კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ ვერ იცნო „მის 7 კონტინენტის” ქართველი კონკურსანტი ელენე პაიჭაძე და როგორ იქცა ის ქართული ტურიზმისა და კულტურის ელჩად

11 წლის ასაკიდან დაიწყო ელენე პაიჭაძემ სამოდელო სააგენტოებთან ურთიერთობა, ბევრი ისწავლა და დიდი გამოცდილებაც მიიღო. ახლა ის 19 წლისაა. გასულ წელს ელენემ გაიცნო ამერიკიდან ჩამოსული დიზაინერი ირაკლი კახნიაშვილი, რომელმაც დააარსა სამოდელო ბრენდი „ირაკლიონი” და, სწორედ ამ ბრენდის მეშვეობით აღმოჩნდა ის სულ ცოტა ხნის წინ თურქეთში, კონკურსზე – „მის 7 კონტინენტი”, საიდანაც „მის გლამური 2014-ის” ტიტულით დაბრუნდა.

 

– ელენე, გილოცავ! ადვილი არ არის, ამხელა კონკურენციის ფონზე,  „მის გლამური 2014” გახდე.

– „მის გლამური 2014” გავხდი კონკურსზე – „მის 7 კონტინენტი”. 

– იმით დაიწყე, როგორ მოხვდი ამ კონკურსზე.

– საქართველოში ბრენდმა „ირაკლიონმა” ჩაატარა შესარჩევი ტური, სადაც გავიმარჯვე.

– სად ჩატარდა ეს კონკურსი და რამდენი გოგონა იღებდა მონაწილეობას „მის 7 კონტინენტში”?

– „მის 7 კონტინენტი” ჩატარდა თურქეთში, კერძოდ – ბოდრუმში. მონაწილეობას იღებდა დაახლოებით 30 გოგონა – თითო ქვეყნიდან თითო წარმომადგენელი. 

– დიდი კონკურენცია იყო?

– რა თქმა უნდა, დიდი კონკურენცია იყო. ძალიან კარგი გოგონები მონაწილეობდნენ, თან, სხვადასხვა კონკურსზე მონაწილეობის გამოცდილებაც ჰქონდათ. მაგრამ, გულწრფელად ვამბობ, მართლა ჯანსაღი და მეგობრული ურთიერთობა იყო კონკურსანტებს შორის.  ერთმანეთს ვეხმარებოდით მაქსიმალურად, რითაც შეგვეძლო. შეიძლება ითქვას, „მის 7 კონტინენტში” 29 მეგობარი შევიძინე (იცინის). დღემდე მაქვს მათთან კონტაქტი, მოვიკითხავთ ერთმანეთს, რჩევებს, შთაბეჭდილებებს ვუზიარებთ; ჩვენს მომავალზე ვსაუბრობთ. ძალიან კარგი გოგოები არიან, მართლა.

 განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა მქონდა „მის ბელორუსიასთან” და „მის სომხეთთან.” მიუხედავად იმისა, რომ სამივე სხვადასხვა ოთახში ვცხოვრობდით, სულ ერთად ვიყავით და „განუყრელ სამეულს” გვეძახდნენ. 

– წარსულში თუ გქონდა სამოდელო საქმიანობის ან რომელიმე სხვა კონკურსში მონაწილეობის გამოცდილება?

– მქონია, როგორ არა. პატარაობისას ძალიან მორცხვი ვიყავი და 11 წლის ასაკში მამამ სამოდელო სააგანტო „ნატალიში” მიმიყვანა. სამი წელი ვიარე იქ. ამის შემდეგ, კიდევ სამი წელი კონტრაქტი მქონდა თაკო ჩხეიძესთან „ჯეომოდელსში”, მერე ვიყავი ეკა მგალობლიშვილთან „კატრინში”. 2013 წლის ნოემბერში წავედით კონკურსზე „მის ევროპელი”, რომელიც ჩატარდა მალტაში. მართალია, იქ ვერ გავიმარჯვე, მაგრამ, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. ამის შემდეგ დიზაინერ ირაკლი კახნიაშვილის ერთ-ერთ ჩვენებაზე გამოვედი. ამ ჩვენების შემდეგ მე და ირაკლის შორის დაიწყო საქმიანი ურთიერთობა. მან შემომთავაზა, ქასთინგში მიმეღო მონაწილეობა, რომ კონკურსზე წავსულიყავი. ამ ქასთინგზე შესარჩევი ტური წარმატებით გავიარე და, მერე რაც მოხდა, კი მოგეხსენებათ.

– დიზაინერ ირაკლი კახნიაშვილზე მიამბე.

– ირაკლი კახნიაშვილი არის ძალიან კარგი დიზაინერი და ძალიან კარგი პიროვნება. ის 15 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა  ნიუ-იორკში. 2013 წელს ჩამოვიდა საქართველოში და დააარსა „ირაკლიონი”, რომლის თაოსნობითაც ჩატარდა შესარჩევი ტური – ის იყო ორგანიზატორი, ამ ტურის შემდეგ კი მოვხვდი „მის 7 კონტინენტზე”.

– როგორც ვიცი, შენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი მამა ყოფილა.

– მამა ყოველთვის მეხმარება ყველაფერში, მაქსიმალურად ჩართულია ჩემს საქმიანობაში და ხელს მიწყობს, რომ სამოდელო სფეროში წარმატებას მივაღწიო. მთელი ოჯახი მეხმარება, მაგრამ, არავის ეწყინება, თუ ვიტყვი, რომ ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი მამაა.

– გარდა სამოდელო ცხოვრებისა, კიდევ რას საქმიანობ?

