კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრძნული აზრები

ბრეპტი: განა რა არის ბანკის გაძარცვა ბანკის დაარსებასთან შედარებით?!

დიკი: განათლებასთან დაკავშირებული პრობლემა ისაა, რომ მას დიდი დრო მიაქვს; ის თქვენი ცხოვრების საუკეთესო ნაწილს ისაკუთრებს და, როცა დაასრულებთ, ერთადერთი, რაც დანამდვილებით იცით, არის ის, რომ საბანკო სფეროში წასვლა უფრო ხელსაყრელი იქნებოდა.

გერცენი: გრანდიოზული საქმეები გრანდიოზული საშუალებებით კეთდება, მხოლოდ ბუნებას შეუძლია დიდებულის საჩუქრად მიძღვნა.

გიბონი: თითოეულ ადამიანს ორი განათლება აქვს: ერთი – სხვებისგან მიღებული; მეორე კი, უფრო მნიშვნელოვანი – მის მიერვე შეძენილი.

შოპენჰაუერი: ხანდახან გვგონია, რომ ესა თუ ის შორეული ადგილი გვენატრება, მაშინ, როდესაც სინამდვილეში მხოლოდ იმ დროზე ვჭმუნავთ, იქ რომ გავატარეთ, როცა უფრო ახალგაზრდები და ხალისით სავსენი ვიყავით. ასე გვატყუებს დრო, სივრცის ნიღბით რომ გვევლინება. იქ რომ ჩავსულიყავით, ხელად მივხვდებოდით ჩვენს შეცდომას.

ლაბრიუერი: საუბედუროდ, არაგონივრულად დახარჯული დრო როდი ეხმარება ადამიანებს, გონივრულად დახარჯონ დროის დარჩენილი ნაწილი.

ჯონსონი: როგორ სწრაფადაც არ უნდა მიჰქროდეს დრო, ის ძალიან ნელა გადის მათთვის, ვინც მხოლოდ აკვირდება მას.

იუმი: თავისთავად ქცევებს, თუ ისინი რაიმე მუდმივი პრინციპებიდან არ გამომდინარეობენ, ზნეობრიობისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვთ.

პასკალი: თუ მე არ ვიცი ზნეობრიობის არსი, მეცნიერება გარე სამყაროს შესახებ ვერ მომანიჭებს შვებას ცხოვრების რთულ მომენტში, ხოლო ზნეობრიობა თავად მოიტანს სიმშვიდეს, თუნდაც არ შემეძლოს გარე სამყაროს შესახებ მეცნიერული ანალიზის გაკეთება.

შექსპირი: სიამოვნების იმედი თითქმის ისევე სასიამოვნოა, როგორც თვითონ სიამოვნება.

ლოკი: განათლებულმა ადამიანებმა ადამიანთა ყოველ მცდარობაში რაიმე ჭკუის სასწავლებლის პოვნა იციან.

დისტერევი: არასწორი ცოდნა არცოდნაზე უარესია.

ციცერონი: შრომა ტკივილს აყუჩებს.

სენეკა: ის დადუმდეს, ვინც კეთილი საქმე ჩაიდინა; დე, იმან ილაპარაკოს, ვისაც სიკეთე გაუკეთეს.

დემოკრიტე: სხეულის სილამაზე, თუ მას ჭკუა არ ახლავს, მხოლოდ პირუტყვობაა.

სოფოკლე: სიყვარულმა მომიყვანა, სიძულვილმა კი არა.

ლაროშფუკო: ქალების უმრავლესობისთვის ქონება იმდენად მათი კეთილგონიერების განმტკიცებას როდი ემსახურება, რამდენადაც მათი უგუნურების გამართლებას.

სოკრატე: ქორწინება ბოროტებაა, მაგრამ, აუცილებელი ბოროტება.

скачать dle 11.3