაში წერია, თუ ერექცია 4 საათზე მეტხანს გრძელდება, ექიმს გამოუძახეთო..

– კარგი, გამოვაგზავნით მანქანას... მისამართი...

– ოღონდ გთხოვთ, ექიმის მაგივრად ექთანი გამოუშვით, უკეთესია ორი...

***

– ვერ გიტან! საზიზღარო, ახალგაზრდობა შეგალიე და შენ კი მთელი სიცოცხლე გამიფუჭე...

ხმა სამზარეულოდან:

– შვილო, გეყოფა დიპლომთან ლაპარაკი...

***

დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ მოშიებული პროგრამისტი მაცივართან მივიდა, გააღო კარი, გამოიღო კარაქი და შეფუთვაზე კითხულობს: „ნაღების კარაქი 72%“...

– ოო, მალე ჩაიტვირთება, – ჩაილაპარაკა, კარი მიხურა და ისევ კომპიუტერს მიუჯდა.

скачать dle 11.3