– ვარ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის „გაუს” სტუდენტი, ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტზე ვსწავლობ. გარდა ამისა, „ფრი პროდაქშენში” გავდივარ პრაქტიკებს, რომ პროდიუსერის საქმიანობას დავეუფლო. ბავშვობაში დავდიოდი ცეკვაზე, ფორტეპიანოზეც ვუკრავდი – საერთოდ, ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს ხელოვნებასთან, ამასთან, ვცდილობ, ვიცხოვრო სპორტულად – ყოველ დილით დავრბივარ, ვვარჯიშობ და, ვცდილობ, ფორმაში ვიყო.

– ახლა იმის შესახებ მიამბე, ნაციონალური დღე რომ ჩაატრეთ ბოდრუმში კონკურსანტებმა.

– ამ დღესთან დაკავშირებით ყველამ წავიღეთ ჩვენი ქვეყნის სუვენირები, გადავეცით ერთმანეთს, ორგანიზატორებს და ვუამბეთ ამ ნივთების ისტორია. გარდა ამისა, კონკურსზე ჩატარდა ტალანტის ტური, სადაც ვიცეკვე „აბრაგული”, რომლის დადგმაშიც დამეხმარა დათო ბაბუხადია. 

– ასეთ კონკურსზე შენნაირი გარეგნობის გოგო ჩოხითა და ფაფახით რომ გამოვიდოდა, წარმომიდგენია, რა რეაქცია ექნებოდათ. 

– რეაქცია მართლაც დიდი და გასაოცარი იყო. ჟიური გაკვირვებული მიყურებდა, თავიდან ვერც მიცნო. იყო დიდი ტაში, ოვაციები. მერე მომაყოლეს, ვინ იყვნენ აბრაგები, როგორ ცხოვრობდნენ; ყველამ მთხოვა ფაფახით სურათის გადაღება, ჩოხას იზომებდნენ... ზოგიერთს ნანახიც არ ჰქონდა ჩვენი ნაციონალური სამოსი. მოკლედ, ამავსეს კომპლიმენტებით. ამას გარდა, ცალკე იყო ნაციონალური სამოსის დღე. ამ დღეს მეცვა ცეკვა „ქართულის” კაბა და ძალიან მოეწონათ. დარწმუნებული ვარ, საქართველო შევაყვარე, იმდენ კითხვას მისვამდნენ. ბევრი კონკურსანტი გოგო აპირებს საქართველოში ტურისტად ჩამოსვლას, უფრო მეტიც, ქართული ცეკვის სასწავლად მოდიან (იცინის). დარწმუნებული ვარ, ამ კონკურსში მონაწილეობით, საქართველოს კულტურისა და ტურიზმის ელჩი ვიყავი.

– შენი პარამეტრები მითხარი.

– ჩემი პარამეტრებია 86X60X88. ამბობენ, რომ კარგი მონაცემები მაქვს.

– ალბათ, ბევრი თაყვანისმცემელი გეყოლება.

– თაყვანისმცემლების რაოდენობას არ ვუჩივი (იცინის). 

– მომიყევი რომელიმე მათგანზე.

– მათზე საუბარი შორს წაგვიყვანს, თან, მგონია, რომ ეს ძალიან პირადულია. მოგიყვებით იმას, თუ რა გადამხდა სტამბულის აეროპორტში, კონკურსიდან რომ ვბრუნდებოდი იმ დღეს.

– მიამბე, ძალიან მაინტერესებს. 

– დედამ დამირეკა და მითხრა, გამოპრანჭული ჩამოდიო. მივხვდი, რომ შეხვედრას მიწყობდნენ თბილისის აეროპორტში. მეც გამოვიპრანჭე და, ის იყო, თვითმფრინავში ჩასაჯდომად ვემზადებოდი, რომ ორი ბიჭის მზერა ვიგრძენი. გვერდზე რომ ჩამიარეს, ხმაური მომესმა. მოვიხედე და, რას ვხედავ – თურმე, ერთ-ერთი ბანერს დაეჯახა და გახია. ამაზე ძალიან ბევრი ვიცინე.

– მართლაც სასაცილოა. 

– მსგავსი ისტორია აქაც შემემთხვა: მიწისქვეშა გადასასვლელში მივდიოდი, ჩემ ყურებაში ვიღაც ბიჭი კედელს დაეჯახა და დაეცა. ზუსტად ასე იყო. თუ მოვინდომე, შემიძლია, ისეთი ეფექტი მოვახდინო, რომ ჩემს დანახვაზე დაეცნენ ძლიერი სქესის წარმომადგენლები.

– გათხოვებას ხომ არ გეგმავ?

– გათხოვებას არ ვგეგმავ, ამ ეტაპზე სწავლით ვარ დაკავებული. მინდა, რომ კარიერას მივხედო, ამიტომ, ჯერჯერობით, პირადი ცხოვრებისთვის არ მცალია.

– მომავალში რა გეგმები გაქვს?

– მომავალში ისევ „ირაკლიონი” ატარებს შესარჩევ ტურებს „მის ბიკინისთვის” და ამ კონკურსში მეც ვმონაწილეობ, უკვე მეორე ტურში გადავედი და გამარჯვების იმედიც მაქვს. გამარჯვებული 28 აგვისტოს „მსოფლიო მის ბიკინიზე” მიემგზავრება ჩინეთში. ძალიან მინდა, რომ ეს გამარჯვებული მე აღმოვჩნდე და კიდევ ერთხელ მივიღო მსოფლიო დონის სილამაზის კონკურსში მონაწილეობა. 

 

скачать dle 11.3